Digest Logo

„რეპროდუქციული სისტემა იმახსოვრებს წყენას, სირცხვილს, დამუხრუჭებულ ემოციებს“ - სხეულის ენით ნათქვამი პრობლემა და მისი გადაჭრის რეკომენდაციები ქეთევან ჯანდიერისგან

1770819718
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს სხეულის ენით ნათქვამ ენერგოპრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრება.

მისი თქმით, საშვილოსნო, საკვერცხეები, ჰორმონები, ეს მხოლოდ ორგანოები არ არის! ეს არის ქალის „შინაგანი ხმა”, მისი გარეგნული მშვიდობისა და შინაგანი დაღლილობის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი:

„განვიხილავთ ახალ სერიას: „სხეულის ენით ნათქვამი ენერგოპრობლემა და მისი გადაჭრის რეკომენდაციები!

დღეს განვიხილავთ: გინეკოლოგიური პრობლემები (დედათა წესი/პრემენსი) როცა რთულია — რას ამბობს სხეული?

„ქალური სისტემა“ საშვილოსნო, საკვერცხეები, ჰორმონები, ეს მხოლოდ ორგანოები არ არის!

ეს არის ქალის „შინაგანი ხმა”, მისი გარეგნული მშვიდობისა და შინაგანი დაღლილობის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი.

პრემენსის სიმძიმე, ციკლის დარღვევები, ტკივილები, ჩახლართული ჰორმონული დღეები, სხეულის გზავნილია:
„მე მეტ ყურადღებას, სითბოს, სინაზეს და მოვლას ვითხოვ“. 

ენერგეტიკული ახსნა ჩემი ინტერპრეტაციით, ქალური ცენტრის დისბალანსზე! ქალური სისტემა პირდაპირ უკავშირდება: ქალურ ენერგიას (ფემინისტურ ენერგიას) — მიმღებლობას, სირბილეს, ნდობას.

გრძნობებს, რომლებიც ჩუმად ჩაეხშო, განსაკუთრებით უკმაყოფილება, ან „ვერ” მიღება რიგი საკითხებისა რაც სიამოვნებას ახშობს (განსაკუთრებით ტოქსიკური პარტნიორის შემთხვევაში) დაღლილობას, რომელსაც „ვარჯშის” რეჟიმში ატარებთ.

ქალის რიტმს, რომელიც ბუნებით ნელია, მაგრამ ცხოვრება ხშირად აჩქარებს და „აიძულებს” შეითავსოს იყოს „კაციც” და „ქალიც“. შინაგან უსაფრთხოებას, რომელსაც ქალური ენერგია საჭიროებს ასაყვავებლად.

როცა ეს ენერგეტიკული ნაკადი არეული და დარღვეულია, ჩნდება: პრემენსის გაღიზიანებული დღეები, ემოციური რყევები, ციკლის დარღვევები, საშვილოსნოს/საკვერცხის არეში დაჭიმულობა (ორგანული სხვა რიგი პრობლემები) PMS-ის გამწვავება, ჰორმონული რყევების მძაფრი გადატანა.

ეს ყველაფერი სხეულის ძალიან მშვიდი, მაგრამ ზუსტი სიგნალია: „მე აღარ ვარ ჩემს ბუნებრივ რიტმში და დამაბრუნე!“.

რაც შეეხება, ფსიქოემოციურ ფესვებს..

რეპროდუქციული სისტემის არევა, გაფიქრებს, რას ატარებს ქალი უხმოდ და „მძიმედ?” უნდა იცოდეთ, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემა იმახსოვრებს ყველაფერს: წყენას, ჩუმად გადატანას რაიმე სიტუაციის, სირცხვილს, დამუხრუჭებულ ემოციებს, მუდმივ პასუხისმგებლობებს, არარეალიზებულ ძალას/ენერგიას.

ყველაზე ხშირი ფსიქოემოციური ფესვებია:

1. საკუთარი თავის დავიწყება, როცა სხვებისთვის ყველაფერს აკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს ბოლოს იტოვებ.

2. „დადუმებული ემოციები”, ქალი ყველაზე მეტად საშვილოსნოში ინახავს იმას, რაც არ თქვა, ვერ თქვა, ან თქმის ეშინოდა.

3. დაღლილობა, რომელსაც სხეული აღარ მალავს. ზოგადად, საკვერცხეები ძალიან მგრძნობიარეა სტრესზე, ისინი პირველები „ეჩხუბებიან“ გადაღლილ ცხოვრებას.

4. ქალური ენერგიის „კაცურად“ ტარება, როცა გიწევს „იყო ძლიერი“, ასევე, კონტროლი, გამძლეობა, გადაჭარბებული აქტიურობა — ქალური ორგანოები იღლებიან.

5. შინაგანი ბრაზი საკუთარ თავზე: „მე უნდა მეცადა მეტი.“ „მე არასწორად მოვიქეცი“. „მე უნდა გამეძლო“ - ეს ბრაზი სწორედ საშვილოსნოს არეში ბინადრდდება.

ფიზიოლოგიური, მარტივი ახსნა — რა არის რეალურად ძირითადი ფაქტორები? ეს ნაწილი ძალიან რბილად და უსაფრთხოდ გაწერილი მაქვს.

მხოლოდ ის, რაც ხშირია სტატისტიკურად და მარტივად გასაკონტროლებელი, რათა არაფერმა დაზაფროს და შეაშინოს მკითხველი:

1. ჰორმონალური ბალანსის რყევა სტრესის გამო

2. პროგესტერონისა და ესტროგენის ბუნებრივი ცვალებადობა

3. ვიტამინების დეფიციტი: D, B6, B12, ფოლიუმი, მაგნიუმი

4. ძილის ხარისხი

5. ქრონიკული დაღლა

6. მცირედი ანთებითი პროცესები

7. სისხლის მიმოქცევის ნაკლები აქტივობა მენჯში

8. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ან ზედმეტად მძიმე დატვირთვა.

ეს ყველაფერი ხშირი, გავრცელებული და მართვადია.

სხეული უბრალოდ გვეხმიანება: „გამოვიდა მწყობრიდან ჩემი რიტმი, დამაბალანსე“.  სამედიცინო მხარე (რეკომენდაცია) აუცილებელია რა თქმა უნდა სპეციალისტთან გადამოწმება ჩივილის შემთხვევაში! მე ვწერ, კვლევების იმ მცირე სიას, რომლებსაც გინეკოლოგები, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ნიშნავენ საკვლევად და შედეგი ძალიან ამშვიდებს ადამიანს, რადგან ცხადდება რეალური სურათი:

1. რადიოლოგიური კვლევა (ექოსკოპია)

2. „ჰორმონული პანელი” (მარტივი და სტანდარტული) მაგ: სტრესისა და ენერგეტიკული ბალანსის ჰორმონები, Cortisol (დილით) ACTH. ესტროგენი, პროლაქტინი, ტესტოსტერონი, პროგესტერონი (ხანდახან, FSH, LH (ეს ორი ერთად რომელიც ოვულაციის დაწყებას ასიგნალებს.

FSH + LH ერთად გაძლევს წარმოდგენას: მუშაობს თუ არა ჰორმონული ბალანსი, კვერცხუჯრედის მომწიფება ნორმაშია თუ არა.

ასევე, DHEA-S ეს ჰორმონი გვეხმარება დავინახოთ: როგორი არის სტრესის ღრმა ფონური დონე, ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) ბალანსი როგორია. ასევე, SHBG ის არის ჰორმონი რომელმაც უნდა დააბალანსოს ტესტოსტერონისა და ესტროგენის თავისუფალი დონეები.

როდესაც SHBG დაბალია - ჰორმონები შეიძლება უფრო „აქტიურად“ გამოიხატოს სხეულში (მაგ: ტესტოსტერონი → აკნე, თმის ცვენა და ა.შ.).

3. სისხლის საერთო ანალიზი
4. ვიტამინ D
5. B ჯგუფი
6. ფოლიუმის მჟავა
7. ფერიტინი / რკინა
8. ფარისებრების ჰორმონები (TSH, T3 (Free) T4 (Free) Anti-TPO, Anti-TG)

არის გენეტიკური, ასევე: ფუნქციური, ორგანული და არაორგანული პრობლემები. თუ ფსიქოსომატურია ჩივილი, ეს კვლევები ძალიან მარტივი, რბილი სტანდარტია, რომელიც ქალის გონებას ამშვიდებს და სხეულის რეალურ საჭიროებებს აჩვენებს.

ახლა კი, ენერგო-რეკომენდაციები, ქალური სისტემის განსათავისუფლებლად საკრალურ ჩაკრაზე (Svadhisthana) მუშაობა.

საკრალური ჩაკრა არის მეორე ჩაკრა და დაკავშირებულია:, რეპროდუქციულ სისტემასთან, ქალურ ენერგიასთან, კრეატიულობასთან, სექსუალობასთან, ემოციურ დინებებთან. მისი ფერი არის ნარინჯისფერი — თბილი, მიწიერი, სიცოცხლის ენერგიის მამოძრავებელი ტონალობა.

1. სუნთქვის ვარჯიში „მენჯის გათბობისთვის” ღრმა ჩასუნთქვა → ყურადღება მენჯში → სითბოს და ნარინჯისფერის წარმოსახვა. და ამოსუნთქვა.. (თუ ვიზუალიზაცია გიჭირთ გამოიყენეთ ნარინჯისფერი ნაჭერი)
5-ჯერ ამ მანერით სუნთქვა საკმარისია.

2. მეორე ნაბიჯი... ხელის გული დაიდეთ მუცელზე. არაფერზე იფიქროთ ნაზი სითბო სხეულს უვლის და ამშვიდებს! ქალური ცენტრი „ამყარებს კავშირს“ და ამ დროს უთხარი საკუთარ თავს: „ვიცი რომ დაგღალე, მაპატიე! მე შენ მიყვარხარ!”

3. ამ სისტემისთვის კარგია: იოგა, გაწელვები, მსუბუქი სეირნობა — ყველა მათგანი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას მენჯში. (ისეირნეთ მინიმუმ 20-40 წუთი დღის მანძილზე)

4. დაიწყე ემოციის გახსნა კითხვით: „რა ემოცია დავმალე ამ თვეში?“ გაეცი პასუხი ხმამაღლა ან ფურცელზე დაწერე და აწარმოე დღიური ამ თემებზე.

5. როდესაც დასაძინებლად გემზადებით, საკუთარ თავს უთხარი: „მე ვუბრუნდები ჩემს ქალურ რიტმს. მე ვენდობი ჩემს სხეულს. მე ვუხსნი გზას სიმშვიდეს და ჰორმონების ბალანსს“.

იცოდე, ამას გეუბნება შენი რეპროდუქციული სისტემა!

ქალური სისტემის ძირითადი ენერგოგზავნილია: „მე მსურს შენთან უფრო ნაზი ურთიერთობა. მინდა ვიყო ქალი, ნუ მკაცრდები ჩემთან და ნუ მაიძულებ შევითავსო კაცური ფუნქციები - მე შენთვის ვარ, არა შენს წინააღმდეგ, არ ჩამაქრო!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

17 თებერვალს ცეცხლოვანი ცხენის წელი ოფიციალურად იწყება! რომელი ცხოველის ქვეშ დაბადებულთათვის იქნება წარმატებული 2026 წელი?

🎥 Moby საქართველოში კონცერტს გამართავს

„მათ შეუძლიათ გარკვეული როლი ითამაშონ ჩვენი სამყაროს ფორმირებაში...“ - ტერარ ასტროლოგია: დედამიწის ვიბრაციები და თქვენი ბედი