Digest Logo

რეტროგრადული მერკური და ურთიერთობები: ყოფილი, ახალი თუ ძველი სცენარის განმეორება?

1782298136
რეტროგრადული მერკური და ურთიერთობები

რეტროგრადული მერკურის პერიოდში შეიძლება არა მხოლოდ ყოფილი პარტნიორი დაბრუნდეს. ზოგჯერ სრულიად სხვა ადამიანთანაც კი ზუსტად მსგავსი ისტორია იწყება.

თავიდან ყველაფერი ლამაზად გამოიყურება: აქტიური ურთიერთობა, ინტერესი, დაპირებები, შეგრძნება, რომ გამოჩნდა „ის ერთადერთი“. თუმცა, მოგვიანებით იწყება პაუზები, შეხვედრების გადადება და ფრაზა: „ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მინდა“.

გაცნობა და შეყვარება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ახლა სჯობს არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და ადამიანს დრო მისცეთ, რომ საკუთარი თავი გამოავლინოს.

რა სცენარებია შესაძლებელი?

ბრუნდება ყოფილი.

ეს ყოველთვის შერიგებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს საჭიროა სათქმელის დასასრულებლად, ისტორიის დასახურავად ან იმის დასანახად, რომ ადამიანი საერთოდ არ შეცვლილა.

ჩნდება ახალი ადამიანი.

გაცნობა შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი იყოს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდეს, რომ მას ეჭვები აქვს, წარსული ურთიერთობები ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ან სერიოზული ნაბიჯებისთვის მზად არ არის.

არსებულ წყვილში ძველი საკვანძო საკითხები წამოიჭრება.

დღის წესრიგში შეიძლება კვლავ დადგეს ძველი წყენები, ნდობის ფაქტორი, პირადი საზღვრები, დაპირებები და ერთობლივი მომავალი.

ვინ გრძნობს რეტროგრადულ მერკურის ყველაზე მძაფრად?

ეს პერიოდი უფრო შესამჩნევი შეიძლება იყოს ტყუპებისა და ქალწულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ASC (ასცენდენტი) აქვს ამ ნიშნებში, რადგან მერკური მათი რუკის მმართველია.

ადამიანები, რომლებსაც ნატალურ რუკაში ისედაც რეტროგრადული მერკური ჰყავთ, ამ პერიოდს ხშირად ბევრად მშვიდად გადიან: მათთვის ჩვეული ამბავია ძველ ფიქრებსა და საქმეებთან დაბრუნება, გადაფასება და გადაკეთება.

ვისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ურთიერთობებში სიფრთხილე? თუ რეტროგრადული მერკური თქვენს მე-7 სახლში მოძრაობს, შესაძლოა გადაიხედოს არსებული ურთიერთობები, ნაცნობობა და პარტნიორთან არსებული შეთანხმებები. 

თუ ის ასპექტს აკეთებს ASC-თან ან DSC-თან (დსცენდენტთან), შეიძლება დღის წესრიგში დაგვიბრუნდეს მნიშვნელოვანი საუბარი ურთიერთობაზე: ვიყოთ ერთად თუ არა, ვიცხოვროთ ერთად თუ ცალ-ცალკე, გავაგრძელოთ კავშირი თუ წერტილი დავსვათ. 

ასპექტი ვენერასთან შესაძლოა გახდეს ძველი გრძნობების, სიმპათიის ან სიყვარულზე საუბრის დაბრუნების მიზეზი. ასპექტმა მარსთან შეიძლება გამოიწვიოს უხეში საუბრები, გაღიზიანება, კამათი ან, პირიქით, ძლიერი მიზიდულობა.

თუ მერკური ეხება მე-7 სახლის მმართველს, პარტნიორმა შეიძლება გადაიფიქროს, საუბრის დასაწყებად დაბრუნდეს, გადაწყვეტილების მიღება გადადოს ან კვლავ წამოსწიოს საკითხი, რომელიც თქვენ უკვე დახურული გეგონათ.

შეიძლება თუ არა ურთიერთობის დაწყება? გაცნობა და პაემნებზე სიარული შეიძლება, თუმცა სჯობს:

* პირველივე შეხვედრების შემდეგ არ გასცეთ სერიოზული დაპირებები;

* ზედმეტად სწრაფად არ დასახოთ შორეული გეგმები;

* გადაამოწმოთ, არის თუ არა ეს ადამიანი რეალურად თავისუფალი;

* მიაქციოთ ყურადღება, ემთხვევა თუ არა მისი სიტყვები და საქციელი ერთმანეთს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მაშინ, თუ ადამიანი სულ ახლახან დაშორდა პარტნიორს, ხან გიახლოვდებათ და ხან გრილდება, ან ზედმეტად სწრაფად გპირდებათ სამუდამო სიყვარულს.

რეტროგრადული მერკური აუცილებლად როდი ანგრევს ურთიერთობებს. ზოგჯერ ის უბრალოდ გვეხმარება, ბევრად ადრე დავინახოთ ის, რისი შემჩნევაც თავიდან თავადვე არ გვინდოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იგივეა, ყვავილს სთხოვო აყვავდეს უწყლო და ბნელ ნიადაგში და თუ ვერ იზრდება, თავად ყვავილი დაადანაშაულო“ - რა მნიშვნელობა აქვს სოციუმს ადამიანისთვის?

ქირონის ინგრესია კუროს ნიშანში: ტენდენციები, რომლებიც ერთი წლის შემდეგ გამოვლინდება და 2027-2034 წლებში განვითარდება

ვისზე იმოქმედებს სიმდიდრისა და ბედნიერების პლანეტის იუპიტერის ლომში გადასვლა? - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს