Digest Logo

„იგივეა, ყვავილს სთხოვო აყვავდეს უწყლო და ბნელ ნიადაგში და თუ ვერ იზრდება, თავად ყვავილი დაადანაშაულო“ - რა მნიშვნელობა აქვს სოციუმს ადამიანისთვის?

1782297363
გარემო  გარემო

შენს გარემოს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა ზრდისთვის, განკურნებისთვის, წინსვლისთვის და პროგრესისათვის.
ხშირად საკუთარ თავს ვთხოვთ განკურნებას, პროგრესს და ახალი ნაბიჯების გადადგმას იმავე პირობებში, რომელმაც დაგვაზიანეს ან ტრავმაში ჩაგვკეტეს.

ეს დაახლოებით იგივეა, ყვავილს სთხოვო აყვავდეს უწყლო და ბნელ ნიადაგში და თუ ვერ იზრდება, თავად ყვავილი დაადანაშაულო.

ფსიქოთერაპიაში, განსაკუთრებით კი სხეულებრივ მიდგომებში, ჩვენ ვიცით, რომ ზრდა და განკურნება იწყება მხოლოდ იქ, სადაც ჩნდება უსაფრთხოების განცდა.

როდესაც იმყოფები ტოქსიკურ, ქაოსურ ან ემოციურად ცივ გარემოში, შენი ნერვული სისტემა მუდმივად „გადარჩენის რეჟიმშია“ (ბრძოლა, გაქცევა ან გაშეშება). ამ დროს ორგანიზმი მთელ ენერგიას საფრთხის მოგერიებას ახმარს. სანამ სხეული თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს, ის უბრალოდ ვერ გამოყოფს რესურსს შემოქმედებითობისთვის, განვითარებისთვის ან ძველი ჭრილობების მოსაშუშებლად. პროგრესისთვის სიმშვიდეა საჭირო, სიმშვიდეს კი უსაფრთხო სივრცე ბადებს.

გარემო მხოლოდ ფიზიკური ოთახი ან ქალაქი არ არის.

ეს არის ადამიანები, რომლებიც გზღუდავენ: ესმით მათ შენი ენა? შეუძლიათ შენი ემოციების მიღება და დატევა (კონტეინირება)? თუ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში გამყოფებენ?

ინფორმაციული ველი: რას უშვებ შენს გონებაში ყოველდღიურად?

ესთეტიკა და სხეულებრივი კომფორტია საჭირო. სივრცე, სადაც ფიზიკურად ხარ, გაძლევს თუ არა ამოსუნთქვის, დასვენების და სხეულში დაბრუნების საშუალებას?

წინსვლა ყოველთვის არ ნიშნავს საკუთარ თავზე ზეწოლას და მეტ მუშაობას. ხანდახან ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური წინსვლა არის გამბედაობა შეცვალო კონტექსტი.

თქვა უარი იმ ურთიერთობებზე, სადაც მცირდები. დატოვო სივრცეები, სადაც შენი რესურსი იფიტება და შექმნა (ან მოძებნო) თუნდაც პატარა, მაგრამ შენი „უსაფრთხო კუნძული“.

გახსოვდეს: შენ არ ხარ დეფექტური, თუ სადღაც პროგრესს ვერ აკეთებ. შესაძლოა, უბრალოდ ნიადაგია შესაცვლელი, რომ შენმა შინაგანმა ბუნებამ აყვავება შეძლოს. სივრცეს, რომელსაც ირჩევ, აქვს ძალა ან დაგამიწოს და გაგზარდოს, ან მუდმივ შფოთვაში გამყოფოს.

აირჩიე იქ ყოფნა, სადაც სუნთქვა შესაძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქირონის ინგრესია კუროს ნიშანში: ტენდენციები, რომლებიც ერთი წლის შემდეგ გამოვლინდება და 2027-2034 წლებში განვითარდება

ვისზე იმოქმედებს სიმდიდრისა და ბედნიერების პლანეტის იუპიტერის ლომში გადასვლა? - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი იუბილარია