ცვლილებებისა და გადაფასების პერიოდი იწყება — 26 ივლისიდან რეტროგრადული სატურნი თამაშის წესებს ცვლის.
26 ივლისიდან 10 დეკემბრის პერიოდში დისციპლინის, სტრუქტურისა და კარმის პლანეტა — სატურნი — ხდება უკუმავალი.
უფრო გასაგები რომ იყოს, სატურნი ასტროლოგიაში პასუხისმგებლობისა და ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტად მიიჩნევა.
ის ადამიანს წინსვლისკენ უბიძგებს, ადგენს ამოცანებს და მათ შესრულებას მოითხოვს, მაგრამ როდესაც სატურნი ნელდება და უკუმავალ მოძრაობას იწყებს, ის თვითანალიზისკენ მოგვიწოდებს. ახალი მიზნების დასახვის ნაცვლად, ის გვთავაზობს, გადავხედოთ ძველს.
ამჟამად სატურნი ვერძის ნიშანში იმყოფება, რომელიც ინიციატივასთან, სიმამაცესა და ლიდერობასთან ასოცირდება, ხოლო აქ მყოფი სატურნი გვირჩევს: „სანამ ახალ ბრძოლაში ჩაერთვები, კარგად გადაამოწმე შენი არსენალი. ნუ აიღებ ზედმეტ ტვირთს, სწორად განსაზღვრე შენი სურვილები და ამბიციები“.
ასტროლოგიაში პლანეტა სატურნს „დროის მბრძანებელსაც“ უწოდებენ, ამიტომ მისი რეტროგრადულობა გვაძლევს საშუალებას, შევნელდეთ და კარგად გავაანალიზოთ თითოეული გადადგმული ნაბიჯი და სამომავლო გეგმები.
აღნიშნული ტრანზიტი გვაიძულებს, ხელახლა გავამახვილოთ ყურადღება წინა წლის შეცდომებზე, სწრაფად და დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე.
✨ რეტროგრადული სატურნის პერიოდში სასურველია:
🔹 გადააფასოთ და გააანალიზოთ თქვენი გეგმები დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ის საქმე, რომლის წამოწყებასაც გეგმავთ, გაუძლებს თუ არა სირთულეებს?
🔹 დაასრულოთ დაწყებული საქმეები დიდი ხნის წინ გადადებული პროექტები დაასრულეთ.
🔹 იმუშავეთ დისციპლინასა და ისეთი უნარების გამომუშავებაზე, რომელიც სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
🔹 აიმაღლეთ კვალიფიკაცია, გაიარეთ სასწავლო კურსები და დაასრულეთ უკვე წამოწყებული საქმეები.
🔹 იმუშავეთ ურთიერთობებზე. ურთიერთობებს, სადაც არ არის ურთიერთპატივისცემა, სატურნი გამოცდის წინაშე დააყენებს.
ბევრი ადამიანი გათავისუფლდება ტოქსიკური კავშირებისგან.
⚠️ კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში თავს შეიკავებთ:
🔸 ახალი მასშტაბური პროექტების წამოწყებისგან, რადგან მომავალში შესაძლოა ამ საქმის ხელახლა გადახედვა გახდეს საჭირო;
🔸 სამსახურის შეცვლისგან;
🔸 სტატუსის შეცვლისგან (დაქორწინება/განქორწინება);
🔸 დაუფიქრებელი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან, ინვესტიციებისა და უძრავი ქონების შესყიდვისგან.
სატურნს არ უყვარს უმოქმედობა, თუმცა მათთვის, ვინც საკუთარ თავზე მუშაობისთვის მზად არის, ამ პერიოდმა შესაძლოა ახალი შესაძლებლობები მოიტანოს.
გამოვყოფდი ზოდიაქოს 6 ნიშანს, რომელთათვის რეტროგრადული სატურნის პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება:
♈ ვერძი
♎ სასწორი
♋ კირჩხიბი
♑ თხის რქა
♌ ლომი
♐ მშვილდოსანი ასევე ისინი, ვისაც ამ ნიშნებში აქვთ ასცენდენტი
♈ ვერძი
ძვირფასო ვერძებო, ვინაიდან სატურნი თქვენს ნიშანში იმყოფება, ყველაზე მეტად იგრძნობთ მის გავლენას.
შესაძლოა, დაგეუფლოთ შეგრძნება, რომ რაც კი აქამდე გიშენებიათ, თითქოს საყრდენს კარგავს. მიმართულება, რომლითაც თქვენ მიდიხართ იქნება ეს პირადი ურთიერთობა თუ სამსახური — გადახედვას მოითხოვს.
ეს პერიოდი დაგაფიქრებთ: ნამდვილად ის გსურთ, რის მიღწევასაც ცდილობთ? თუ დროა, ახალი გეზი აირჩიოთ?
კარგი იქნება, თუ იქნებით გულწრფელი საკუთარ თავთან და დაუსვამთ თავს კითხვას: ის, რასაც აკეთებთ, მართლა საკუთარი თავისთვის არის თუ მხოლოდ სხვისი მოლოდინის გამართლება?
გათავისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან — ნივთებისგან, კავშირებისა და საქმიანობისგან, რომლებიც აღარ გაძლევთ განვითარების საშუალებას. დაისახეთ მოქმედების ახალი გეგმა და მიჰყევით მას.
⚠️ ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და საქმეების გარჩევას.
♎ სასწორი
რეტროგრადული სატურნი ოპოზიციაში დგება თქვენს ნიშანთან, ამიტომ გამოწვევა ბალანსის შენარჩუნებასა და ურთიერთობებში პასუხისმგებლობის სწორად განაწილების კუთხით იჩენს თავს. შეიძლება იგრძნოთ, რომ კონფლიქტების მოგვარების ძველი მეთოდები აღარ არის ეფექტური, ხოლო ზოგიერთი კომპრომისი თქვენთვის უკვე დამაზიანებელი ხდება.
იქნება, თუ ამ პერიოდში იქნებით გულწრფელი საკუთარ თავთან, გააანალიზებთ და დაასრულებთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც განვითარებასა და წინსვლაში ხელს გიშლით. ვინაიდან სასწორი პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული ნიშანია, შესაძლოა ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდეთ. დაუთმეთ დრო გულწრფელ საუბარს ახლობლებთან. გაუზიარეთ მათ თქვენი ნამდვილი გრძნობები. ზოგჯერ ახალი წონასწორობის საპოვნელად საჭიროა კომფორტის ზონიდან ერთი ნაბიჯის გადადგმა.
✨გახსოვდეთ: ხშირად დასასრული უკეთესი მომავლის დასაწყისია!
♋ კირჩხიბი
რეტროგრადული სატურნის პერიოდში თქვენი მთავარი ყურადღება ოჯახზე, სახლსა და შინაგან სიმშვიდეზე იქნება მიმართული. შესაძლოა, წარსულიდან ოჯახთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა წამოიწიოს წინა პლანზე.
ეს განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ეხება. ნუ მიიღებთ ამას დრამატულად. პირიქით, შექმნილი სიტუაცია აღიქვით როგორც ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხების მოგვარებაში ერთმანეთის მოსმენა და კონსტრუქციული საუბარი დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სახლში ცვლილებების შესატანად, სივრცის მოსაწესრიგებლად, ზედმეტი ნივთებისგან გასათავისუფლებლად და ოჯახთან უფრო მეტი დროის გასატარებლად.
🏡 ასევე სასურველია დაფიქრდეთ იმაზე თუ რა გაძლევთ უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას.
♑ თხის რქა
ძვირფასო თხის რქებო, სატურნი თქვენი მმართველი პლანეტაა, ამიტომ მისი რეტროგრადული პერიოდი თქვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამჯერად ყურადღების ცენტრში კარიერა, პროფესიული განვითარება და საზოგადოებაში თქვენი სტატუსი მოექცევა. ეს პერიოდი თქვენთვის არასასურველი ცხოვრებისეული სცენარების გადაწერის საშუალებას მოგცემთ.
თხის რქა განსაკუთრებული დისციპლინითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა, ამიტომ მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობდა, აღნიშნული ტრანზიტი შესაძლოა მნიშვნელოვანი პროფესიული ცვლილებების დასაწყისი გახდეს.
ზოგისთვის ეს ახალი სამსახურის დაწყებას, ზოგისთვის კი ბიზნესში ან კარიერულ გეგმებში ახალი მიმართულების პოვნას შესაძლოა ნიშნავდეს. თუ იგრძნობთ, რომ ძველი სტრუქტურები იცვლება, ნუ შეშინდებით — გახსოვდეთ, რომ ეს განვითარებისა ახალი ეტაპისთვის მზადყოფნის ნიშანია.
✨ გამოიყენეთ ეს პერიოდი იმის გასაანალიზებლად, თუ სად გსურთ იყოთ მომავალში და რა ნაბიჯები მიგიყვანთ თქვენს მიზნებამდე.
♌ ლომი
რეტროგრადული სატურნი ლომებისთვის ჰარმონიულ ასპექტს ქმნის. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა თქვენს თვითგამოხატვას, შემოქმედებით საქმიანობასა და პირად ინტერესებს დაეთმოს. კარგი შესაძლებლობაა, საკუთარი ნიჭი ახალი კუთხით დაანახვოთ გარშემომყოფებს.
ბევრი ლომი გადაწყვეტს, რომ ჰობი ან საყვარელი საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს, ბევრი კი დაიწყებს უკვე არსებული შემოქმედებითი პროექტების მოდერნიზაციას. ამავდროულად, ცვლილებები შეიძლება პირად ურთიერთობებშიც აისახოს.
აღნიშნული პერიოდი გაიძულებთ, გააანალიზოთ და სიღრმისეულად შეხედოთ პარტნიორულ სფეროს, მოიშოროთ ილუზიები და უფრო მყარი, სანდო კავშირები ჩამოაყალიბოთ. კარგი იქნება, თუ ნიჭსა და ქარიზმას გამოიყენებთ არამხოლოდ შთაბეჭდილების მოსახდენად, არამედ გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.
ეს შეიძლება აღმოჩნდეს დრო, როდესაც თქვენი ინტერესები და შესაძლებლობები მომავალში წარმატებისა და სტაბილურობის საფუძვლად იქცევა.
✨ ენდეთ საკუთარ შემოქმედებით ძალას და ნუ შეგეშინდებათ ახალი გზების გამოცდის.
♐ მშვილდოსანი
რეტროგრადული სატურნი მშვილდოსნებისთვის საკუთარი მიზნების, ცოდნისა და სამომავლო გეგმების გადახედვის პერიოდს უკავშირდება.
მშვილდოსანი მუდამ ისწრაფვის ახალი აღმოჩენებისკენ, მოგზაურობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გაფართოებისკენ, თუმცა ამ პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს ცოტა შეჩერება და დაფიქრება — რამდენად სწორ მიმართულებას მიჰყვებით.
სატურნის გავლენამ შესაძლოა დაგაფიქროთ, რომელი გეზი გეხმარებათ განვითარებაში და რომელი უკვე მოძველდა.
ბევრმა მშვილდოსანი უარს იტყვის ისეთ საქმიანობაზე, რომელიც აღარ იძლევა მოტივაციას, ასევე შეიძლება შეცვალოს სწავლისადმი მიდგომა, გამოიცვალოს პროფესია ან სულაც გარკვეული დროით პაუზა აიღოს.
თუ დიდი ხანია ფიქრობთ ცოდნის გაღრმავებაზე, ახალი უნარების შეძენაზე, საგანმანათლებლო პროექტის დაწყებაზე ან საკუთარი იდეების რეალიზებაზე, ახლა სწორედ კარგი დროა ამის დასაწყებად.
მშვილდოსნებო, დაგეგმეთ მომავალი ნაბიჯები გააზრებულად. ზოგჯერ მცირე შეჩერება საუკეთესო გზაა უფრო დიდი წინსვლისთვის.
🌌 გახსოვდეთ, რომ რეტროგრადული სატურნი არ არის დასასრულის სიმბოლო — ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს არის გადაფასების, ზრდისა და საკუთარი ცხოვრებისეული გზის უკეთ გააზრების პერიოდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა ხვრელი?
🎥 „ბრწყინვალე ადამიანი ხარ...“ - თამო ვაშალომიძე წითელ კაბაში პოზირებს
წყარო: www.facebook.com