Digest Logo

რისგან უნდა შეიკავოთ დღეს თავი? - 21 ნოემბრის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1763710630
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 21 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს: 

„21 ნოემბერი: კომუნიკაციისა და მასშტაბირების დღე  

დღეს საერთო ენერგიას მართავს ციფრი 5 — დღე, რომელიც გაფართოებას, მოძრაობას და სწორ ადამიანებთან შეხვედრას უბიძგებს. გამოიყენე სიტყვა, იდეა და კონტაქტი როგორც შესაძლებლობის კარები.

რას უნდა აკეთებდე:

⭕ გააფართოვე შენი პროექტები და იდეები — იფიქრე მასშტაბურად

⭕ იურთიერთე, იკონტაქტე, იმოძრავე — ახალი ადამიანები დაგიტოვებენ კვალს და მოგიტანენ შანსებს

⭕ აწარმოე მოლაპარაკებები, გააკეთე მნიშვნელოვანი ზარები, შექმენი ახალი ნაცნობობა

⭕ გამოაჩინე შენი თავი — პოსტები, პრეზენტაციები, ვიდეოები, ჩანაწერები

⭕ გახსენი გული შესაძლებლობებისთვის და არ დაუშვა წყენა

რისგან უნდა შეიკავო თავი

❌ კამათისა და საკუთარი სიმართლის მტკიცებისგან — დღეს ყველაფერი მაინც გამჟღავნდება

❌ სხვისი ქმედებების შეფასებისა და კრიტიკისგან

❌ ქაოსისა და დაუდევრობისგან — ეს მინუსური ენერგიის ნიშნებია 

❌ კონტრაქტების, ხელშეკრულებებისა და მსხვილი შენაძენების გაფორმებისგან 

❌ ლოგიკის დარღვევისგან — ნუ გექნება შეგრძნება, რომ „ყველაფერი არასწორად მიდის“

დღის დამატებითი ფაქტორი: დღეს პარასკევია გამორჩეულად წარმატებული მათთვის, ვინც დაბადებულია: 

6, 15, 24 თქვენი ფერები: ვარდისფერი, ცისფერი 

7, 16, 25 — თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოერიდე ფინანსურ რისკს“ - 21 ნოემბრის კოსმოსური მოვლენები და ასტროლოგიური პროგნოზი

⭕მზე მშვილდოსანში გადადის - რას მოიტანს ეს ერთი თვე? ძირითადი ტენდენციები და 5 პრაქტიკული რჩევა მშვილდოსნის სეზონისთვის, რამაზ გიგაურისგან

⭕ „ახალი გეგმები გაასაიდუმლოვეთ“ - 21 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის