30 აგვისტო | ზაფხულის ბოლო კვირა დღეჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ზაფხულის ბოლო კვირა დღეს!
ჩვენ საბოლოოდ გავიარეთ დაბნელებების დერეფანი და ახლა დროა, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების შედეგები მივიღოთ.
დღის ენერგიებია: 3 • 3 • 6
დღეს სამიანების ენერგია განსაკუთრებით ძლიერად გააქტიურდება.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაზე ჭკვიანი ხართ.
რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ იცით.
რომ გარშემომყოფები აზროვნების დონით თქვენამდე ვერ მოდიან.
მთავარია, ამის დამტკიცება არ დაიწყოთ.
დღეს ძალიან მარტივია კამათში ჩართვა, ხმის აწევა და სხვისი აზრის გაუფასურება.
ნუ იკამათებთ ხმამაღლა.
ნუ დაამტკიცებთ, ვინ უფრო ჭკვიანია.
ნუ გააუფასურებთ სხვა ადამიანების ცოდნასა და მოსაზრებებს.
პირიქით — გამოიჩინეთ კეთილგანწყობა, მეტი იურთიერთეთ, მხარი დაუჭირეთ საყვარელ ადამიანებს და დატკბით ცხოვრებით.
და აუცილებლად გამოეწყვეთ! სპორტული შარვლები და ტანსაცმელი „მთავარია, კომფორტული იყოს“ დღეს სახლში დატოვეთ.
ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ თავს უთხარით:
„ღმერთო, როგორი ლამაზი ვარ!“
შემდეგ კი აუცილებლად შეცვალეთ ჩვეული მარშრუტი:
წადით ისეთი გზით, რომლითაც აქამდე არ გივლიათ.
გაისეირნეთ ველოსიპედით.
ეწვიეთ ახალ პარკს.
შეიარეთ ახალ კაფეში.
უბრალოდ წადით იქ, სადაც ჯერ არასოდეს ყოფილხართ.
დღეს ახალი გზები მოძრაობისა და ახალი შესაძლებლობების ენერგიას გაააქტიურებს.
არ დაივიწყოთ ოჯახიც.
დაურეკეთ ნათესავებს, ახლობლებს, შეხვდით მეგობრებს დღეს ადამიანებთან ურთიერთობების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ასევე გახსოვდეთ რეალიზაციაში არსებული ექვსიანის ენერგია.
დღეს ყველაფრისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ!
გემრიელი ყავა დალიეთ?
ღმერთო, რა საოცარი ყავაა! მან წარმატებისა და სიუხვის ენერგიით დამმუხტა!
სასეირნოდ გახვედით?
რა კარგად ვგრძნობ თავს!
ლამაზი მზის ჩასვლა დაინახეთ?
აი, ეს არის ცხოვრება!
რაც უფრო ხშირად შეამჩნევთ კარგს და გულწრფელად დატკბებით ცხოვრებით, მით უფრო მეტ ბედნიერებას შექმნით საკუთარ გარშემო.
ამიტომ ზაფხულის ბოლო კვირა დღე გაატარეთ ლამაზად, გემრიელად, გამოწყობილებმა და დიდი სიამოვნებით!
იყავით ბედნიერები, საყვარლები და ბარაქიანები!
დაე, ყველა თქვენი სურვილი მარტივად, ლამაზად და საუკეთესო გზით ასრულდეს!