Digest Logo

„რიტუალი „საფირონის დერეფნის“ პერიოდისთვის“ - რჩევები თამუნა იოსელიანისგან

1780384916
თამუნა იოსელიანი

„რიტუალი „საფირონის დერეფნის“ პერიოდისთვის. არ გამოტოვოთ 2026 წლის 6 ივნისის პორტალური თარიღი!“ - აღნიშნულის შესახებ ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გვთავაზობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„შეგახსენებთ, რომ 5 ივნისამდე მიმდინარეობს ე.წ. „საფირონის დერეფანი“ (ნუმეროლოგიასა და ეზოტერიკაში ეს არის ენერგეტიკულად ძლიერი, კოსმოსური ტრანსფორმაციების პერიოდი, როდესაც კარიბჭე იხსნება და ჩვენი ფიქრები, განზრახვები თუ ჩანაფიქრები განსაკუთრებული სიზუსტით მატერიალიზდება).

სწორედ ახლაა საუკეთესო დრო იმისთვის, რომ თქვენი სურვილები მარტივად და კარგად რეალიზდეს.იმისათვის, რომ სამყარომ თქვენი თხოვნა შეისმინოს, 5 ივნისამდე შეასრულეთ შემდეგი მარტივი მოქმედება:

🌌 როგორ შევასრულოთ რიტუალი:

1️⃣გადით გარეთ, ქუჩაში.ასწიეთ თავი მაღლა, შეხედეთ ცას და წარმოთქვით ეს სიტყვები:

2️⃣„დრო აღარ არის, არსებობს წამი,გახსნილ ზეცაში ჩემი ხმა გაკრთა...“

3️⃣ამის შემდეგ, თქვენივე სიტყვებით მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ და წარმოთქვით თქვენი უმთავრესი სურვილი.

4️⃣ბოლოს კი რიტუალი დაასრულეთ ამ ფრაზით:„დაე, მომეცეს მე ის სიკეთე, რაც დაფარულია!“ დატოვეთ კომენტარი იგივე სიტყვებით: "დაე,მომეცეს მე ის სიკეთე,რაც დაფარულია!“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მარტოხელებისთვის იზრდება შანსი, გაიცნონ საინტერესო ადამიანი“ - დღის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

⭕ 2 ივნისს გურამ კაშიას ეროვნული გუნდიდან გააცილებენ