Digest Logo

რიტუალი „სიღარიბის ფერფლი“... დახურეთ ძველი ფინანსური ხვრელები - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

1778418312
 რიტუალი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

„რიტუალი „სიღარიბის ფერფლი“ სამუდამოდ დახურეთ ძველი ფინანსური ხვრელები  

2026 წლის 05.05 სარკისებური თარიღია, რომელიც ნუმეროლოგიაში „ტრანსფორმაციისა და ახალი შესაძლებლობების პორტალად“ მიიჩნევა. ამ დღეს ენერგია პიკს აღწევს კონკრეტულ საათებში, როდესაც რიცხვების კომბინაცია მეორდება.

05.05 შესანიშნავი დღეა ძლიერი გამწმენდი რიტუალისთვის, რომელიც გვეხმარება სიმბოლურად გავუშვათ ყველაფერი, რაც ბლოკავს თქვენს ფულად ნაკადს. ხშირად სიღარიბე მხოლოდ საფულეში კი არა, შიშებში, ეჭვებში, ვალებში, შინაგან დაუჯერებლობასა და უარესის მოლოდინშია. ეს რიტუალი დაგეხმარებათ წერტილი დაუსვათ ძველ სცენარს და ადგილი გაათავისუფლოთ დოვლათის ახალი ენერგიისთვის.

რა დაგჭირდებათ:
— ფურცელი;
— შავი კალამი;
— სანთელი (ნებისმიერი);
— ჯამი ან ცეცხლგამძლე ჭურჭელი.  როგორ შევასრულოთ რიტუალი:
 ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი გაშვებაც გსურთ:
— სიღარიბის შიში;
— ვალები;
— ფინანსური ბლოკები;
— დაურწმუნებლობა;
— უკმარისობის შეგრძნება;
— ძველი ფულადი პრობლემები.

აანთეთ სანთელი და მოახდინეთ კონცენტრაცია თქვენს განზრახვაზე , გაწმინდოთ სივრცე ყველაფრისგან, რაც ხელს გიშლით ხვავში ცხოვრებაში.

ფრთხილად დაწვით ფურცელი ჭურჭლის თავზე და წარმოთქვით:
„დაე დაიწვას ყველაფერი, რაც ხელს მიშლის ვიყო მდიდარი. ძველი მიდის, ახალი მოდის. ადგილს ვათავისუფლებ დოვლათის, ფულისა და კეთილდღეობისთვის“.

როდესაც ფურცელი დაიწვება, შეხედეთ ფერფლს და გულში თქვით:„სიღარიბე ფერფლად რჩება. მე ვირჩევ დოვლათს“.

რჩევა: დაე, სიღარიბე ფერფლში დარჩეს. თქვენ იქ აღარაფერი გესაქმებათ. თქვენი გზა დოვლათის, ძალისა და ახალი შესაძლებლობებისკენაა.

აი, საუკეთესო დროის მონაკვეთები თქვენი რიტუალისთვის:

05:05 (დილით) - ეს არის ყველაზე ძლიერი „სარკისებური საათი“. ითვლება, რომ ამ დროს სამყაროსთან კავშირი მაქსიმალურია და ინტუიცია გამახვილებულია.

17:05 (საღამოს 5-ის 5 წუთი) - თუ დილით ვერ მოასწარით, ეს დრო მეორე შანსია, რადგან რიცხვი 5 კვლავ დომინირებს დღის მეორე ნახევარში.

11:11 (დილით და ღამით) - ნებისმიერ მაგიურ დღეს ეს საათი „ანგელოზების საათად“ ითვლება, რომელიც ნებისმიერ განზრახვას აძლიერებს.

23:11 - იდეალური დროა რიტუალის დასასრულებლად და დაძინებამდე სურვილის ქვეცნობიერში „ჩასაბეჭდად“.