Digest Logo

„როდესაც საფლავიდან სახლში დაბრუნდებით, აუცილებელია არა მხოლოდ ხელების დაბანა, არამედ თქვენი ქვების „დაბანაც“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

1775909854
ქვები და აღდგომა

აღდგომა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები, მათ შორის სასაფლაოზე გასვლა, ჩვენგან დიდ ემოციურ და ენერგეტიკულ რესურსს მოითხოვს.

რჩევები, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი ველი ამ დღეს ქვების დახმარებით.

🛡️ რა ქვები ვატაროთ კვირას? სასაფლაოზე გასვლისას მნიშვნელოვანია დამცავი და დამამიწებელი ქვების გამოყენება, რომლებიც ხელს უშლიან „ენერგეტიკული ნაგვის“ მიწებებას და გვიცავენ მძიმე ვიბრაციებისგან:

შავი ტურმალინი (შერლი) საუკეთესო ფარია ნებისმიერი ნეგატიური ზემოქმედებისგან.

ობსიდიანი „ფსიქოლოგიური ამულეტი“, რომელიც შთანთქავს შიშებს და გარედან წამოსულ მძიმე ენერგიას. შავი აქატი გვმატებს შინაგან სიმტკიცეს და გვეხმარება ემოციურ წონასწორობაში.

კვამლიანი კვარცი (რაუხტოპაზი) გვეხმარება ზედმეტი ემოციების „დამიწებაში“ და ენერგეტიკულ გაწმენდაში.

🚿 რა ვუყოთ ქვებს სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ?

როდესაც სახლში დაბრუნდებით, აუცილებელია არა მხოლოდ ხელების დაბანა, არამედ თქვენი ქვების „დაბანაც“. მათ მთელი დღის განმავლობაში თქვენს ნაცვლად მიიღეს დარტყმა.

გაწმენდის ეტაპები:

წყლით გაწმენდა: მოათავსეთ ქვები გამდინარე წყლის ქვეშ რამდენიმე წუთით. წარმოიდგინეთ, როგორ ჩაირეცხება მათგან მთელი ნაცრისფერი ენერგია.

მარილით გაწმენდა: თუ გრძნობთ, რომ დღე განსაკუთრებით მძიმე იყო, მოათავსეთ ქვა მშრალ ზღვის მარილზე (ისე, რომ ქვა მარილს არ ეხებოდეს, შეგიძლიათ თხელი ხელსახოცი ჩააფინოთ) 3-4 საათით.

მარილი ნეგატივის საუკეთესო აბსორბენტია.

სურნელოვანი კვამლი: გადაატარეთ ქვებს სალბის (Sage) ან პალო სანტოს კვამლი. 

არ დაგავიწყდეთ პატარა ტომსიკაში გამოკრული დიდი ხუთშაბათის „შავი მარილი“ ჩანთაში/ჯიბეში 💡

გახსოვდეთ: გაწმენდის შემდეგ ქვები დაასვენეთ მზის ან მთვარის შუქზე, რათა მათ პირვანდელი რესურსი აღიდგინონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„აიღეთ შავი ან ლურჯი ქვა, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ...“ - სატურნის რიტუალი, რომელიც 11 აპრილს უნდა ჩაატაროთ

„არაა აუცილებელი საფლავებზე ფოტოების გადაღება, ხალხო, მერწმუნეთ, ნუ იკიდებთ მძიმე ენერგიებს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

„ღმერთო, გმადლობ, რომ მაჩუქე ეს ბრჭყვიალა, ლამაზი, კეთილი გოგო!“ - ხათუნა ჟორდანია შვილს იუბილეს ულოცავს

წყარო: www.facebook.com