Digest Logo

„არაა აუცილებელი საფლავებზე ფოტოების გადაღება, ხალხო, მერწმუნეთ, ნუ იკიდებთ მძიმე ენერგიებს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1775905336
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საფლავზე გასვლამდე რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გასცემს:

„სასაფლაო არ არის გასართობი სივრცე!

გვიახლოვდება ბრწყინვალე აღდგომის დღე და რაღა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი გავა მიცვალებულთა საფლავებზე.

უამრავმა მომწერა ამ თემაზე და დავწერ საჯაროდ:

მე არ ვიცი ამ საკითხზე ვინ რას იტყვის, მაგრამ მოგახსენებთ ჩემსას:

მიცვალებულთა პატივის მიგებისას აუცილებელია დავიცვათ სიმშვიდე და გვახსოვდეს, რომ საუკუნო ხსოვნით გამოვხატავთ მათდამი დაფასებას და მადლიერებას!

არ არის აუცილებელი ბევრი სმა და ჭამა! სიმღერა და ქეიფი. გახსოვდეთ სად ხართ.

ეცადეთ, არ დაანაგვიანოთ იქაურობა და მთავარი:

არაა აუცილებელი საფლავებზე ფოტოების გადაღება, ხალხო. მერწმუნეთ, ნუ იკიდებთ მძიმე ენერგიებს.

სასაფლაო არის ადგილი, რასაც გაცნობიერებული მიდგომა და გულითადი პატივისცემა სჭირდება მიცვალებულთა სულებისადმი.

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღმერთო, გმადლობ, რომ მაჩუქე ეს ბრჭყვიალა, ლამაზი, კეთილი გოგო!“ - ხათუნა ჟორდანია შვილს იუბილეს ულოცავს

„მონელების პროცესების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა“ - რა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი კვერცხის მიღებამ

გიორგი კეკელიძე 42 წლის გახდა - რას წერს მწერალი