როდის ითრევს ურთიერთობა მაგნიტივით და როდის გარდაიქმნება ის ძალაუფლებისთვის ბრძოლად?
პლუტონი – ეს არის ძლიერი მიზიდულობა, ვნება, ეჭვიანობა, კონტროლი და დამოკიდებულება. იქ, სადაც პლუტონი ირთვება, ურთიერთობები იშვიათად არის მსუბუქი და ზედაპირული. ადამიანს შეიძლება ძალიან ძლიერად, თითქმის მაგნიტივით იზიდავდეს ვინმე, მაგრამ ამავდროულად იღვიძებდეს შიშები, ტკივილი, უნდობლობა და კონტროლის სურვილი.
ნატალურ რუკაში პლუტონმა შეიძლება ორი ვარიანტი მოგვცეს:
პირველი ვარიანტი — ღრმა კავშირი, ძლიერი ვნება და კრიზისების ერთად გადალახვის უნარი
ეს უფრო ხშირად ხდება მაშინ, როდესაც პლუტონი ძლიერია და ნათალურ რუკაში ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის. ასეთი ურთიერთობები შეიძლება იყოს ძალიან მძლავრი: ძლიერი მიზიდულობა, სექსუალური კავშირი, ემოციური სიღრმე და განცდა, რომ ადამიანი თქვენს ცხოვრებას ძირეულად ცვლის.
მეორე ვარიანტი — დამოკიდებულება, ეჭვიანობა, კონტროლი და მტკივნეული მიჯაჭვულობა
ეს უფრო ხშირად ვლინდება სუსტი პლუტონის დროს, რომელიც დაძაბულ ასპექტებს ქმნის ნათალურ რუკაში. აქ ურთიერთობები შეიძლება იყოს მძიმე: „ვერ მივდივარ, მაგრამ ვერც მშვიდად ვარ“. მოსალოდნელია ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ზეწოლა, ეჭვიანობა, „ემოციური საქანელები“ და განცდა, რომ პარტნიორს ადამიანზე მეტისმეტი ძალაუფლება აქვს.
როდის ახდენს პლუტონი განსაკუთრებულ გავლენას ურთიერთობებზე?
თუ პლუტონი მე-7 სახლში დგას:
ამ შემთხვევაში ძლიერი, რთული და ტრანსფორმაციული ურთიერთობების თემა ხშირად სწორედ პარტნიორების მეშვეობით შემოდის. ადამიანმა შეიძლება მიიზიდოს ძლიერი, მბრძანებლური, რთული და ღრმა პარტნიორები. ურთიერთობებს შეუძლია ძირეულად შეცვალოს მისი ცხოვრება, თუმცა დაძაბული ასპექტებისას შესაძლოა მოიტანოს ბრძოლა, ზეწოლა, ეჭვიანობა და კრიზისები.
თუ პლუტონი ასპექტს ქმნის ვენერასთან:
ჰარმონიულმა ასპექტებმა შეიძლება მოიტანოს ძლიერი სიყვარული, ვნება, სექსუალურობა, გრძნობების სიღრმე და მძლავრი მიზიდულობა. დაძაბულმა ასპექტებმა კი — მტკივნეული მიჯაჭვულობა, ეჭვიანობა, დამოკიდებულება, სასიყვარულო სამკუთხედები, დაკარგვის შიში, პარტნიორის ფლობის სურვილი ან ურთიერთობები, რომლებიდანაც თავის დაღწევა რთულია.
თუ პლუტონი ასპექტს ქმნის მე-7 სახლის მმართველთან:
ამ დროს ძალაუფლების, კონტროლის, კრიზისებისა და ძლიერი ტრანსფორმაციის თემა უკვე სერიოზულ ურთიერთობებსა და ქორწინებაში ვლინდება. პარტნიორი შეიძლება იყოს ძლიერი, გავლენიანი, რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე პიროვნება. ურთიერთობებმა შეიძლება გაიაროს კრიზისები, დაშორებები, დაბრუნებები, კონტროლისთვის ბრძოლა ან ღრმა შინაგანი ცვლილებები.
თუ მე-7 სახლი დაკავშირებულია მორიელთან:
მაგალითად, დესცენდენტია მორიელში ან მე-7 სახლის მმართველია მორიელში. ასეთ დროს ადამიანს ხშირად სჭირდება ძლიერი, ღრმა, ვნებიანი და საიმედო პარტნიორი, რომელთანაც ექნება არა უბრალოდ მსუბუქი ფლირტი, არამედ ნამდვილი ემოციური და სექსუალური ჩართულობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სიყვარული არ გადაიქცეს კონტროლად, ეჭვებად და ერთგულების დაუსრულებელ შემოწმებად.
თუ ტრანზიტული პლუტონი გადის მე-7 სახლს ან ქმნის დაძაბულ ასპექტებს ვენერასთან, მე-7 სახლის მმართველთან ან დესცენდენტთან:
აქ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ამ პერიოდში შეიძლება დაიწყოს ძალიან ძლიერი ურთიერთობები, რომლებიც სრულიად ცვლიან ცხოვრებას. შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მაგნიტივით გიზიდავთ. თუმცა, ასევე შეიძლება გამწვავდეს ეჭვიანობა, დამოკიდებულება, კრიზისები, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მტკივნეული დაშორებები ან სიტუაციები, სადაც ძველებურად ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: პლუტონი ყოველთვის არ ანგრევს ურთიერთობებს — ზოგჯერ ის უბრალოდ გვაჩვენებს, სად გადაიქცა სიყვარული კონტროლად, დამოკიდებულებად ან ძალაუფლებისთვის ბრძოლად.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი მხრიდან სიყვარული, მუდამ დაღვრილია...“ - გია ჯაჯანიძის რეპი და უჩვეულო გამოჩენა ეკრანზე
⭕კარლ გუსტავ იუნგი: კოლექტიური არაცნობიერის ასტროლოგიური ანატომია