Digest Logo

როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით

1782475610
სურვილებისურვილები

შეუცნობელ სამყაროში შეღწევის ყველაზე უტყუარი და ძლიერმოქმედი საშუალება, უხსოვარი დროიდან დღემდე, სპეციფიკური რიტუალებია. სწორედ ამ მარტივი, თუმცა მაგიური ზემოქმედების წესების დაცვით შეძლებთ იღბლის, ბედისწერის, წარმატების მოპოვებასა და სურვილების ასრულებას. კვირის თითოეულ დღეს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ენერგია აქვს, ამიტომ თქვენც შესაბამისად უნდა მოიქცეთ და თუ როგორ, ამას შეიტყობთ ეზოტერიკოსისგან. 

- ყველას უნდა, უბედურების გარეშე, კეთილდღეობასა და სიხარულში იცხოვროს და ეს არ არის მიუღწეველი. ჩაატარეთ კვირის ყოველი დღის ენერგიისთვის შესაბამისი რიტუალები და თქვენ შეძლებთ ამას. მარტივად შესასრულებელი, მაგრამ ძლიერმოქმედი რიტუალები ყველაფერში დაგეხმარებათ და თქვენც იღბლის „მორევში ჩაიძირებით“.

- ორშაბათი მძიმე დღეაო, ამბობენ...

- კვირის პირველი დღე ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას გვთავაზობს. ამიტომ, დილა დაიწყეთ გასული კვირის ყველა შფოთვის ჩამობანითა და ახალი იღბლისთვის ბრძოლით. უპირველესად, სამჯერ დაიბანეთ სახე გამდინარე წყლით ისე, რომ წვეთები წურწურით გდიოდეთ სახეზე, რათა ყველაფერი ზედმეტი და უსარგებლო თან წაიღოს. ჩურჩულით კი წარმოთქვით შემდეგი: „წყალო, წყაროვ ანკარა, ჩამომბანე მწუხრი და მომიტანე ნათელი. მომეც ამ ნაკადივით ანკარა ცხოვრება, სადაც მწუხარების ნაცვლად მხოლოდ ბედნიერება დაისადგურებს“. ნუ შეიმშრალებთ სახეს მაშინვე - მიეცით წყალს საშუალება, შეისრუტოს თქვენი განწყობა... და მესამე - გამოსვლამდე, კიდევ ერთხელ ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით: „თან მიმაქვს იღბალი, სიმდიდრე, სიხარული და წარმატება! სადაც ფეხს დავადგამ, გამარჯვებაც იქ მელოდება.“ ორშაბათს სამშაბათი მოჰყვება, რომელიც ფინანსებს განაგებს და მართლაც მდინარესავით რომ მოედინებოდეს დოვლათი თქვენკენ, ჩაატარეთ ფულის რიტუალი მონეტებით. სანამ სახლიდან გახვალთ, ზღურბლთან დაალაგეთ 7 მონეტა. თითოეულ მათგანს მიყოლებით დააბიჯეთ ფეხი და თან, ჩაიჩურჩულეთ: „ერთი მონეტა - ბილიკია ფულისკენ, მეორე - მოგება საფულეში, მესამე - კეთილდღეობა ოჯახში და ყოველი მომდევნო: მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე მონეტა ზრდის სიმდიდრეს, სიღარიბე კი ქრება! ჩემი სახლი სავსე თასია და ყოველთვის ასე იქნება!“ დატოვეთ მონეტები იატაკზე და შინ დაბრუნებისას ისევ შეაგროვეთ, თან ჩურჩულით დაამატეთ: „სიმდიდრე გამრავლებული დამიბრუნდა უკან და კვლავაც იმატებს!“ მონეტები საფულეში შეინახეთ - თილისმაა გამდიდრებისთვის.

- რას უნდა ველოდოთ სამუშაო კვირის დანარჩენ დღეებში?

- ოთხშაბათი დაგიცავთ ბოროტებისგან. ამ დღეს ბნელი ძალები განსაკუთრებით აქტიურდებიან. შესაბამისად, თავის დასაცავად: დილით, წყალს უთხარით: „ოთხშაბათო, დამიფარე! მფარველო ანგელოზო, გამიმაგრე ზურგი და ამარიდე პრობლემებს, განდევნე ბოროტება. დანა, სიტყვა და შური უკუნი ვერაფერს დამაკლებს - ფრთებით მიცავ და იყოს ასე!“ შემდეგ სახე ამ წყლით დაიბანეთ და წარმოიდგინეთ, რომ ყველა ნეგატივი ჩამოგრეცხათ. სახლიდან გასვლამდე კი ჩურჩულით წარმოთქვით: „დავალ სინათლის ქვეშ და ვარ დაცული - ვერც ცხოველი და ვერც ადამიანი ვერაფერს დამიშავებს. იღბალი ჩემთანაა... და ასეც იქნება ყოველთვის!“ ხუთშაბათი – ამ დღეს ჩაატარეთ ბიზნესში წარმატების რიტუალი: ფურცელზე ჩამოწერეთ მთავარი მიზნები ან სურვილები. შემდეგ დაკეცეთ ის კვადრატულად და ყოველი გადაკეცვისას ჩაიჩურჩულეთ: „როგორც ეს ქაღალდი იკეცება, ჩემი საქმეებიც ასევე წარიმართება. ჩემს ოცნებებსა და ბედს მხოლოდ მე განვკარგავ!.. და ეს ასეა!“ ის უკვე თილისმაა და თან ატარეთ ან ბალიშის ქვეშ დაიდეთ. რაც შეეხება პარასკევს – სიყვარულისა და ჰარმონიის დღეა. თავდაპირველად, დადექით ფანჯარასთან ფეხშიშველი და თმა სველი სავარცხლით დაივარცხნეთ. მერე ცას ახედეთ და უჩურჩულეთ: „მზეო ნათელო, მომმადლე სინათლე! დაე, გაიხსნას და სიყვარულისთვის გაიფურჩქნოს ჩემი გული - გამოჩნდეს ის, ვინც მჭირდება, გულწრფელი სულით, სიკეთითა და სითბოთი აღვსილი (თუ მოღრუბლულია, წარმოიდგინეთ მზის სხივი, რომელიც ღრუბლებს არღვევს).

- მივადექით დასვენების დღეებს და რაღაც განსაკუთრებულს ველი...

- შაბათი – სახლის დასუფთავებას უნდა მიუძღვნათ, რათა განდევნოთ ნეგატივი და მოიზიდოთ კეთილდღეობა. ამისთვის უპირველესად, წუთით ყველა ფანჯარა და კარი გააღეთ და ყველაფერი ცუდი გარეთ გაუშვით. შემდეგ იატაკი დაგავეთ მარილიან წყალში ჩამბალი ცოცხით (კუთხიდან ზღურბლამდე) და თან წარმოთქვით: „მარილით თავს ვიცავ, წყლით კი ვსუფთავდები. განვედ უიღბლობავ და მოდი წარმატებავ! სახლი ჩემი ციხესიმაგრეა, აქ მხოლოდ სინათლე და სიხარულია!“ ბოლოს გარეცხეთ ცოცხი გამდინარე წყლით. კვირა - იღბლიანი დღეა წარმატებების გასამყარებლად. ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი ოცნებები და საუკეთესო თვისებები, რომელთა განვითარებაც გსურთ. შემდეგ მონეტა სანთლის ალზე გააცხელეთ და ნაწერზე დააჭირეთ - თითქოს თქვენს სურვილებს „ბეჭედი დაუსვით“. გადაახვიეთ ქაღალდი და ენერგიის შესანარჩუნებლად, ზემოდან ცვილი დააწვეთეთ. თქვენი თილისმა მზადაა! თან ატარეთ ან შეინახეთ საიდუმლო ადგილას... დაბოლოს, დამატებითი თილისმა - სიუხვის ქილა. აიღეთ გამჭვირვალე ქილა და შიგ თითო მუჭა მარცვლეული (ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი...) ჩაყარეთ. ყოველი მუჭის დამატებისას თქვით: „როგორც ეს მარცვალი ემატება მარცვალს, ასევე იზრდება ჩემი სიმდიდრეც... ჩემი სახლი სავსე ჭიქაა, სადაც ყოველთვის თბილა, არავის შია და სიხარული სუფევს!“ ქილა სამზარეულოში შეინახეთ - ის ფულისა და კეთილდღეობის მაგნიტია. ექვსი თვის შემდეგ კი, მარცვლეული ჩიტებს დაუყარეთ და თან, უთხარით: „აკენკეთ, შეგერგოთ, მე კი ბედნიერება მომიტანეთ!“ გახსოვდეთ, ეს მხოლოდ რიტუალები არ არის, ბედნიერებისკენ მიმავალი ცხოვრების გზაა. შეასრულეთ ისინი რწმენითა და სიხარულით და წარმატება თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება! დაე, ყოველ დღეს ახლდეს სინათლე, სიუხვე და სურვილების ასრულება!

 ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივლისის დასაწყისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება

რა არის ბუნება და პიროვნულობა? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

„ნუ აჰყვებით პანიკას, ურთიერთობა გადის სიმწიფის ეტაპს...“ - 26 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

წყარო: tbiliselebi.ge