Digest Logo

როგორ დავადგინოთ მაგიურია ჩვენი პრობლემა თუ ფსიქოლოგიური და როგორ მოვიქცეთ შემდგომ? - ეზოტერიკოსის განმარტება

1768842090
ეზოტერიკოსი

როგორ დავადგინოთ მაგიურია ჩვენი პრობლემა თუ ფსიქოლოგიური და როგორ მოვიქცეთ შემდგომ?  - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი წერს, რომელსაც  Svart გრიმუარის სახელით იცნობენ:

„როგორ დავადგინოთ მაგიურია ჩვენი პრობლემა თუ ფსიქოლოგიური? და როგორ მოვიქცეთ შემდგომ?

რა თქმა უნდა, საუკეთესო შემთხვევაში ჩაეწერებით დიაგნოსტიკაზე, რაც მოგვცემს ზუსტ და დეტალურ პასუხებს, თუმცა ეს ყველამ ისედაც კარგად იცით...

ამიტომ ამ სტატიაში ვისაუბრებ მარტივი მეთოდის შესახებ, რომელიც მოგცემთ სიტუაციის დამოუკიდებლად დიაგნოსტირების უმარტივეს გზას.

იმისათვის, რომ დაადგინოთ პრობლემის ხასიათი საჭიროა შემდეგი ნაბიჯების შესრულება:
დაფიქრდით რა არის ის, რასაც უჩივით - და არა! არაფერი მომწონს ან ყველაფერი მაწუხებს არ არის პასუხი. აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ცხოვრების რა ნაწილშია ჩაბუდებული ეს "აუხსნელი" პრობლემა, საჭიროა ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. მოგეხსენებათ მრავალ მითსა და ზღაპარში ბოროტი ძალის დამარცხებისათვის აუცილებელი იყო მისი ნამდვილი სახელის გაგება - აქაც სწორედ ასეა. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება რამე მოვაგვაროთ.
დაფიქრდით რამდენი ხანია რაც ეს გაწუხებთ, ხომ არ ახლდა ამ პრობლემას რაიმე წინაპირობა, მოვლენა ან ფაქტი, რომელსაც შეიძლებოდა, რომ აღეძრა ის?
ამის შემდეგ გაეცით პასუხი კითხვებს ამ თანმიმდევრობით (შეგიძლიათ პასუხები ჩამოწეროთ):
ცვლის თუ არა გაცნობიერება რამეს მაინც? - პრობლემის გაანალიზების შემდგომ რაიმე შეიცვალა თუნდაც მცირედით მაინც? სულ ცოტათიც არა?
პრობლემა მოქმედებს შაბლონურად? თუ კი - უფრო ემოციური ხასიათისაა თუ ფაქტობრივი? ემოციებზე რეაგირებს თუ მოქმედებებზე?
დასვენება ან გარემოს შეცვლა მშველის?
იწვევს თუ არა ჩარევა რაიმე რეაქციას ჩემში ან გარემოში?
ფსიქოლოგიური პრობლემები რეაგირებენ დიალოგზე, საუბარზე, ინფორმაციაზე.
მაგიური პრობლემები რეაგირებენ მათი მოშორების მცდელობაზე, საპირისპიროდ მოქმედების მცდელობებსა და შაბლონური მოქმედების დარღვევაზე.

ამ ყველაფრის პარალელურად მზრდის თუ არა ეს ყველაფერი რამით მაინც? ვიზრდები თუ არა გონებრივად, პიროვნულად, ემოციურად...

თუ კი - დიდი ალბათობით ფსიქოლოგიური პრობლემაა.
თუ არა - შესაძლოა პრობლემა მაგიურია.

პასუხები ამ კითხვებზე, წესით და რიგით, მეტ-ნაკლებად მაინც გაგარკვევთ თქვენი ჩივილის მიზეზებში.
რას აკეთებთ შემდგომ?

იწყებთ ინფორმაციის მოძიებას და საკითხის კვლევას. როგორ? - როგორც გინდათ! ინტერნეტის ეპოქაში ყველაფრის მოძიება შეიძლება. გამოიყენეთ საძიებო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, იუთუბი, ბოლოს და ბოლოს ესტუმრეთ ბიბლიოთეკას ან იყიდეთ შესაბამისი ლიტერატურა.

თუ პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა სცადეთ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდგომ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, თუ შეატყობთ, რომ არაფერი გამოდის - მიმართეთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და შესაძლოა ნევროლოგსაც.

თუ პრობლემა მაგიურია - მიმართეთ მაგს, ეზოტერიკოსს“, - წერს Svart გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბეწვის ხიდი“ მსოფლიო ლიდერებისთვის: რას გვიმზადებს 2026 წლის დასაწყისი?“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

„ნათლისღებას გილოცავთ...“ - ქეთევან ხატიაშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს

„ადამიანის სიცოცხლე ცნობიერების განვითარებაა“ - რას ნიშნავს სულის ევოლუცია და როგორია მისი გაფართოების ციკლი