Digest Logo

როგორ შეწყვიტოს ადამიანმა შიში და დაამშვიდოს საკუთარი ფსიქიკა?

1783101739
ადამიანი ადამიანი

როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა თანამედროვე სამყაროში? როგორ შეწყვიტოს შიში? როგორ დაამშვიდოს საკუთარი ფსიქიკა?როგორ ისწავლოს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა და მართვა? რა უნდა გააკეთოს ახლა როდესაც ახალი ეპოქალური სამყაროს, ახალი გაგებისა და ცხოვრების ახალი მდგომარეობის წინაშე დგას?

დღეს ბევრი ადამიანი სწორედ ამ კითხვებს სვამს და ამ კითხვებზე პასუხებიც არსებობს. უფრო მეტიც - არსებობს გადაწყვეტილებები. არსებობს შესაძლებლობები.

სად არის ისინი? ისინი თითოეული თქვენგანის შინაგან სამყაროშია.თქვენ შეიძლება იკითხოთ.თუ ასეა,რატომ არ ვიცით ეს და რატომ არ გვასწავლეს? ეს უკვე სხვა საკითხია და ამ კითხვაზეც ალბათ თქვენ თავადაც იცით პასუხი.
მინდა გითხრათ და აგიხსნათ ის რაც უკვე არსებობს თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროში.

თითოეულ თქვენგანში უსაზღვრო შესაძლებლობებია ჩადებული. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ეს შესაძლებლობები. მათი აღმოჩენა და მათი მართვის სწავლა არც ისე მარტივია, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა - ეს შესაძლებელია.

რამდენად მარტივი ან რთული იქნება ეს გზა, დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის აზროვნებაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მის შინაგან საინფორმაციო ველზე, მის წინა ცხოვრებების გამოცდილებაზე, მის გენეტიკაზეც კი და ასევე მის ცხოვრების წესზე. სწორედ ამ ყველაფერზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებთ იმ ტალანტებისა და შესაძლებლობების აღმოჩენას, რომლებიც შემოქმედმა თითოეულ თქვენგანს უბოძა და თქვენს შინაგან სამყაროში დამალა.

ადამიანს თითქმის უსაზღვრო პოტენციალი აქვს. თითოეულ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობები აქვს, თუმცა თითოეულის პოტენციალი განსხვავებულია - განსხვავებულია როგორც მისი შესაძლებლობების მასშტაბი, ისე მათი გახსნისა და განვითარების სისწრაფე.

თქვენი განზრახვები, სურვილები და გაცნობიერება განსაზღვრავს თქვენს გზას და იმასაც, რამდენად სწრაფად შეძლებთ საკუთარი ფსიქიკის, აზრების, ემოციების, ცხოვრების, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და მთლიანად თქვენი რეალობის მართვის სწავლას. თქვენ სამყაროს სხვა თვალით შეხედავთ. სხვაგვარად დაიწყებთ ცხოვრებას.

მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ადამიანებს ნამდვილი ღირებულებები შეუცვალეს. დამახინჯებული და ილუზორული ღირებულებები ბევრისთვის ცხოვრების ნორმად იქცა. სულიერი ცხოვრების ნაცვლად, მატერიალური ცხოვრება ნორმად იქცა, რაც სინამდვილეში ადამიანს ანადგურებს.

იმისთვის რომ ადამიანმა საკუთარი სულის გეგმა შეიცნოს, მან უნდა გახსნას თავისი ქვეცნობიერი. სწორედ იქ ინახება მთელი ინფორმაცია. საჭიროა გაიხსნას კარი საკუთარ უმაღლეს „მე“-სთან. სწორედ იქ არის თითოეული ადამიანის სულის დანიშნულება. როდესაც ადამიანი ამას აღწევს, ის ზეცნობიერ ადამიანად იქცევა. ის ცხოვრებაში მიდის და აცნობიერებს რომ მისი ყოველი ნაბიჯი საკუთარ დანიშნულებამდე მიჰყავს. ის ხვდება რომ ყველა ადამიანი, ვინც მის ცხოვრებაში ჩნდება მისი მასწავლებელია. ასევე აცნობიერებს რომ ყველა სირთულე რომელსაც აწყდება,ასევე მისი მასწავლებელია — ისინი ასწავლიან ცხოვრების სწორად აღქმას, სწორ დამოკიდებულებას ავითარებენ მოთმინებას, სიკეთეს, სიმამაცეს, გულმოწყალებას, მიმღებლობას, გაცნობიერებას, უპირობო სიყვარულს და ა.შ.

მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავში ეს უნარი გახსნას? მხოლოდ სირთულეებისა და გამოცდების გავლით.ძალიან ხშირად სირთულეები ადამიანისთვის წამალია.თუმცა ყველა არ არის მზად ამის გასაგებად. მხოლოდ ის ადამიანი ვინც იცის თავისი დანიშნულება და ამოცანები, ყოველთვის აცნობიერებს რომ მის ცხოვრებაში არც ერთი წამი არ არის შემთხვევითი, არც ერთი ადამიანი და არც ერთი შეხვედრა არ არის შემთხვევითი. ეს ყველაფერი გზაა, რომელიც ადამიანს საკუთარი ბუნების, დანიშნულებისა და თვით სრულყოფისკენ მიჰყავს.

ადამიანებმა რაც პირველი უნდა გავაცნობიეროთ და მივიღოთ როგორც აქსიომა, ეს არის რომ შემთხვევითობა არ არსებობს.

თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ამოცანა, რომელიც ყველა ეპოქასა და საუკუნეს გასდევს, თუმცა არსებობს ერთი საერთო ამოცანა მთელი კაცობრიობისთვის — ეს არის თვით სრულყოფა და საკუთარ თავში ღვთის უმაღლესი შემოქმედებითი ბუნების გამოვლენა. ასეთი თვისებები და შესაძლებლობები ყველა ადამიანს აქვს. როდესაც ადამიანი ამას აცნობიერებს, ის მთელ თავის ცხოვრებას, საქმეს, პირად ურთიერთობებსა და ფინანსურ სფეროს საკუთარი უმაღლესი მიზნის მიღწევისკენ მიმართავს. ის ისე ცხოვრობს რომ ყველაფერი რაც მის გარშემოა, ეხმარება ბედნიერებისა და საკუთარი დანიშნულებისკენ სვლაში. ყველაფერი რაც მას აკრავს უნდა ანიჭებდეს სიხარულს.

ყველაფერი რაც მის გარშემოა, უნდა ემსახურებოდეს სარგებელს მთელი სამყაროსა და კაცობრიობისთვის.

ეს არის თითოეული ადამიანის დანიშნულება — არ გამოიყენოს ადამიანები საკუთარი ინტერესებისთვის, არ მოატყუოს, არ იეშმაკოს, არამედ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მის გარშემო მცხოვრები ადამიანები ბედნიერად ცხოვრობდნენ. აი, ეს არის ის უმაღლესი მიზანი, რომლისკენაც თითოეულმა ადამიანმა უნდა ისწრაფოდეს.

კვანტური ტრანსფორმაცია არის სამყაროს, ადამიანის და მთელი იმ გარემოს შინაგანი და გარეგანი ცვლილება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თითოეული ადამიანი შედგება გარკვეული ტალღური სტრუქტურისგან, რომელიც ერთ დროულად ნაწილაკურ მდგომარეობასაც ქმნის, ისევე როგორც მთელი სამყარო. მთელი სამყარო ერთდროულად არის ტალღაც და ნაწილაკიც.

ამჟამად პლანეტარული ცხოვრების ტალღური მდგომარეობა იცვლება. სინათლის ტალღის სიგრძე უფრო დიდი გახდა, ხოლო მისი სიხშირე — უფრო მაღალი და ძლიერი. პროტონმა ოთხი ერთეულით მოიკლო. ბევრი ადამიანი ამჩნევს რომ დრო აჩქარდა. ამ სიხშირის ცვლილების შედეგად იცვლება სიცოცხლის ფორმები, იცვლება ადამიანის ფსიქიკა, იცვლება მისი ფიზიკური მდგომარეობაც. ადამიანი გადის მუტაციისა და ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური გარდაქმნების პროცესს, იცვლება მისი მგრძნობელობა, ენერგეტიკული მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ქმნის სამყაროსადმი ახალ შთაბეჭდილებასა და ახალ შეხედულებას.

სწორედ იმ მდგომარეობას, რომელსაც კვანტური ფიზიკა „დამკვირვებლის მდგომარეობას“ უწოდებს, ახალი სამყაროს რეალობის ფორმირება და გამოვლენა შეუძლია.

დადგა დრო, რომ ადამიანი შეიცვალოს, გაიგოს, როგორ მუშაობს ეს ტრანსფორმაციები და ისწავლოს ამ პროცესის მართვა. კვანტური ცვლილებები, კვანტური ტრანსფორმაცია არა მხოლოდ ახალ სამყაროს ქმნის, არამედ თავად ადამიანსაც შიგნიდან გარდაქმნის.

კვანტური სუპერ პოზიციის მიხედვით ყველაფერი,რაც თავდაპირველად არა გამოვლენილ მდგომარეობაში იმყოფება, ქმნის თითოეული ადამიანის არჩევანის შესაძლებლობებს. თითოეული ადამიანი უკავშირდება სივრცის ამა თუ იმ ტალღურ ვიბრაციულ მდგომარეობას, საიდანაც იღებს ენერგიასა და ინფორმაციას და ამ გზით ქმნის საკუთარ ახალ სამყაროს — იმ სამყაროს რომელსაც თავად შეესაბამება.

სწორედ ამიტომ ბევრი მეცნიერი, ფსიქოლოგი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ თითოეულ ჩვენგანს დღეს აქვს სწორედ ის, რასაც საკუთარი მდგომარეობით, არჩევანითა და ქმედებებით ქმნის.

ამიტომ სხვისი შური, ვინმეზე დაბრალება ან ვინმეზე წყენა აზრს მოკლებულია. თითოეული ჩვენგანი საკუთარ სამყაროსა და საკუთარ ცხოვრებას თავად ქმნის — თავისი გადაწყვეტილებებით, განზრახვებით, ცოდნის დონით, ფსიქიკური განვითარების დონითა და ცნობიერების ხარისხით. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, რაც უფრო ფართოა მისი ცნობიერება, მით მეტად კვანტური სუპერ პოზიცია მას ახალი სამყაროსა და ახალი ცხოვრების შესაბამის ცნობიერებით მდგომარეობას ავლენს და გადასცემს.

კვანტური სუპერ პოზიცია არის კოსმოსური მდგომარეობის არა გამოვლენილი რეალობის სფერო, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. ეს არის საინფორმაციო ველი, რომელიც მთელ კოსმოსს გასდევს და რეალობის სხვადასხვა დონეს ქმნის, თუმცა ეს ყველაფერი როგორც ინფორმაციული საფუძველი, საკუთარ თავში ინახავს ყველაფერს ყველასთვის.

მხოლოდ დამკვირვებელი თავისი ცნობიერების დონის შესაბამისად, შედის ამ სუპერ პოზიციასთან რეზონანსში — იმ საინფორმაციო ველებთან და მდგომარეობებთან, რომლებსაც თავად შეესაბამება და ამ სუპერ პოზიციიდან აკეთებს არჩევანს. არჩევანის გაკეთების შემდეგ ის ხდება დამკვირვებელი. სწორედ მისი დამკვირვებლის მდგომარეობა ქმნის მისთვის ცხოვრების ახალ რეალობას, ანუ ახალ მოვლენებს.

კვანტური სუპერ პოზიცია საკუთარ თავში მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს. იგი ფლობს ყველაფერს რასაც შემდგომში ადამიანი რეზონანსული ურთიერთქმედების საშუალებით შეიძლება დაეუფლოს. ეს არის ინსტრუმენტი, მასალა, საფუძველი და მდგომარეობა, რომელსაც „არაფერი“ ეწოდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი მასში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი, მაგრამ სწორედ ეს „არაფერი“ ინახავს ყველაფერს, რისგანაც შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი რეალობა და ჩვენი ცხოვრება.

კვანტური სუპერ პოზიცია გონიერია. იგი შედგება გონიერი ტალღებისგან, რომლებიც ერთდროულად ტალღებიც არიან, მაგრამ როგორც კი დამკვირვებელი მათთან რეზონანსში შედის, ეს ტალღები მყისიერად ნაწილაკებად გარდაიქმნება.

გრავიტაციული ველისა და კვანტური ტუნელირების მეშვეობით ეს „არაფერი“ გამოვლინდება და იწყებს ყველაფრის შექმნას - გამოვლენილი სამყაროს, ფიზიკური სამყაროს, სხვა განზომილებების, სხვა მდგომარეობების, სიცოცხლის სხვა ფორმების, რომელთა ნაწილს დღეს უკვე ვაკვირდებით, ხოლო ნაწილს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ.

რადგან დედამიწის გარდა არსებობენ სხვა სამყაროები, სხვა პლანეტები, სხვა ვარსკვლავური სისტემები, სხვა არსებები და არსებობის სხვა ფორმები. ისინიც ასევე კვანტური სუპერ პოზიციიდან ფორმირდებიან.

რადგანაც ჩვენ უკვე გადავედით ახალ ეპოქაში, უკვე ადამიანებისთვისაც დადგა დრო, ისწავლონ კვანტურ სუპერ პოზიციასთან შეგნებული ურთიერთქმედება, მისი მართვა და თავიანთი სასურველი ცხოვრების შექმნა…

ასევე დაგაინტერესეთ:

„სიკეთე გოგო, ლამაზი ხარ“ - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები

„ჩემოდნების ეს რაოდენობა ნორმალურია?“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილებთან ერთად საქართველოში მოფრინავს

„როგორ ძალიან მენატრები...“ - სალომე ბაკურაძე გარდაცვლილი ქმრის ფოტოს აქვეყნებს