Digest Logo

🎥 როგორი იქნება 2025 წელი სასწორებისთვის, მორიელებისთვის და მშვილდოსნებისთვის - „სიახლეების პერიოდია, ამიტომ იაქტიურეთ“

1736757337
ჰოროსკოპი

როგორი იქნება 2025 წელი სასწორებისთვის, მორიელებისთვის და მშვილდოსნებისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს.

სასწორი - მნიშვნელოვანი წელი იქნება. პლუტონის ტრანზიტი თქვენ ურთიერთობას აძლევს ბევრ შანსს, როგორც სასიყვარულო, ასევე მეგობრების შეძენის და ორსულობის.

უარყოფითი კუთხით კი შეიძლება ურთიერთობის ჩამოშლა და ფინანსური დანაკარგები მოხდეს. 

მარტში და აპრილში კი შეიძლება თქვენ ცხოვრებაში მოხდეს ქაოსი, მეუღლესთან კონტაქტის დაკარგვა და ტყუილების ალბათობაც ამ პერიოდში მაღალია, აქ ზოგთან შეიძლება გართულდეს ქორწინებები. 

დაბნელებები მარტის და სექტემბრის - სამსახურებრივ და ყოველდღიურ საკითხებს შეეხება, შეიძლება მოგიწიოთ სამსახურის შეცვლა. ამ პერიოდში ეცადეთ დაკავდეთ ვარჯიშით. კარგი იქნება თუ განთავისუფლდებით ტოქსიკური ურთიერთობისგან.

მორიელი - წლის პლუტონის ტრანზიტი წამოსწევს გაურკვეველ პრობლემებს, იქნება სახლის, მშობლების და ოჯახის საკითხებს, გაუფრთხილდით პირველ დეკადაში დაბადებულები ჯანმრთელობის პრობლემას. 

მარტში და მაისში შეიცვლება თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეცადეთ სამსახურებრივ საქმიანობას მეტი პრაგმატულობას მიუდგეთ. შესაძლოა იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაურკვეველი დიაგნოზის ალბათობები.

დაბნელებები მარტის და სექტემბრის  - გაათამაშებს ახალ სასიყვარულო ურთიერთობას, ასევე შესაძლოა გახდეთ მშობელი და შეიძინოთ ახალი მეგობრები.

პერიოდი კარგია სწავლის და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. შესაძლოა ასევე, მოულოდნელად პარტნიორისგან მიიღოთ მემკვიდრეობა. 

მშვილდოსანი - ახალი საქმის დაწყებისთვის და თავდაჯერებულობისთვის კარგი პერიოდია. შემოვლენ ახალი მეგობრები, ასევე შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელიც.

მარტში და მაისში გაქვთ შანსი იპოვოთ ნამდვილი სიყვარული და დაინტერესდებით ჰობით. უარყოფითი კუთხით შესაძლოა მოიტანოს ქაოსური სიყვარული, სიზარმაცე. 

ოჯახის საკითხები იქნება აქტიური თქვენთან და ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს. 

მარტის ბოლოს შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში მობრუნდნენ ძველი ნაცნობები. შესაძლოა ივნისის ბოლოს მიიღოთ მემკვიდრეობა, ან შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ფინანსების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. სიახლეების პერიოდია, ამიტომ იაქტიურეთ და გამოიყენეთ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ანტონიო კონტე - კვარათი ან კლუბით არ ვარ იმედგაცრუებული, კვარა კარგი ბიჭია, იტალიურად ხომ გელაპარაკებით?!

🎥 „წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან

🎥 „ბათუმში არის საშიშროება იმისა, რომ ხელოვნურად მოაწყონ სტიქია, რაც მოხდა ლოს-ანჯელესში“ - ცირა კუპრაშვილის მორიგი წინასწარმეტყველება