ლოს-ანჯელესში კვლავ გამანადგურებელ ხანძარს ებრძვიან. ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ კიდევ 16 დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ადგილზე ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ, რაც ცეცხლის გავრცელების რისკს ქმნის. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან.
სახანძრო სამსახურის ცნობით, წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ბევრ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის.
105 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდსის ხანძრის მინიმუმ 11% და იტონის ხანძრის 27%.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სიმპსონები კალიფორნიის ხანძარს 20 წლის წინ „წინასწარმეტყველებდა“ - უცხოური მედია
⭕„ხშირად ხვდებით უცნაურ, აუხსნელ სიტუაციებში....“- სამი ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ