
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი სტატუსს აქვეყნებს სათაურით „შენი მთავარი გაკვეთილი ურთიერთობაში მშობლებთან“ და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.
„შენი მთავარი გაკვეთილი ურთიერთობაში მშობლებთან
1, 10, 19, 28-ში დაბადებულები — დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
ბავშვობიდან შეიძლება გქონდეს შეგრძნება, რომ მშობლები ზღუდავენ შენს ნებას. ჩნდება კონფლიქტები თავისუფლებაზე და საკუთარი გადაწყვეტილებების უფლებაზე.
გაკვეთილი: იშრომე და თავად მოიპოვე ყველაფერი — თავისუფლება ბევრად ძვირფასია, ვიდრე ტკივილი და მშობლებისთვის რაღაცის დამტკიცება.
2, 11, 20, 29-ში დაბადებულები — დამოკიდებულება და წყენა.
ხშირად იწვევს წყენის დაგროვებას. მშობლები შეიძლება ზედმეტად მკაცრი ჩანდნენ ან, პირიქით, გულგრილი.
გაკვეთილი: შეწყვიტე სიყვარულის „შეძენა“ მსხვერპლით — შენი ნამდვილი ძალა შენს დამოუკიდებლობაშია.
3, 12, 21, 30-ში დაბადებულები — ემოციებში გაუგებრობა.
შენი გახსნილობა და თვითგამოხატვის სურვილი ყოველთვის არ ესმით მშობლებს. ჩნდება განცდა, რომ არ გისმენენ.
გაკვეთილი: გაავლე შენი გზა, გამოავლინე ნიჭი და პოტენციალი, თუნდაც ეს მათ ნებას ეწინააღმდეგებოდეს.
4, 13, 22, 31-ში დაბადებულები — მკაცრი წესები და ზეწოლა.
ოჯახში ხშირად იყო აქცენტი „სწორი/არასწორის“ გარშემო. ეს იწვევდა პროტესტსა და თავისუფლების ნაკლებობას.
გაკვეთილი: არ გაიმეორო მათი შეცდომები — სამუშაო და სტაბილურობა არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვად. ისწავლე ბალანსი.
5, 14, 23-ში დაბადებულები — განსხვავებული შეხედულებები ცხოვრებაზე.
მშობლები ცდილობენ სტაბილურობას, შენ კი გსურს თავისუფლება და ცვლილებები. კონფლიქტი ჩნდება ძველი ჩარჩოების წინააღმდეგ.
გაკვეთილი: შენი თავისუფლება მხოლოდ მაშინ მოვა, როცა საკუთარ საქმეს იპოვი. სანამ მათზე ხარ დამოკიდებული — ვერ იგრძნობ ნამდვილ თავისუფლებას.
6, 15, 24-ში დაბადებულები — ზედმეტი მოლოდინები.
მშობლებს ხშირად აქვთ სურვილი, რომ „იდეალური“ იყო და გაამართლო მათი იმედები. ეს იწვევს ბრალსა და დაძაბულობას.
გაკვეთილი: შეწყვიტე „ვალის“ გადახდა — შენი ცხოვრება მათ არ ეკუთვნის.
7, 16, 25-ში დაბადებულები — სიგრილე და დაშორება.
ბავშვობაში შეიძლება არ გყოფნიდა სითბო და ემოციური სიახლოვე. შენ გსურს სიღრმე და გაგება.
გაკვეთილი: არ შეგრცხვეს წარმატების სურვილის — სწორედ ამით გახდები წარმატებული.
8, 17, 26-ში დაბადებულები — კონტროლი და ძალაუფლება.
ხშირად მშობლები ცდილობენ სრულად აკონტროლონ ბავშვი, რაც იწვევს წინააღმდეგობას. თემად იქცევა „ვინ არის მთავარი“.
გაკვეთილი: ფული არ არის იარაღი მშობლების წინააღმდეგ, ის არის შენი პირადი ძალის წყარო.
9, 18, 27-ში დაბადებულები — განსხვავებული ხედვა.
შენ სამყაროს უფრო ფართოდ და ღრმად უყურებ, მშობლები კი — უფრო უბრალოდ და მიწიერად. განსხვავებული ღირებულებები დაძაბულობას ქმნის.
გაკვეთილი: ნუ ასწავლი მშობლებს ცხოვრებას — ასწავლე სხვებს, დაეხმარე ადამიანებს,“ - წერს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ისე მჭირდები და ისე მინდა 1 წუთი გაცოცხლდე...“ - ანა სანაია ზურა ბერიკაშვილს იხსენებს