„დღეს მთვარის დღეა და ქალური ენერგიების დროა. არსებობს დედის რამდენიმე ჰიპოსტაზი, ჩვენ ვისაუბრებთ 2 მათგანზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
თვითონ დედა იმდენად ორგანულია შვილისთვის, რომ ის გაუცხოებას ვერ გრძნობს, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანი შემოდის, მაგალითად რძალი, სიძე, აქ უკვე შეთავსების თემა ხდება.
ზოდიაქოს ნიშნები გვეხმარება ფსიქოტიპების შეთავსებაში“, - ამის შესახებ ასტროლოგ ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და ახსნა, თუ ვინ როგორი დედამთილი და სიდედრია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი - მებრძოლი, რისკიანი, რაინდული. შესაბამისად, თუ გვინდა ვერძთან მეგობრობა, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თავის შვილის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. იყავით პირდაპირები და გახსნილები მათთან.
კურო - კარგი გურმანები არიან. თუ გინდათ თავი მოაწონოთ, მოამზადეთ გემრიელი საკვები, იფუსფუსეთ სამზარეულოში.
ტყუპები - ინტელექტუალი ნიშანია, რაც გამოხატულია კომუნიკაციაში. ასეთ ადამიანს მოხიბლავთ ლექსებით, გახსნილი კომუნიკაციით.
კირჩხიბი - მთვარე კირჩხიბს მართავს, მაფიოზურ კლანებსაც კირჩხიბის ზოდიაქო განაგებს. მათი ლოზუნგია „ ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“. ზედმეტად მზრუნველები არიან, ჩაციკლულები თავის შვილზე, არიან ძალიან ემოციურები. ასეთ ქალბატონებს სჭირდებათ ემოციური გახსნილობა, კარგი ინტუიცია აქვთ და ვერ მოატყუებთ.
ვრცლად იხილეთ ვიდეოში👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო - დანიელ ჰაგარი