![ჰოროსკოპი ჰოროსკოპი](https://digest.ge/uploads/files/2021/10/07/18587/horoskopi_w_h.jpeg)
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ.
10 თებერვალი
შესაძლოა, ამ დღეს გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, დღის ენერგია ყველა სირთულის დაძლევაში დაგვეხმარება. კარგი დროა ცხოვრებისეული სიახლეების დასაგეგმავად. თქვენი მონდომებისა და გამბედაობის დახმარებით, გექნებათ შესაძლებლობა, ახალი თავგადასავალი დაიწყოთ.
11 თებერვალი
ამ დღის ენერგიას ადამიანებისათვის ჰარმონია, განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა მოაქვს. შესაძლოა, აღნიშნულ დღეს პირადი და ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით, რაღაცები შეიცვალოს. არსებული უთანხმოებები მოაგვაროთ ან შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაგეგმავად.
12 თებერვალი
აღნიშნულ დღეს ცვლილებების განსაკუთრებულ სურვილსა და აუცილებლობას იგრძნობთ. შესაძლოა, ეს სამსახურთან ან იმ საქმესთან იყოს დაკავშირებული, რასაც ახლა აკეთებთ. მოემზადეთ მოვლენების უეცარი შემობრუნებისთვის. შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავი, მაგრამ თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო რამ მოხდეს. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ და სიახლეებისთვის მზად იყოთ.
13 თებერვალი
ამ დღეს გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ხელსაყრელ შედეგებს მოგიტანთ. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზეც. გაატარეთ დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად და დადებითი განწყობა შეიქმენით. ეს მოტივაციას კიდევ მეტად აგიმაღლებთ და გექნებათ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
14 თებერვალი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს თქვენი მიზნებისაკენ სულ მცირე ნაბიჯი მაინც გადადგათ და რაიმე, თუნდაც სიმბოლური, გააკეთოთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
15 თებერვალი
ამ დღეს შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა და მომატებული შფოთვა იგრძნოთ. მოუსმინეთ საკუთარ თავს. დაისვენეთ, განიტვირთეთ... ეს დაგეხმარებათ, რომ შეცდომები და იმპულსური გადაწყვეტილების მიღება თავიდან აირიდოთ.
16 თებერვალი
აღნიშნულ დღეს ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. კარგად დააკვირდით სხვადასხვა ნიშანსა თუ მოვლენას. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტ სიცხადეს შემოიტანს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიშა მესხს, ალბათ ძეგლს დავუდგამ!“ - რას ამბობს სოფო ბედია მეუღლეზე
⭕ BBC: ინდოეთის პოლიციამ ედ შირანს ქუჩაში სიმღერის საშუალება არ მისცა
წყარო: www.beaumonde.ge