
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
7 ივლისი
ეს დღე იდუმალებითაა სავსე. მოვლენები შესაძლოა ბუნდოვნად და გაურკვევლად განვითარდეს. სიმართლის ძალით გარკვევას ნუ შეეცდებით. ზოგჯერ უკეთესია, ყველაფერი თავის დროზე გამჟღავნდეს.
8 ივლისი
ეს დღე ურთიერთგაგების, სითბოსა და გულწრფელი ზრუნვის დროა. თუ უკვე მიღებულ სიკეთესა და მხარდაჭერას ღირებულებას მიანიჭებთ. გულითადი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, ვინმეს ბედნიერება აჩუქოთ - ეს ენერგია თქვენც ორმაგად დაგიბრუნდებათ.
9 ივლისი
საკუთარ თავთან მუშაობის დროა. შეიძლება, თავი დამძიმებულად იგრძნოთ, უხასიათობამ შეგაწუხოთ, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ დროა, თქვენი ემოციები გაიგოთ. ნუ უგულებელყოფთ უხასიათობასა და უმოტივაციობას. იყავით გულწრფელი თქვენი თავის მიმართ. განიტვირთეთ, რაიმე სასიამოვნო გააკეთეთ, საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდით. მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ.
10 ივლისი
ამ დღეს ინტუიცია თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პირველ რიგში, შინაგან ხმას ენდეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდეთ.
11 ივლისი
ამ დღეს შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ იმ გზაზე ხართ, რომელსაც თქვენთვის განვითარება და ბედნიერება აღარ მოაქვს. დროა, განვლილი ეტაპები გადააფასოთ და ახალი მიზნები დაისახოთ.
12 ივლისი
აღნიშნულ დღეს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ. ტყუილისა და მანიპულაციის რისკიც იზრდება. ამიტომ, ენდეთ საკუთარ თავს. სიფრთხილემ შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაბრკოლება აგარიდოთ თავიდან.
13 ივლისი
თქვენი ვარსკვლავის გაბრწყინების დროა! ეს დღე წარმატებას, თავდაჯერებულობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მოგიტანთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზებებიც მიიღოთ, რაც კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება. ამ დღის ენერგია მაქსიმალურად გამოიყენეთ. დაიწყეთ ახალი პროექტები, განსაზღვრეთ, რისი მიღწევა გსურთ... წარმატების იმაზე მეტი შანსი გექნებათ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნატა ბერეჟიანი პატარა თინასთან ერთად პოზირებს - „საყვარელი გოგოები“
⭕შორენა ბეგაშვილი 43 წლის გახდა - როგორ ულოცავენ „სელებრითები“ მოდელს დაბადების დღეს
⭕ირაკლი მაქაცარია მეუღლესთან ერთად ბრატისლავაში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ფოტოებს გვიზიარებს
წყარო: www.beaumonde.ge