ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
25 ნოემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია ძალითა და მონდომებით აგავსებთ, რომ განახორციელოთ ყველაფერი, რასაც დიდი ხანია, გეგმავთ, მაგრამ აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ. შესანიშნავი დღეა პოტენციალისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენისა და მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის. ამ დღის ენერგია წინსვლის დიდ შანსს გვაძლევს. ამიტომაც, თამამად შეგიძლიათ, ცვლილებები დაგეგმოთ და განხორციელებაც დაიწყოთ.
26 ნოემბერი
ამ დღეს შესაძლოა, გაიგოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვან პრობლემას აარიდეთ თავი და ამის გამო, სიმსუბუქე და ბედნიერება იგრძნოთ. ამის მიუხედავად, ეს დღე სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენას მოითხოვს, რომ ისეთი შეცდომები არ დაუშვათ, რაც სამომავლოდ განსაკუთრებით დაგაზიანებთ.
27 ნოემბერი
ამ დღეს შეიძლება, ისეთი სირთულეები წარმოიშვას, რაც ოჯახურ საქმეებთან ან ზოგადად, ოჯახთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდეთ და მცირე კამათი ჩხუბში გადაიზარდოს ან უკვე არსებული ბზარი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგიწევთ, სერიოზულად დაფიქრდეთ და პრობლემის მოგვარების გზები მოძებნოთ.
28 ნოემბერი
თუ დიდი ხანია, გადაუჭრელი საკითხები გაქვთ, რაც განსაკუთრებით გაღელვებთ, ამ დღეს შესანიშნავი დროა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღე სიცხადის პერიოდია - ან გააგრძელებთ იმას, რაც ერთ ეტაპზე გააჩერეთ ან მიხვდებით, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ და მასზე უარს იტყვით.
29 ნოემბერი
ამ დღეს შესაძლოა, უმოტივაციობა იგრძნოთ და მცირე დაბრკოლებამ, წარუმატებლობამ იმდენად გაგაღიზიანოთ, რომ უიმედობის განცდა გაგიჩნდეთ. ნუ ინერვიულებთ, შედარებით ემოციური პერიოდი მალე გაივლის და მოტივაციას კვლავ იპოვით.
30 ნოემბერი
ეს დღე მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და პიროვნული განვითარებისათვის იდეალურია. თუ გრძნობთ, რომ რომელიმე მიმართულებით საკუთარი თავი ამოწურეთ, ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, რომ ცვლილებები განახორციელოთ. მთავარია, სიახლეებისთვის მზად იყოთ და არ შეგეშინდეთ. სასურველი საქმის განსახორციელებლად სტიმულს აუცილებლად იპოვით.
1-ელი დეკემბერი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს გადაფასების, წარსულთან საბოლოოდ დამშვიდობებისა და ახალი მიზნების დასახვისთვის შესანიშნავი დღეა. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები დაიწყოს, მოძველებულ, არასაჭირო და არასასიამოვნო ურთიერთობებს, საქმეს სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი ოჯახი...“ - მარიამ სანოგო ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 „არ მჯერა... ჩვენმა დედიკომ არ იცის...“ - ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
🎥 ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ორივე მძღოლი ჯარიმდება? - ვის და რატომ ეკისრება ჯარიმა
წყარო: www.beaumonde.ge