Digest Logo

რომელი დღეებია ივლისში ყველაზე წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ - თვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები

1783402641
გაზაფხულის ბუნიობაა

ასტროლოგები 2026 წლის ივლისს უკვე ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ თვედ მოიხსენიებენ. ამის მიზეზი პლანეტების - იუპიტერიდან პლუტონამდე - იშვიათი კონფიგურაციებია. ასტროლოგიური მოვლენები მხოლოდ უახლოესი კვირების განწყობას კი არ ქმნის, ის ვექტორს მომავალი წლებისთვისაც განსაზღვრავს. 

ბევრი იგრძნობს, რომ მოვლენები ჩვეულებრივზე სწრაფად ვითარდება. ძველი სქემები მუშაობას წყვეტს, გადაწყვეტილებები მოულოდნელად, სრულიად დაუგეგმავად მიიღება, ხოლო ჩვეული რიტმი თითქოს განახლებას ითხოვს. ივლისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როდის ღირს აქტიური მოქმედება და როდისაა უკეთესი პაუზის აღება.

ივლისის აუჩქარებელი და ემოციური სტარტი

29 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით მერკური კირჩხიბის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობაში იმყოფება. ეს პერიოდი, ტრადიციულად, რთულად ითვლება მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და ტექნიკის შეძენისთვის. შეცდომები დოკუმენტებში, არეულობა მიმოწერაში და შეხვედრების მოულოდნელი გადადება შეიძლება სრულიად უმიზეზოდ წარიმართოს.

თუმცა, ამ პერიოდს სასარგებლო მხარეც აქვს. კირჩხიბში რეტროგრადული მერკური ყურადღებას ოჯახს, სახლსა და ძველ ემოციურ საკითხებს უბრუნებს. ეს ის თემებია, რომლებიც დიდი ხანია, ჩვენგან საუბარს ან შინაგან გადააზრებას მოითხოვს. ივლისში ბევრი მოულოდნელად გაიხსენებს წარსულს, გადახედავს ახლობლებთან ურთიერთობას ან დაუბრუნდება თემებს, რომლებიც ოდესღაც "სამომავლოდ" გადადეს.

განსაკუთრებით გამოირჩევა 12 ივლისი - მერკურისა და მზის შეერთების დღე. საერთო ბუნდოვანების ფონზე საოცარი სიცხადის მოკლე ფანჯარა ჩნდება. სწორედ ამ მომენტში შეიძლება, გაჩნდეს მნიშვნელოვანი იდეები, საჭირო პასუხები ან იმ სიტუაციის გამოსვლის გეგმა, რომელიც მანამდე ჩახლართული ჩანდა.

ზრუნვისა და წესრიგის დღე

9 ივლისს ვენერა ქალწულის ნიშანში გადადის და ურთიერთობებში განწყობა შესამჩნევად იცვლება. წინა პლანზე არა რომანტიკული დრამატულობა, არამედ დეტალებისადმი ყურადღება, ზრუნვა და პრაქტიკულობა გადმოდის. ადამიანები ყოფით წვრილმანებში ერთმანეთის მიმართ უფრო ყურადღებიანები ხდებიან და ლამაზი დაპირებების ნაცვლად, ერთმანეთს საქმით უფრო ხშირად ეხმარებიან.

ეს დღე შესანიშნავია წესრიგის დასამყარებლად - როგორც სახლში, ისე ზოგადად ცხოვრებაში. გენერალური დალაგება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სივრცისა და დაგროვილი ამოცანების ორგანიზება განსაკუთრებით სასიამოვნო შედეგს იძლევა. ამ პერიოდში დაწყებული მცირე სასარგებლო ჩვევებიც კი შეიძლება, სწრაფად შეითვისოთ.

ახალმთვარეობა პირადი გადაწყვეტილებებისთვის

14 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალმთვარეობაა - ეს თვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ემოციურად მნიშვნელოვანი წერტილია. კარგი დროა იმ მიზნების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც სახლს, ოჯახს, შინაგან კომფორტსა და უსაფრთხოების განცდას უკავშირდება.

ამ ახალმთვარეობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის რეტროგრადული მერკურის პარალელურად ხდება. ამიტომ, გეგმები ჯობს მშვიდად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ააგოთ. ივლისს საერთოდ არ უყვარს ხმამაღალი ანონსები და ნაჩქარევი დაპირებები. გაცილებით სასარგებლოა, ეს დღე პირად ფიქრებს, საოჯახო საქმეებსა და მომავალი ნაბიჯების ჩუმად ფორმირებას დაუთმოთ.

ტრანსფორმაციებისა და გაბედული გადაწყვეტილებების პიკი

თვის შუა პერიოდი ივლისის ყველაზე დატვირთული და ძლიერი მონაკვეთი ხდება. ერთდროულად რამდენიმე იშვიათი ასპექტი აჩქარებისა და ახალ დონეზე გასვლის შეგრძნებას ქმნის.

15 ივლისს ურანისა და ნეპტუნის სექსტილი ფორმირდება, რაც ინტუიციას, შემოქმედებით აზროვნებასა და ახალი იდეებისადმი ინტერესს აძლიერებს. შემდეგ, 17-18 ივლისს, ურანისა და პლუტონის ტრიგონი ძველი შეზღუდვების მსხვრევასა და განახლების პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. ხოლო 20 ივლისს იუპიტერისა და პლუტონის დაძაბული, მაგრამ ძალიან ენერგიული ოპოზიცია ამბიციების, ძალაუფლებისა და დიდი მიზნების თემას წამოსწევს.

ეს პერიოდი შესაფერისია გაბედული გადაწყვეტილებებისთვის, ტექნოლოგიური პროექტებისთვის, სტრატეგიის შეცვლისა და გაჭიანურებული სტაგნაციიდან გამოსასვლელად. ბევრი იგრძნობს ცხოვრების ჩვეული სცენარის მკვეთრად შეცვლის სურვილს. თუმცა, ამასთანავე, იდეური კამათისა და ხასიათების შეჯახების რაოდენობაც გაიზრდება: თითოეული ადამიანი საკუთარ სიმართლეში ჩვეულებრივზე ოდნავ მეტად იქნება დარწმუნებული.

მკაფიო სეზონის დასაწყისი

22 ივლისს მზე ლომის ნიშანში გადადის და თვის ატმოსფერო საგრძნობლად იცვლება. ივლისის ემოციური და ქაოსური დასაწყისის შემდეგ, მეტი თავდაჯერებულობა, სიკაშკაშე და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი ჩნდება.

ეს შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად, პირადი ბრენდის პოპულარიზაციისთვის, საჯარო გამოსვლებისა და ნებისმიერი იმ ინიციატივისთვის, რომელშიც ქარიზმა და თვითგამოხატვაა მნიშვნელოვანი, თვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. კარგია იმ საქმეების დაწყება, რომლებიც შთაგონებას, თავდაჯერებულობასა და თვალსაჩინოებას მოითხოვს.

ნანატრი „მწვანე შუქი"

23 ივლისს მერკური რეტროგრადულ მოძრაობას საბოლოოდ ასრულებს. ბევრისთვის ეს შვების მომტანი იქნება: საკითხები უფრო სწრაფად წყდება, შეთანხმება იოლდება, ტექნიკა სიურპრიზების მოწყობას წყვეტს, ხოლო კომუნიკაცია უფრო გასაგები ხდება.

ივლისის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია დოკუმენტების ხელმოწერისთვის, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის, მსხვილი ტექნიკის შესაძენად და იმ პროექტებთან დასაბრუნებლად, რომლებიც თვის დასაწყისში მუდმივად ფერხდებოდა.

ივლისის ემოციური ფინალი

29 ივლისს მერწყულის ნიშანში სავსემთვარეობა ლომის ნიშანში მზისა და იუპიტერის შეერთებას ემთხვევა. ეს ძალიან ძლიერი და შესამჩნევი თარიღია, რომელსაც ხმაურიანი ამბების, მეგობრებთან, კოლექტივებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობაში მოულოდნელი შემობრუნებების მოტანა შეუძლია.

სავსემთვარეობა პროცესების დასრულებასა და წინა გადაწყვეტილებების შედეგების დანახვაში გვეხმარება, თუმცა ამ დღეს ემოციები შეიძლება, განსაკუთრებით გაძლიერდეს. ზოგი შთაგონებისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას იგრძნობს, ზოგიერთი კი - გარემოცვის მკვეთრად შეცვლის ან ძველი კავშირებისგან დისტანცირების სურვილს. მთავარია, საბოლოო გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით არ მიიღოთ.

2026 წლის ივლისს მშვიდს ძნელად ვუწოდებთ, თუმცა მისი ძალაც სწორედ ამაშია. ასტროლოგების თქმით, ეს თვე უფრო მთლიან სიუჟეტს ჰგავს, სადაც პაუზის პერიოდებს გარღვევის მომენტები ცვლის, ხოლო შინაგანი ცვლილებები თანდათანობით გარე მოვლენებში გადადის. ზოგიერთი თარიღი გაჩერებისა და წარსულის გადააზრებისკენ გვიბიძგებს, ზოგი კი ახალი გადაწყვეტილებებისა და ცვლილებებისთვის სივრცეს ხსნის.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕7/7-ის ენერგეტიკული პორტალი იხსნება! - მანიფესტაციის რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა ჩაატაროთ

წყარო: www.beaumonde.ge