ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2 ტვინის, აზრების, გარემოებების, სიხშირეებისა და ვიბრაციების კავშირზე საუბრობს:
„ჩვენი ტვინი აზრებს არ ქმნის!! ის მათ იჭერს, ზუსტად ისე, როგორც მიმღები, რომელიც კონკრეტულ სიხშირის სიგნალებს იღებს და სხვებს უბრალოდ ვერ ამჩნევს.
უკრაინული ფესვების მქონე ცნობილმა ამერიკელმა ნეირომეცნიერმა ბენჯამინ ლიბეტმა ექსპერიმენტებით აჩვენა, რომ გადაწყვეტილებას ტვინი გაცნობიერებამდე ადრე იღებს. ჯერ ჩნდება ნერვული იმპულსი და მხოლოდ მერე ვაცნობიერებთ. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ტვინი არ არის აზრის დაბადების ადგილი, ის უკვე დაწყებულ პროცესს ხვდება.
ეზოტერიულად ამას სხვა ენით ვხსნით: აზრები არსებობს საინფორმაციო ველში, რომელსაც ბევრი აკაშის ქრონიკებს უწოდებს. ეს ველი ყველასთვის არსებობს, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
არავინ იცის ზუსტად საიდან გაჩნდა აკაშის ველი. ეზოტერიული ტრადიცია მიიჩნევს, რომ ის ყოველთვის არსებობდა, რომ ის არა უბრალოდ სივრცეა, სადაც ყველაფერი იქამდეც ჩაწერილი იყო , ვიდრე ფორმას მიიღებდა, არამედ წარმოადგენს პირველად სუბსტანციას და ცნობიერების საფუძველს. სწორედ აქედან წარმოიშობა აზრი, ფორმა და ნებისმიერი გამოცდილება. ამ საინფორმაციო ველში ინახება ყველაფერი, რაც უკვე იყო, რაც ახლაა და რაც ოდესმე შეიძლება მოხდეს!!
ის მუდმივია, ინდივიდი კი დროებითი მიმღები. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ადამიანი აზრებს ვერ ირჩევს თავისი სურვილის მიხედვით, არამედ ღებულობს/ იჭერს იმ სიხშირის მიხედვით, რომელზედაც ვიბრირებს.
ანუ მხოლოდ ის აზრ-ინფორმაციები აღწევს გონებაში, რომლებთანაც რეზონანსში ვართ. რაც ამ სიხშირეს არ შეესაბამება — ჩვენს მიღმა რჩება. ამიტომ აზრები შემთხვევითი არ არის. ნეგატიური აზრებიც მოდიან არა იმიტომ, რომ სამყარო ცუდია, არამედ იმიტომ, რომ შიგნით აქტიურია შიშის, შფოთვის, წყენის ან მრისხანების ვიბრაცია. აზრი მხოლოდ აგრძელებს იმას, რაც უკვე ჩართულია.
აზრების შეჩერება რთულია. მაგრამ სიხშირის შეცვლა შესაძლებელია. როგორც კომპიუტერიდან ვშლით ვირუსებს და არასაჭირო ფაილებს, ისე უნდა წაიშალოს ჩვენში ჩადებული თავს მოხვეული, უცხო პროგრამები, რომლებმაც გაგჭედეს დაბალ ვიბრაციებზე. და როცა იცვლება სიხშირე - იცვლება ის აზრებიც, რომლებსაც ჩვენი გონება იჭერს. შესაბამისად კი იცვლება ჩვენი ცხოვრებაც, გარემოც, და ის ადამიანებიც კი, ვისთანაც ადრე შესაძლოა კონფლიქტები გვქონდა სხვანაირები ხდებიან...
ყველაზე მთავარი კი ესაა:
რაც მეტად ვაცნობიერებთ, რომ აზრები ჩვენი გონებიდან კი არ იბადება, არამედ უნივერსალური საინფორმაციო ველიდან მოდიან, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მარტიცაში ვცხოვრობთ - ერთიანობაში, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია და სადაც მხოლოდ ვიბრაციების, სიხშირეების და რეზონანსის საშუალებით ვირჩევთ, რაზე ვფიქრობდეთ, რას ვგრძნობდეთ, რას არა.
და ეს ძალიან ბევრ რამეს ხსნის...“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ესაუბრეთ უფროსობას“ - 3 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი