ნუმეროლოგების აზრით, ადამიანის დაბადების თვე მის ბედსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მათი თქმით, ზოგიერთი ადამიანი, სწორედ დაბადების თვის მიხედვით, ფულს მაგნიტივით იზიდავს, აქვს სხვებზე მეტი გამჭრიახობა და შესანიშნავი ალღო, რომ სასარგებლო შეთავაზებები ამოიცნოს:
ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულები სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანები არიან. ისინი მოვლენებს იმაზე მასშტაბურად ხედავენ, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედვით ჩანდეს. მათ შეუძლიათ, ყველაფერი მშვიდად აწონ-დაწონონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მკაფიო გეგმის გარეშე, აჩქარებას არ აპირებენ. რაციონალურ მიდგომას კი ფინანსური წარმატება მოაქვს.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანები ბუნებით დიპლომატები არიან; ისინი ადვილად ინარჩუნებენ ბალანსს და ემოციებს გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ აძლევენ. ანალიტიკური უნარებით გამოირჩევიან და შეუძლიათ, დოკუმენტებში ყველაზე მცირე დეტალებიც კი აღმოაჩინონ და სასარგებლოდ გამოიყენონ. კრიტიკულად აზროვნებენ და ხშირად აღმოჩნდება, რომ სხვებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან.
ივლისი
ივლისში დაბადებულ ადამიანებს ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვთ, რაც ხშირად მათთვის ფინანსური წარმატების საწინდარი ხდება. შესანიშნავად გრძნობენ, როდისაა წინსვლის და როდის უკან დახევის დრო. ამიტომ, საკუთარ არჩევანში შეცდომებს იშვიათად უშვებენ.
ივლისში დაბადებულებს ადამიანების ,,წაკითხვის“ უნარი აქვთ. ამიტომ, მოლაპარაკებების დროს ყოველთვის კარგად არიან მომზადებულები, პარტნიორობა და თანამშრომლობაც კარგად გამოსდით. ნდობას მარტივად მოიპოვებენ, რაც მათ დიდ შესაძლებლობებს აძლევს. კომუნიკაციის შესანიშნავი უნარისა და წინდახედულობის წყალობით, ივლისში დაბადებული ადამიანები ფინანსურ წარმატებას ხშირად აღწევენ.
მარტი
მარტში დაბადებულ ადამიანებს აქვთ იშვიათი ნიჭი, შეამჩნიონ შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები ქაოსს ხედავენ. ისინი ადვილად აქცევენ იდეებს რეალობად და ხშირად რისკზეც მიდიან. მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევენ. კრეატიულობის, თავდაჯერებულობის, საკითხებისადმი არასტანდარტული მიდგომების დახმარებით, აღნიშნულ თვეში დაბადებული ადამიანები ყურადღებას ყოველთვის იპყრობენ.
ისინი ჩარჩოებს არ ცნობენ. მათი ძლიერი მხარეა ისეთი რაღაცების გამოგონება, რაც ჯერ არ არსებობს. ამ ადამიანების მთავარი უპირატესობა გამბედაობაა მაშინ, როდესაც სხვები ყოყმანობენ. მათ ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის შესანიშნავი უნარი აქვთ.
იანვარი
იანვარში დაბადებულ ადამიანებს ფენომენალური ფინანსური გამჭრიახობა აქვთ. მათ შესანიშნავად იციან, რეალური შესაძლებლობები უსარგებლო შეთავაზებებისაგან როგორ უნდა განასხვაონ. ყოველთვის გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვიან და არსებულით არ კმაყოფილდებიან.
იანვარში დაბადებული ადამიანები დამოუკიდებლობას არიან მიჩვეულები და ხშირად, საკუთარი თანხის გამომუშავებას საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იწყებენ. მათი მთავარი უპირატესობა დისციპლინა, სხარტი გონება და შესაძლებლობების სწორად შემჩნევის უნარია.
მაისი
მაისში დაბადებული ადამიანები საოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. როგორც წესი, მათ საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ და ეს უნარი ფინანსური წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. მაისში დაბადებული ადამიანები სწრაფად ეუფლებიან ახალ პროფესიებს, კარგად ერკვევიან ბიზნესში და იმპულსური შესყიდვებისაგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
გრძელვადიან გეგმებს შესანიშნავად ადგენენ. ფულის შეგროვების და საჭირო დროს გამოყენების შესანიშნავი უნარი აქვთ. ფინანსური კეთილდღეობის გასაღები კი თანმიმდევრულობაში, მოთმინებაში, სწორ გათვლებსა და შრომისმოყვარეობაშია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასე ვრეპეტიციობთ მე და საბა ყოველდღიურად...“ - სოცქსელში ამღერებული მარიამ ელიეშვილი
წყარო: www.beaumonde.ge