Digest Logo

„საახალწლო განწყობა თუ გაკლია, შენთვის კარგი ამბავი მაქვს...“- დავით ნიბლაძე 27 დეკემბრის სავსემთვარეობაზე

1703603450
ასტროლოგი დავით ნიბლაძე

ასტროლოგი დავით ნიბლაძე, ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და 27 დეკემბრის სავსემთვარეობაზე საუბრობს.

როგორც ასტროლოგი წერს, სავსე მთვარე კირჩხიბში გადადის და ზღვა ემოციებს უნდა ველოდოთ.

„საახალწლო განწყობა და ემოციები თუ გაკლია, შენთვის კარგი ამბავი მაქვს 
27 დეკემბერს სავსე მთვარეა (პიკი - 04:32სთ).
წლის ბოლო სავსე მთვარე კირჩხიბშია, ნიშანში, სადაც მთვარე დამუხტულია ზღვა ემოციებით 
კირჩხიბი, როგორც დედის არქეტიპი, შეგვახსენებს, რომ ჩვენი ემოციები, შინაგანი სამყარო, ოჯახი, საყვარელი ადამიანები და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. კირჩხიბი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველა რაღაცის ნაწილი ვართ, საიდანღაც მოვდივართ (ოჯახი, სამშობლო) და გვაქვს ემოციური გამოცდილება, რომელსაც ყოველთვის თან დავატარებთ.
  სავსე მთვარე კირჩხიბში ყოველთვის ახალი წლისა და შობის გარშემო დღეებს ემთხვევა, რაც იდეალური დროა ოჯახური და სანათესაო კავშირების გაძლიერებისთვის, სითბოსა და გრძნობების გამოხატვისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ემოციებთან მუშაობისთვის.
ემოციების გამოხატვა სისუსტე არ არის. ეს სრულიად ადამიანური, ბუნებრივი საჭიროება და კომუნიკაციის ფორმაა, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან. კირჩხიბი კი ზუსტად ამას მოგვიწოდებს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე, უპირობოდ გავცეთ სითბო და სიყვარული, შევქმნათ ის ჯადოსნური ერთიანობა, რაც კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს როგორც ერთად, ისე ინდივიდუალურად.
  ვინ არიან ის ადამიანები, ვის მიმართაც უანგარო და უპირობოა შენი სიყვარული? როგორ გამოხატავ სითბოს მათ მიმართ?
  რა განაპირობებდა გასულ წელს შენს ემოციურ მდგომარეობას? რა დაგჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო წელს საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე უკეთ იზრუნო?
ხალისიან და ბედნიერ წლის ბოლო დღეებს გისურვებთ “,- წერს დავით ნიბლაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სიყვარულის ოცი წელი“- მაკა კვიციანი მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს

🎥 „თუ მეტირება ვტირი, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ბუნებრივია“-რას ჰყვება თიკა ფაცაცია