Digest Logo

„საბედისწერო მოვლენამ შეიძლება ემოციურად აგაფორიაქოთ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1749532386
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 10 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს: 

„ჰოროსკოპი 10 ივნისისთვის

მთვარის დღე – 14 / 15

მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე მშვილდოსნში

ვერძი

დღე შესანიშნავია მოგზაურობისთვის. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს და ფრთხილად იყავით უცნობებთან – მაღალია მოტყუების რისკი. იფიქრეთ თვითგანვითარებაზე – სწავლის დაწყება ან უნარების გაღრმავება მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

კურო

მიღწეული შედეგებით სიამოვნების დროა. კარგი დროა კარიერისთვის – ავტორიტეტს აიმაღლებთ, თუ აქტიურად ჩაერთვებით ღონისძიებებში. ახლობლებიც მხარში დაგიდგებიან. იაქტიურეთ სოციალურ სივრცეში – სასარგებლო ნაცნობობები გამოგადგებათ.

ტყუპები

დაიტვირთებით საქმეებითა და ოჯახური საზრუნავით. ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ დრო. მოერიდეთ ხმაურს და მარტო ყოფნა გაგამშვიდებთ. უცნობებთან სიფრთხილე გმართებთ, მაგრამ ახლობლები სითბოს და მხარდაჭერას მოგიტანენ.

კირჩხიბი

გადაწყვეტილებების მიღება და გარემოებებთან შეგუება დღის მთავარი თემა იქნება. საინტერესო და პოზიტიური მოვლენებია მოსალოდნელი. მოუსმინეთ ახლობლებს, თუმცა უცნობებთან ურთიერთობა დაგღლით. დრო დაუთმეთ ხელოვნებასა და შემოქმედებას.

ლომი

დღე სიხარულით და იღბლით იქნება სავსე. მიჰყევით თქვენს სურვილებს და გამოიყენეთ ენერგია მიზნების მისაღწევად. კოლეგები მხარს დაგიჭერენ, მაგრამ არ დაუშვათ უცნობებმა საზღვრები გადმოკვეთონ.

ქალწული

მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის დროა. რთული საკითხები მარტივად და ნათლად გადაწყდება. ფრთხილად იყავით ახლადგაცნობილებთან – არ გაამჟღავნოთ პირადი ინფორმაცია. სახლის საქმეები, გადასვლა ან სისუფთავე მოგიტანთ სიმშვიდეს.

სასწორი

თუ სტრესი გაწუხებთ – შეცვალეთ დამოკიდებულება და სთხოვეთ რჩევა ახლობლებს. ურთიერთობებში შეიძლება გაუგებრობა გაჩნდეს. კარგი იქნება მცირე გამგზავრება ან დასვენება.

მორიელი

საბედისწერო მოვლენამ შეიძლება ემოციურად აგაფორიაქოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. უცნობებთან ფულთან დაკავშირებული სიფრთხილეა საჭირო. მხარს დაგიჭერენ მეგობრები და კოლეგები. საღამო უმჯობესია გაატაროთ მშვიდ გარემოში.

მშვილდოსანი

მოერიდეთ გადატვირთვას, დაისვენეთ და მოიკრიბეთ ენერგია. ფოკუსირდით დადებითზე, შეიკავეთ თავი ახალი რთული საქმეებისგან. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა გაგახარებთ.

თხის რქა

იამაყეთ წარსული შრომის შედეგით – შესაძლოა პრემია ან ხელფასის ზრდა. რჩევისთვის მიმართეთ უფროსებს. იყავით შემწყნარებელი მეგობრების მიმართ. უკვე შეგიძლიათ იფიქროთ ზამთრის არდადეგების დაგეგმვაზე.

მერწყული
მიუხედავად ენერგიულობისა, რთული პროექტების დაწყებას თავი აარიდეთ. კოლეგების რჩევები გამოგადგებათ. პარტნიორული ურთიერთობები წარმატებას ნაკლებად გპირდებათ. მოერიდეთ რისკებს და ორჯერ დაფიქრდით.

თევზები

მოულოდნელი მოვლენები ან სიურპრიზები მოსალოდნელია. ყურადღებით იყავით გარემოს მიმართ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება გამოგრჩეთ. ფინანსურ საკითხებში უფროსი თაობის რჩევა ღირებული იქნება. საკუთარი სურვილები არ დაივიწყოთ.

⭕როგორ ატარებს თავისუფალ დროს გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან ერთად - ფოტოები ამერიკიდან

🎥 „როგორი ძლიერი ხარ...” - Geo Team-ი გიორგი გოჩოლეიშვილისა და მისი ვაჟის უთბილეს კადრებს აქვეყნებს

⭕„იხარე და გაგვახარე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური