ასტროლოგიაში მთვარე ემოციურ უსაფრთხოებასთან, შინაგან კომფორტსა და იმ ინსტინქტურ რეაქციებთან არის დაკავშირებული, რომლებიც საფრთხის შეგრძნებისას ირთვება. ასტროლოგ ნინო ალბორიშვილის განმარტებით, მთვარე ნებისმიერ ნიშანში ატარებს დამცავ ფუნქციას და ზუსტად აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ადამიანი შინაგანი უსაფრთხოების დაბრუნებას სტრესულ სიტუაციაში.
„შიში დაცვის მექანიზმი და მთვარე....
ასტროლოგიაში მთვარე დაკავშირებულია ემოციურ უსაფრთხოებასთან, შინაგან კომფორტთან და იმ ინსტინქტურ რეაქციებთან, რომლებიც მაშინ ირთვება, როდესაც თავს საფრთხეში ვგრძნობთ.
ამიტომ ერთი და იგივე გარემოებებზე, სხვადასხვა ადამიანს სრულიად განსხვავებული რეაქცია აქვს. ერთმა შეიძლება შეტევა დაიწყოს, მეორე ჩაიკეტოს, მესამემ ყველაფრის კონტროლი სცადოს, მეოთხე კი უბრალოდ გაიქცეს და ა.შ
მთვარეს, ნებისმიერ ნიშანში აქვს დამცავი ფუნქცია, რომელიც შესაძლო საფრთხის დროს ირთვება.
მთვარის ნიშანი აჩვენებს, როგორ ცდილობს ადამიანი, შინაგანი უსაფრთხოების დაბრუნებას მაშინ, როდესაც, რაღაც აშინებს.
მთვარე ვერძში:
თავდაცვას მოქმედებით იწყებს, აგრესიულად უტევს მოწინააღმდეგეს, ჯერ მოქმედებს და მხოლოდ შემდეგ ფიქრობს, რეალურად იყო თუ არა საფრთხე, ვინ იყო მართალი და ვინ - დამნაშავე.
მთვარე კუროში:
სტრესის დროს კომფორტი და სხეულებრივი სიამოვნება ხდება მთავარი. სტრესს შეამცირებს კარგი საკვებით, დასვენებით, ძილით, ყველაფრით, რაც სხეულს უსაფრთხოების განცდას დაუბრუნებს.
მთვარე ტყუპებში:
შფოთვას სიტყვებით ამუშავებს. უნდა ილაპარაკოს, განიხილოს, დასვას კითხვები, მოისმინოს სხვა ადამიანების აზრი. როდესაც განცდებს სიტყვებად გადმოიტანს და გული მოიოხა - უკვე აღარ არის ისეთი საშიში.
მთვარე კირჩხიბში:
საკუთარ თავში იკეტება და დუმს.. სჭირდება ნაცნობი გარემო, სიმშვიდე და პირადი სივრცე.
მთვარე ლომში:
შიშის დროს ცდილობს ძალა და კონტროლი შეინარჩუნოს. შეიძლება გახდეს უფრო გამომწვევი, დრამატული ან ყურადღების ცენტრში მოინდომოს ყოფნა. მისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ სიტუაციაზე გავლენა ჯერ კიდევ აქვს.
მთვარე ქალწულში:
საფრთხეს დეტალებში ეძებს. იწყებს ყველა შესაძლო სცენარის გათვლას, წვრილმანების კონტროლს, დაგეგმვას. ზოგჯერ კი უბრალოდ იყინება, რადგან იმდენ ვარიანტს განიხილავს, რომ მოქმედებაზე გადასვლა უჭირს.
მთვარე სასწორში:
საპირისპირო მხარეს მყოფ ადამიანს ადანაშაულებს. ასე საკუთარი თავისთვის უფრო უსაფრთხოა.
შეიძლება დაიწყოს საკუთარი მდგომარეობის სხვებისთვის ახსნა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი შემცირდეს.
მთვარე მორიელში:
საინტერესო თავდაცვითი მექანიზმი აქვთ, ყველაზე ცუდ სცენარს წინასწარ განიხილავს, უარესისთვის მზადყოფნა შიშისგან ათავისუფლებს. დრამატიზება, დრამისთვის არ ხდება, ეს არის ფსიქიკის მცდელობა, წინასწარ მოემზადოს ყველაზე ცუდისთვის. თუ, ცუდი რამ მართლაც მოხდა ე.ი. მზად იქნება. თუ არ მოხდა კიდევ უკეთესი, ყველაფერი კარგად დასრულდა.
მთვარე მშვილდოსანში:
სადმე უნდა წავიდეს, ან ავეჯი გადაადგილოს, ან ორივე ერთად გააკეთოს - ოღონდ რაღაც შეიცვალოს. ან შეიძლება მოინდომოს სხვებს ასწავლოს როგორ მოიქცნენ. თითქოს, თუ საკუთარ თავზე აღარ იფიქრებს, შიშიც აღარ ჩანს. მთავარია, რაღაც შეიცვალოს და არსებულ სიტუაციაში გაჩერებულად არ იგრძნოს თავი.
მთვარე თხის რქაში:
ემოციის ნაცვლად პრობლემას აგვარებს. გეგმავს და მოქმედებს. მისი საფრთხე ისაა, რომ საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრ რეჟიმში ამყოფებს და დასვენების უფლებას არ აძლევს.
მთვარე მერწყულში:
დისტანციას იკავებს და სიტუაციის გონებრივად გაანალიზებას იწყებს. შეიძლება ბევრი ადამიანის აზრი მოისმინოს, სხვადასხვა ვარიანტი განიხილოს და საბოლოოდ მაინც საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს.
მთვარე თევზებში:
რეალობისგან დროებით დისტანცირდება. შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ სამყაროში, მოუსმინოს მუსიკას, იოცნებოს, ილოცოს ან მედიტაციაში გადავიდეს. მისთვის განმარტოება ემოციური აღდგენის საშუალებაა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ძალიან ზოგადი სურათია. ემოციურ რეაქციაზე გავლენას ახდენს სხვა პლანეტებთან მათი ასპექტები, სახლები და მთლიანად ნატალური რუკა.
როგორ გამოვიდეთ სტრესიდან უფრო ეკოლოგიურად და დავიბრუნოთ თვითკონტროლი:
მთვარე ვერძში:
დაკავდით ფიზიკური აქტივობით, მაგ: სპორტით, ეს დაძაბულობის მოხსნაში და ემოციების ცოტათი დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
მთვარე კუროში:
წადით მასაჟზე ან ჩაიტარეთ სხეულისთვის სასიამოვნო ნებისმიერი პროცედურა.
მთვარე ტყუპებში:
გულახდილად საუბრის გარდა, შეგიძლიათ თქვენი შფოთვები ფურცელზეც ჩამოწეროთ ან გაისეირნოთ, ასე თითქოს პრობლემას ნაბიჯებით „გაივლით“.
მთვარე კირჩხიბში:
აქ ყველაზე რთულადაა საქმე, რადგან ახლობელი ადამიანების ტკივილის საკუთარ თავზე აღება მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. მყუდრო ადგილი, მშვიდი ატმოსფერო, საკუთარ თავთან დარჩენა და საკუთარ განცდებზე დაფიქრება, ამ ადამიანებისთვის სტრესიდან გამოსვლის ნამდვილად კარგი გზაა. უბრალოდ, ხელი არ შეუშლით.
მთვარე ლომში:
მოაწყვეთ დღესასწაული, წადით თეატრში, კინოში, ხალხში. იყავით ხილვადი, შემჩვეულობის განცდა ნებისმიერ პრობლემას წაშლის.
მთვარე ქალწულში:
სტრესის კომპენსაცია დალაგებაა. ეს ადამიანები ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ახერხებენ გარშემო იდეალური სისუფთავის დამყარებას.
მთვარე სასწორში:
იპოვეთ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზე არ გადაიტანოთ
უბრალოდ რჩევა ჰკითხეთ.
მთვარე მორიელში:
მათთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოთ. შესთავაზეთ რაღაც მომგებიანი, რის გამოც შიშს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მამოძრავებელ ძალად აქცევს და არა პრობლემად.
მთვარე მშვილდოსანში:
ადგილის შეცვლა ნამდვილად კარგი პროფილაქტიკაა განცდების წინააღმდეგ. თუნდაც პატარა გასეირნება სახლთან ახლოს ან საინტერესო ადამიანებთან ფილოსოფიური საუბარი.
მთვარე თხის რქაში:
უმჯობესია, ხელი არ შეუშალოთ იმაში, რასაც თავად გეგმავენ. ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერზე და იმუშაოს. მთავარია, საკუთარი თავი ზედმეტად მკაცრ ჩარჩოებში არ მოაქციონ. სასარგებლოა, სიტუაციას ცოტა უფრო ფართო ჭრილში შეხედონ.
მთვარე მერწყულში:
აქაც ნუ დაუდგებით გზაზე. მათ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ, თქვენი აზრი უბრალოდ საინტერესო ვარიანტების ყულაბაში დაემატება. თუმცა მერწყულის მთვარემ ხშირად ნამდვილად იცის, რით დასრულდება ყველაფერი, ამიტომ უმჯობესია, მოუსმინოთ.
მთვარე თევზებში:
მარტო დატოვეთ. ეს აღდგენისთვის საუკეთესო საშუალებაა. უმაღლეს ძალებთან ემოციური კავშირი, მათი ძლიერი მხარეა, სხვა ადამიანები კი მხოლოდ ხელს შეუშლიან. ისინი მედიტაციიდან უფრო ძლიერი სულით გამოვლენ და შემდეგ დანარჩენებსაც მოუყვებიან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ პრობლემას.
და კიდევ ერთი… იქ, სადაც ჩვენი შიშებია, იქ, როგორც წესი, ჩვენი რესურსებიც ცხოვრობს.
რაღაც ახლის გაკეთება ძალიან საშიშია, მაგრამ ამის გარეშე არასოდეს არაფერი შეიცვლება.
სცადეთ საკუთარ ქვეცნობიერთან შეთანხმება, შესთავაზეთ მას ხელსაყრელი პირობები, გაგიკვირდებათ, რამდენად დამყოლი შეიძლება აღმოჩნდეს ის და რამდენი შესაძლებლობა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომელიც სწორედ ახლა გაქვთ. მთავარია სწორად მიუდგეთ საკუთარ თავს. ეფექტური მიდგომების მოძიებაში კი თქვენივე ნატალური რუკა დაგეხმარებათ...“,- წერს ასტროლოგი.