Digest Logo

„საერთო ფონი უარესდება, დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, რაც მთლიანობაში ძაბავს ურთიერთობებს“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1725257848
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირა (2-8 სექტემბერი) შეაფასა. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული ყურადღება სამშაბათ და ოთხშაბათ დღეებს უნდა მივაქციოთ, რადგან გვექნება ახალმთვარეობა და მარსის კირჩხიბის ზოდიაქოში გადასვლა.

მიხეილ ცაგარელის თქმით, საერთო ფონი უარესდება, ამიტომ მიმდინარე კვირა ფრთხილად უნდა გავიაროთ.

„ყურადღება უნდა მივაქციოთ 3 სექტემბერს, ახალმთვარეობაა, მძიმე დღე. კონფლიქტების, ტრავმულ-ავარიული ტენდენციების ალბათობა, ცდუნებების და გაუგებრობების ალბათობა მატულობს. ეცადეთ ეს დღე ფრთხილად გაიაროთ, არაფერი ახალი არ დაიწყოთ. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. 

გარდა ამისა, ოთხშაბათ დღეს, 4 სექტემბერს ყურადღება უნდა მიაქციოთ, პლანეტა მარსი გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოში. საერთო ფონი უარესდება, დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, რაც მთლიანობაში ძაბავს ურთიერთობებს. კირჩხიბი არის ოჯახის ნიშანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ცოტა დაიძაბება ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. იყავით ფრთხილები და დიპლომატიურები.

გაითვალისწინეთ, რომ კვირა შედარებით დაძაბული და ემოციური იქნება“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლეს“ - მომღერალი გიორგი ძოწენიძე იუბილარია

გრანდიოზული ტორტი, ულამაზესი თეთრი კაბა და ორიგინალური თაიგული - მორიგი კადრები ირინკა კავსაძის ქორწილიდან

🎥 „შეაჯამეთ გასული თვე, გააკეთეთ ანალიზი და გაიტანეთ თქვენი ცხოვრებიდან ნაგავი“ - 2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან