„ამ დღეს ბევრ რელიგიასა და ქვეყანაში აღინიშნება ახალი წელი, ადამიანები ზეიმობენ სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას, ეგებებიან მზის ახალ ციკლს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ვაწაძე აქვეყნებს და საზოგადოებას ასწავლის, თუ რა უნდა გააკეთონ დღეს, თბილისის დროით 19:33 სთ-ზე.
„დღეს, 20 მარტს, თბილისის დროით 19:33 წუთზე მზე გადადის ვერძის ნიშანში და იწყება ახალი ასტროლოგიური წელიწადი, გაზაფხულის ბუნიობა (დღე-ღამსწორობა).
ამ დღეს ბევრ რელიგიასა და ქვეყანაში აღინიშნება ახალი წელი, ადამიანები ზეიმობენ სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას, ეგებებიან მზის ახალ ციკლს.
ჩვენი ცხოვრებაც მჭიდროდაა დაკავშირებული ეკლიპტიკაზე მზის მოძრაობის წლიურ ციკლთან.
გაზაფხულის ბუნიობა და მზე-მთვარის ციკლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ქრისტიანობაში.
ყოველ გაზაფხულს ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. როგორც იცით ეს მოძრავი დღესასწაულია და გამოითვლება სწორედ ბუნიობის მიხედვით შემდეგნაირად: ბუნიობის შემდგომი სავსემთვარეობიდან უახლეს კვირა დღეს. წელს, აღდგომა, 24 აპრილს უწევს.
ზოგადად, ბუნიობის წინა 5-6 დღე პირობითად ნულოვან დღეებად მიიჩნევა, ეს რთული დღეებია, როდესაც მომატებულია აპათიური განწყობა, ადამიანი გრძნობს თავს დათრგუნულად, გაღიზიანებულად, არის კონფლიქტების მაღალი ალბათობა, თუმცა ბუნიობის დადგომის შემდეგ, სამყაროში უკვე ვერძული ვიბრაციები შემოდის, იმატებს ენერგიულობა, ლიდერული უნარები, სიმამაცე, მიზანსწრაფულობა, ბრძოლისუნარიანობა, თუმცა ამავდროულად შესაძლოა სიხისტე, იმპულსურობა, დაუფიქრებელი ნაბიჯები, აგრესიის შემთხვევებსაც ჰქონდეს ადგილი, ამიტომ ამის გათვალისწინებაც აუცილებელია.
ვერძში მზე ეკზალტირებულია და თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს- იზრდება დღე, სითბო, ბუნება იწყებს გამოღვიძებას. იცვლება სამყაროს რიტმი. ეს საუკეთესო დროა რაღაც ახლის დასაწყებად, ცვლილებების განსახორციელებლად ბუნიობის დღე დაკავშირებულია ასტრალურ განწმენდასთან, სულიერ და ზნეობრივ განახლებასთან.
მიუხედავად ასეთი სტრესული და დათრგუნული გუნება-განწყობილებისა, რაც უმეტესობას დღესდღეობით გვაქვს, შევეცადოთ ეს დღე შეძლებისგვარად სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ეს მაგიური დღეა. სჯობს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, თანამოაზრეებთან ერთად გავატაროთ ეს დღე. ერთობლივი, კოლექტიური აზრების და სურვილების ძალა, გაამარტივებს გამარჯვებისკენ სვლას, მიზნების რეალიზებას სხვა და სხვა კულტურებში უამრავი რიტუალი და ტრადიცია არსებობს ბუნიობასთან დაკავშირებით.
წარმართები ამ დროს ცეცხლში ზამთრის გამოსახულებიან ფიტულს წვავდნენ და ზეიმობდნენ გაზაფხულის შემობრძანებას, ასევე, სადღესასწაულო სუფრაზე ალაგებდნენ მოხატულ კვერცხებს, რასაც შემდეგ თვითონ მიირთმევდნენ, ან უმასპინძლდებოდნენ გამვლელებს, ხშირად კვერცხებს აკეთებდნენ თიხისგან ან მარილიანი ცომისგან და ასევე აფერადებდნენ და იტოვებდნენ სახლში, რაც მთელი წლის მანძილზე ერთგვარი დამცავი თილისმის როლს ასრულებდა (დღე-ღამ სწორობის მეორე სახელი ოსტარა, ან ეოსტრაა, ადრეგერმანული ღვთაება, რომელიც გაზაფხულის მოსვლას და ბუნების გამოღვიძებას უკავშირდებოდა, სხვა ვერსიით კი ის განთიადის ღვთაებად მიიჩნევა, რომლის მთავარი სიმბოლოები სწორედ კვერცხი და კურდღელია).
ბუნიობის დღე, 20 მარტის საღამო და 21 მარტის განთიადი, პერიოდი, როდესაც მზე ვერძის ნული გრადუსიდან ვერძის პირველი გრადუსისკენ მიემართება, დედამიწაზე სიცოცხლის განახლებას აღნიშნავს. ეს პერიოდი ენერგეტიკულად უძლიერესი პოტენციალის მატარებელია.
შეეცადეთ შეხვდეთ 21 მარტის განთიადს და მიეგებოთ მზეს. გაითვალისწინთ, მზე თბილისის დროით 07:02 წუთზე ამოდის. მანამდე კი საფუძვლიანად მოემზადეთ ამ დღისთვის:
საგანგებოდ დაასუფთავეთ სახლი, გადაყარეთ ძველი და გამოუსადეგარი ნივთები, შეურიგდით თქვენს ახლობლებს, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. ილოცეთ, გააკეთეთ მედიტაცია, უკუაგდეთ მძიმე აზრები
მიიღეთ შხაპი და ჩამოირეცხეთ წარსულის უსიამოვნებები და განცდები, მოუხმეთ სამყაროს ნათელ ძალებს, თქვენს წინაპრებს კატეგორიულად არ შეიძლება ბრაზი, სასოწარკვეთა, აგრესია, უიმედობა, შეგვიძლია თუნდაც ჩვენთვის ვთქვათ აღსარება, მოვინანიოთ, მივუტევოთ, კარგი იქნება ცეცხლის სტიქიასთან ურთიერთობა, ცეცხლი - სწორედ რომ გამწმენდ ფუნქციას ასრულებს - ვისაც ღია ცეცხლთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს, ვერ ანთებს კოცონს ან ბუხარს, დაანთეთ სანთელი, ილოცეთ, განიწმინდეთ, ითხოვეთ ყოველგვარი ნეგატიურის გარდასახვა სიყვარულის ენერგიაში.
ბუნიობის დროს კომუნიკაციის და ინფორმაციის პლანეტა, მერკური, შეერთებულია იუპიტერთან, ამიტომ სასიკეთო იქნება სურვილებიც ჩამოწეროთ და სწორედ განთიადისას, როგორც კი იწყება პირველი მზის სხივების ამოსვლა, კონცენტრირდეთ თქვენს მიზნებზე და ხმამაღლა წარმოთქვათ თქვენი სურვილები და მიზნები.
მადლობა გადაუხადეთ მზეს, აივსეთ იმედით და რწმენით, ჩაუთქვით ნათელი სურვილები და ასეც იქნება!
მშვიდობა ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას, მთელ სამყაროს!
ბნელზე სინათლით, ბოროტზე სიკეთით გამარჯვება გვქონოდეს ჩემო კარგებო! “, - წერს ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დაამუშაოს და გამოკვებოს ოჯახი“ - ვინ არის კაცი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს საკუთარ სახლს უთმობს
🔵„ვირუსის გავრცელება აქ მინიმალურად დაბალ დონეზეა“ - რას ჰყვება უკრაინაში წასული გიორგი ღოღობერიძე