Digest Logo

🎥 „საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდნენ“ - 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1728970258
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ეს დღე განახლებისაა. შეგიძლიათ გამოხვიდეთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდით. უნდა იყოთ დაკვირვებულები, რომ გამოსავალი, ახალი გზა, შესაძლებლობები დაინახოთ და აღმოაჩინოთ“, -  ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

ვერძი - საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. მოიზიდეთ სიახლეები, დაიწყეთ ახალი საქმიანობა. წარმატებული დღე იქნება საქმიანი, კარიერული მიმართულებით და გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას.

კურო - იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და დაკვირვებით. ეს დაგეხმარებათ მეტი წარმატების მიღწევაში. გაითვალისწინეთ, არ იყოთ ეჭვიანები, ეცადეთ ყველაფერს არ გამოეკიდოთ, პირიქით. 

ტყუპები - მოთმინება და თავშეკავებულობა აუცილებლად გჭირდებათ. ეცადეთ დღის გეგმა სიმშვიდე და მოთმინება იყოს, ეს კი დაგეხმარებათ, რომ ყველაფერს მარტივად გაართვათ თავი. 

კირჩხიბი - დღე მშვიდი და რუტინული იქნება. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდნენ, ან რაღაც ახალი ურთიერთობის საწყისი იყოს დღევანდელი დღე.  თქვენი გრძნობები უნდა გადააფასოთ. 

ლომი - დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ. არ ელოდოთ სხვის დახმარებას, უმჯობესია თავად გადადგათ ნაბიჯები. იყავით მომთმენები და მშვიდები. 

ქალწული - ურთიერთობა მოგიწევთ ისეთ ადამიანებთან, ვის მიმართაც არ ხართ კეთილგანწყობილი. პერიოდი ნაყოფიერი იქნება შენაძენებისთვის. 

სასწორი - ცუდი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. კონფლიქტები და გაუგებრობაა მოსალოდნელი, ეცადეთ იყოთ მშვიდები და კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში.

მორიელი - კარგი დღეა ფიქრისთვის, დაგეგმარებისთვის, გაახლებისთვის და სიახლეებისთვის. ეცადეთ გადააფასოთ, შეაჯამოთ, თუმცა ნუ გადადგამთ ახალ ნაბიჯებს. 

მშვილდოსანი - გარკვეული პრობლემები გექნებათ სამსახურში, ვერ გაიგებენ რას გულისხმობთ. ეცადეთ იყოთ პირდაპირები, რაც გაუგებრობას აგარიდებთ. 

თხის რქა - კარგი დღეა სიახლეებისთვის, შეგიძლიათ სცადოთ რაღაც ახალი. ძველმა ნაცნობებმა და მეგობრებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. 

მერწყული - დღე საკმაოდ დამღლელი იქნება, საჭიროზე მეტ დროს წაგართმევთ სამსახური. გამოიჩინეთ სიფრთხილე ინსტრუმენტებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის დროს. ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია.

თევზები - ბევრ ადამიანს დასჭირდება თქვენი დახმარება, შესაბამისად კონცენტრაცია და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა გაგიჭირდებათ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემს გვერდზე ყოფნა ძალიან დიდი სტრესია... ჭკუა ვისწავლე და ჩემს პირადზე სხვებთან აღარ ვსაუბრობ...“ - რას ჰყვება ცირა კობიაშვილი?

⭕„მადლობა ყველას...“ - როგორ აღნიშნა თაკო ნაცვლიშვილმა დაბადების დღე?

⭕სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა