Digest Logo

„საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი თავისუფლდება საგვარეულოს კარმისგან“ - რას წერს ხათუნა ნოელი?

1791559150
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ბუნებრივი მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ეზოტერულ მნიშვნელობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ასტროლოგის განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო მეტი ქალი ირჩევს საკეისრო კვეთას, მნიშვნელოვანია იმ ფარული ენერგეტიკული პროცესების გააზრება, რაც ამ დროს ხდება.

ნოელი მიმოიხილავს საკეისრო კვეთის ისტორიულ საწყისებს და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი მშობიარობისას სამშობიარო არხის გავლით ბავშვი ამყარებს კავშირს წინაპართა ეგრეგორთან, იღებს მათგან მფარველობას და ყალიბდება ბრძოლისუნარიან პიროვნებად, ხოლო გაიოლებული გზით დაბადება მას საგვარეულო კარმისა და ოჯახური ვალდებულებებისგან ათავისუფლებს:

„ბოლო დროს ქალების სულ უფრო დიდი ნაწილი ბუნებრივ მშობიარობას საკეისრო კვეთას ამჯობინებს. ფიქრობენ, რომ ეს ბევრად უფრო აიოლებს ქალის მდგომარეობას, ააცილებს იმ საშინელ ჭინთვებს, რომელსაც დედობის გამო ვითმენთ. არადა, ადრე ამის აუცილებელი სამედიცინო ჩვენებები თუ არ არსებობდა, არცერთი მეანი არ თანხმდებოდა მომავალი დედის კაპრიზს, გაიოლებული გზით მოევლინა ბავშვი ამ ქვეყნად.

მე შევეცდები ავხსნა, თუ რატომაა ეზოტერული თვალსაზრისით ეს გზა არასწორი.

საკეისრო კვეთა - ეს სახელწოდება უკავშირდება გაიუს იულიუს კეისარს (ცეზარს), რომელიც სწორედ ამ ხერხით ამოიყვანეს მშობიარობის დროს დაღუპული დედის საშვილოსნოდან.

ძველ რომში არსებობდა კანონი, რომლის თანახმად, გარდაცვლილი ორსული ქალი იკრძალებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი იქნებოდა ამოყვანილი ამ ოპერაციის მეშვეობით. მოგვიანებით, იგივე ხორციელდებოდა სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მხოლოდ მკვდარი ქალებისთვის.

მე-16 საუკუნეში, საფრანგეთის მეფის კარის ექიმმა პირველად დაიწყო საკეისრო კვეთების ჩატარება ცოცხალ ქალებზე. მაგრამ შედეგი ყოველთვის საბედისწერო იყო. მხოლოდ მე -19 საუკუნიდან დაიწყო საკეისრო კვეთის ახალი ეტაპი, როცა ამის შესრულება დაიწყეს არა გარდაცვლილ ან მომაკვდავ ქალზე, არამედ თავად ქალის სიცოცხლის გადასარჩენად.

ბუნებრივი მშობიარობის პროცესი გულისხმობს, რომ ნაყოფმა უნდა გამოიაროს გარკვეული გზა. სამედიცინო ენით ამ გზას სამშობიარო არხი ეწოდება. რუსულად იგივე ჟღერს როგორც Родовой канал. Родовой-ის ძირი კი გახლავთ Род.

ქართულად ეს არის გვარი/ საგვარეულო ანუ თაობათა მთელი რიგი, რომლებიც წარმოიშვა ერთი წინაპრისგან.
გამოდის, რომ თუ დაბადების პროცესში ადამიანი არ გამოივლის წინაპართა ეგრეგორულ არხს, ის თავისუფლდება საგვარეულოს კარმული ვალებისაგან, აღარ აქვს ვალდებულებები მათ წინაშე. მაგრამ ის ასევე თავისუფალია ოჯახური ვალდებულებებისგანაც. ვინაიდან ოჯახი სწორედ იმ ეგრეგორის გაგრძელებაა.

ბუნებრივი გზით დაბადებული ადამიანი კი ამყარებს ამ დროს წინაპრებთან კავშირს, რათა შემდგომში მათი სულებისაგან დახმარებას და თანადგომას ღებულობდეს.

ამავდროულად, ჭინთვების გზაგამოვლილი აღარ შეეცდება ცხოვრებისეულ სირთულეებს გაექცეს, ის უფრო ნაკლებად იქნება ზარმაცი,ან სხვებზე დამოკიდებული.

არ მითხრათ ახლა, ეგ მხოლოდ რუსებისათვისა ეგრე და ჩვენზე არ ვრცელდებაო. ბუნების კანონები ყველასთვის საერთოა“, - წერს ხათუნა ნოელი.

პოსტის სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕ „ყურადღება მიაქციე იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიდი ხანია ატარებ“ - 9 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕„კლასიკური სტილი ძალიან გიხდებათ“ - კახა კალაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

✕