Digest Logo

„საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით...“ - 28 ნოემბრის ენერგიები

1795847457
დღის ენერგიები

28 ნოემბერი მილიონერის კოდისა და დიდი ფულის დღე.

ჩემო ძვირფასებო, დღეს ძალიან ძლიერი დღეა! დღის ენერგიებია 1 • 4 • 5 - მილიონერის კოდი, რომელსაც ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვისა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენის დიდი პოტენციალი აქვს.

🏋️‍♀️ დღე აუცილებლად ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. საყვარელ მუსიკაზე იცეკვეთ ხოლო თუ სპორტდარბაზშიც წახვალთ ან სრულფასოვნად ივარჯიშებთ, ეს საუკეთესო იქნება!

📝 დღეს თვითპროგრამირების პრაქტიკები ფურცელზე ხელით ჩამოწერეთ. დაწერეთ თქვენი სურვილები, მიზნები და ის შედეგი, რომლის მიღწევაც გსურთ - ისე, თითქოს ეს ყველაფერი უკვე თქვენს ცხოვრებაშია.

🧠 აკონტროლეთ თითოეული აზრი და საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით: „მე წარმატებული ვარ“, „მე მდიდარი ვარ“, „მე რეალიზებული ვარ“, „ყველაფერი საუკეთესოდ გამომდის“.

🚪 დღის მთავარი ამოცანაა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გაშინებთ, უჩვეულოა ან თქვენთვის არადამახასიათებელი - ისეთი, რის გამოც შეიძლება გვირგვინი ოდნავ შეგერყეთ და მუხლები აგიკანკალდეთ.

😅 უარიც რომ გითხრან, საშიში არაფერია. უცხოპლანეტელები არ მოგიტაცებენ, მიწა არ გაგისკდებათ და ქვეყნიერებაც არ დაიქცევა. სამაგიეროდ, მიხვდებით, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლიათ! 🎙 დღეს ბევრ ადამიანს უნდა გამოაჩინონ თავი. იმღერეთ, ლექსი ან ანეკდოტი თქვით, საინტერესო ამბავი მოყევით ან პირდაპირი ეთერი ჩართეთ. მთავარია, დაგინახონ და მოგისმინონ.

🖤 დღევანდელი იღბლიანი ფერებია მუქი ყავისფერი და შავის ყველა ელფერი. დაამატეთ ისინი თქვენს ჩაცმულობას, რათა მეტი თავდაჯერება, კონცენტრაცია და მიზანდასახულობა იგრძნოთ.

✨ თუ ყველა რეკომენდაციას შეასრულებთ, დღე შეიძლება მართლაც ჯადოსნურად წარიმართოს. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით და ისეთ შესაძლებლობას მიიღებთ, რომ გაიფიქრებთ: „ღმერთო, აქამდე ასე რატომ არ ვიქცეოდი?“

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში

⭕დანაშაულის შეგრძნება და კარმა – რატომ არ უნდა დავისაჯოთ საკუთარი თავი იმ მოვლენებისთვის, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია?

📸 ჰეილი ბიბერი 30 წლის გახდა – ნახეთ, როგორ აღნიშნა მოდელმა დაბადების დღე

✕