23 სექტემბერი ფინანსური ჯეკპოტის, ახალი ნაცნობობისა და დიდი იღბლის დღეა!
ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ენერგიებია 5 • 6 • 2. ამასთანავე, ოთხშაბათი ხუთიანების დღეა, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ თქვენი სილამაზე, სიმსუბუქე, კომუნიკაბელურობა და უფრო აქტიურად გამოჩნდეთ საზოგადოებაში.
💚 აუცილებლად დაამატეთ თქვენს ჩაცმულობას მწვანე ფერი. ეს შეიძლება იყოს კაბა, საყურე, სამაჯური, ჩანთა ან სულაც პატარა მწვანე დეტალი. დღეს მწვანე ფერი წარმატებას, სიუხვესა და საჭირო შესაძლებლობებს მიიზიდავს.
💄 ნუ დარჩებით კომფორტის ზონაში და სახლიდან ნუ გახვალთ მოუწესრიგებელი. ჩაიცვით ლამაზად, გაიკეთეთ ვარცხნილობა და მაკიაჟი. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „მე ლამაზი ვარ და დღეს ყველაფერი შემიძლია!“
🔋 თქვენ გარშემო ბევრი ადამიანი იქნება, ვისაც თქვენთან ურთიერთობა და თქვენი ენერგიით დამუხტვა მოუნდება. იურთიერთეთ, გაიღიმეთ და იყავით გახსნილი დღეს სწორედ ადამიანების მეშვეობით შეიძლება მოვიდეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
👌 თუმცა საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ. ყველას ნუ გაუზიარებთ თქვენს გეგმებს, იდეებს, მიზნებსა და პირადი ცხოვრების დეტალებს. ასევე, ეცადეთ, სხვების პრობლემებში ზედმეტად არ ჩაერთოთ დღეს თქვენი ენერგია უნდა შეინარჩუნოთ.
🌟 დიდია ალბათობა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ და შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში თქვენს წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს სასარგებლო ნაცნობობა, პარტნიორი, მენტორი ან თქვენი მომავალი სიყვარულიც კი.
💞 რიცხვი 2 დღეს განსაკუთრებით ააქტიურებს პარტნიორობას, შეხვედრებსა და რომანტიკულ ნაცნობობას. ამიტომ აუცილებლად გაისეირნეთ ეწვიეთ ახალ კაფეს, რესტორანს, პარკს ან რომელიმე ლამაზ ადგილს.
🚪 დღეს კომფორტის ზონიდანაც უნდა გამოხვიდეთ. სთხოვეთ უცნობ ადამიანს, ყავით გაგიმასპინძლდეთ, კარი დაგიჭიროთ, ნივთების წაღებაში დაგეხმაროთ ან რიგში გაგატაროთ. უარის ნუ შეგეშინდებათ ეს მხოლოდ დღევანდელ ენერგიებთან თამაშია.
💵 დღეს იღბალს სილამაზით, ურთიერთობითა და გამბედაობით ააქტიურებთ. იყავით მოწესრიგებული, გახსნილი და ადამიანების მიმართ ყურადღებიანი — ამ დღემ შესაძლოა გაჩუქოთ შეხვედრა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.
❤️ იყავით ბედნიერები, მდიდრები და წარმატებულები! დაე, დღეს თქვენს გზაზე მხოლოდ საუკეთესო ადამიანები და ულამაზესი შესაძლებლობები გამოჩნდნენ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში
⭕თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - „ძალიან გიხდება, სულ სხვანაირი ხარ“
🎥 შორენა ბეგაშვილის დედა 80 წლის გახდა - როგორ აღნიშნა ნინელი ბაიდოშვილმა იუბილე