თამო ვაშალომიძე ცნობილი ქართველი ფოტომოდელი, მსახიობი, ბლოგერი და ბიზნესს-ლედია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება თავდაპირველად თამამი ფოტოსესიებით და სამოდელო კარიერით მიიპყრო.
თამომ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გაავრცელა, სადაც მას მოკლე თმა აქვს.
როგორც ირკვევა, თამომ პარიკი მოირგო და იმიჯი არ შეუცვლია:
„ძალიან გიხდება, სულ სხვანაირი ხარ“.
„ლამაზი გოგო ხარ, წარმატებები“.
„მგონი, დროა სამუდამოდ დაიტოვო ეს იმიჯი“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსახიობი თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მან ქალიშვილის, სოფის მიერ შექმნილი ესკიზის მიხედვით შეკერილი კაბა მოირგო.
მსახიობის გამოსვლას წითელ ხალიჩაზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც მასთან ერთად კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი პოზიორობდა, რა დროსაც ორმა ფოტოგრაფმა მას გაწევისკენ მოუწოდა.


ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შორენა ბეგაშვილის დედა 80 წლის გახდა - როგორ აღნიშნა ნინელი ბაიდოშვილმა იუბილე
🎥 „დე, მე ლამაზი გოგო ვარ?“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს