Digest Logo

🎥 „საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ალბათობაა“ - 28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1748408920
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც საკმაოდ დადებითი იქნება. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ის, რომ არ ჩაეძიოთ ზედმეტად ისეთ საკითხებს, რაც კონფლიქტს გამოიწვევს“, - 28 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

ვერძი - ნაყოფიერი და წარმატებული დღე გაქვთ, გადადგით ნაბიჯები და იმოქმედეთ. სარის დაწინაურების ალბათობა, თუმცა არ იყოთ კონფლიქტურები. 

კურო - დღეს წარმოქმნილ პრობლემებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, მალე გამოასწორებთ ყველაფერს და ნუ აირიდებთ პასუხისმგებლობას. 

ტყუპები - წარმატებული დღე გაქვთ როგორც დამოუკიდებელი სამუშაოსთვის, ისე გუნდური მუშაობისთვის. პრობლემა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ აგვარებდით, დღეს მოახერხებთ. 

კირჩხიბი - ქაოსური დღე გაქვთ, გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ სერიოზული შენაძენები არ გააკეთოთ, რადგან ვერ გაამართლებს. 

ლომი -  მნიშვნელოვანი საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადეთ, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ. 

ქალწული - მეტი გულწრფელობა და გულახდილობა გჭირდებათ, თამამად გამოხატეთ თქვენი ემოციები. კარგი იქნება თუ დასვენებასაც მოახერხებთ. 

სასწორი - ნაყოფიერი დღეა, წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა იშრომოთ. არ გაჩერდეთ და აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

მორიელი - მიდრეკილი ხარ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, შეეცადეთ ყველაფერი გააანალიზოთ. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს, რადგან საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ალბათობაა.

მშვილდოსანი - ქაოსური დღეა, ბევრი პრობლემა იჩენს თავს. თუ ხვდებით, რომ მარტო ვერ უმკლავდებით, თამამად მიმართეთ მეგობრებს. 

თხის რქა - სიახლეებით სავსე, ნაყოფიერი და წარმატებული დღე გექნებათ. დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, ფიქრებს, იდეებს. 

მერწყული - პოზიტიური დღეა, მარტივი იქნება ნაბიჯების გადადგმა, შთაბეჭდილების მოხდენა. კომუნიკაცია, ურთიერთობები დღეს ძალიან გაგიმარტივდებათ. 

თევზები - დღევანდელი დღე ქაოსურია, აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციებში, სადაც ვერ მიხვდებით როგორ მოიქცეთ, სად იქნება გამოსავალი. ნუ გადაწყვეტთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს.