„ეს პერიოდი არ არის კარგი დაქორწინებისთვის, მოსალოდნელია გაურკვევლობები. საქმეს უნდა მიუდგეთ დიპლომატიურად.
ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეებში ახალს არაფერს ვიწყებთ, ვუფრთხილდებით დაძაბულობას, შემდეგ კი გაცნობიერებულად შეუდგებით საქმიანობას“, - ამის შესახებ ასტროლოგი ანა ჯალაღონია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
რას მოუტანს 2 ოქტომბრის მზის დაბნელება ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს, ნახეთ ასტროლოგის პროგნოზი:
♈ ვერძი
თქვენთან მეშვიდე სახლში ჯდება პარტნიორულ ურთიერთობებში კარმული პარტნიორის შემოსვლა, ხდება დაბრუნება გადახედვა, გაშვება ურთიერთობებიდან იმ ადამიანების, ვინც ხელს გიშლიან, შემდეგ კი ახალ ეტაპზე გადასვლა. ხშირი იქნება კონფლიქტები, ამიტომ ეცადეთ ბალანსი დაიცვათ.
♉ კურო
თქვენთან მეექვსე სახლში ხდება, რაც მოითხოვს ახალ ეტაპზე გადასვლას, მაგრამ ჯერ უნდა გააცნობიეროთ რა არის თქვენგან გასაშვები. სამსახურებრივ თემებს აუცილებლად შეეხება, ზოგიერთი დატოვებს სამუშაო ადგილს. მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა გადაწყვეტილება უნდა იყოს ბალანსირებული.
♊ ტყუპები
ხდება მეხუთე სახლში, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში აისახება. ზოგიერთში შემოვა ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, პარტნიორები, მაგრამ ჯერ ძველს უნდა დაემშვიდობოთ. ეს დაკავშირებული იქნება თქვენი თავის გამოვლენასთან.
♋ კირჩხიბი
მეოთხე სახლში ხდება, რაც ოჯახის საკითხებს გაგიაქტიურებთ. ის პრობლემები რაც ოჯახში არსებობდა, ან უძრავ ქონებასთან იყო დაკავშირებული, ფრთხილად უნდა გადაწყვიტოთ და დაასრულოთ, რადგან ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ ურთიერთობები.
♌ ლომი
მესამე სახლში დგება, ძალიან საინტერესო კონტაქტები და ურთიერთობები ჩამოგიყალიბდებათ, მაგრამ ცდუნებების ალბათობა იზრდება, ამიტომ იყავით ობიექტურები. გაითვალისწინეთ, ვის შემოუშვებთ და ვის დატოვებთ თქვენს ცხოვრებაში.
♍ ქალწული
მეორე სახლი, რაც ფინანსებს შეეხება. გადახედვა მოგიწევთ ხარჯებზე, გაიზრდება ცდუნებები, სწორად დაგეგმეთ ყველაფერი ბალანსის დაცვით.
♎ სასწორი
პირველ სახლში ხდება დაბნელება, მიგანიშნებთ, რომ უნდა გადახვიდეთ ახალ ეტაპზე, გამოხვიდეთ ძველი ჩაციკლული მდგომარეობიდან, უნდა შეცვალოთ მიდგომები. იყავით ობიექტურები საკუთარ თავთან და სხვებთანაც. ძველი ადამიანებისგან დამშვიდობება მოგიწევთ.
♏ მორიელი
მეთორმეტე სახლში ხდება დაბნელება. უნდა დაემშვიდობოთ ტოქსიკურ ადამიანებს, განთავისუფლდით შიშებისგან და ფობიებისგან. ვისაც ემიგრაციის თემა აინტერესებს, მისთვისაც კარგი პერიოდია.
♐ მშვილდოსანი
მთერთმეტე სახლში ხდება დაბნელება, რაც ახალ პროექტებს, საქმეებს, მეგობრებს წამოსწევს წინ. ყველაფერი უნდა დააბალანსოთ, ობიექტურად გააანალიზოთ.
♑ თხის რქა
მეათე სახლი შემოიტანს ცვლილებებს, შეიძლება დაემშვიდობოთ სამსახურს, ან შეიცვალოთ სტატუსი. თქვენი მიზნებისთვის კარგი პერიოდია, გადადგით ნაბიჯები, მაგრამ ცდუნებების გარეშე.
♒ მერწყული
მეცხრე სახლში ხდება დაბნელება, რაც კარგია ავტორიტეტის ამაღლებისთვის. გამოავლინეთ თავი საზოგადოებაში და ფრთხილად იყავით ინტრიგებთან. უცხოელ პარტნიორებთან შეგიძლიათ განახორციელოთ პროექტები, თუმცა ნუ აჰყვებით ცდუნებებს.
♓ თევზები
მერვე სახლში ხდება დაბნელება, რის გამოც მოგიწევთ შიშებისგან გამოსვლა. სრული ტრანსფორმაცია გელით, უნდა გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობისგან, იყავით ფრთხილად, თუმცა აქტიურები. მოერიდეთ ვალის აღებას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ მართლდება ჯანო იზორიას ინტუიცია და რა წარმოუდგენელი ოცნებები ახდა მის ცხოვრებაში
⭕„მზესავით ანათებ, როგორც ყოველთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო