Digest Logo

„სამყარო არ ტოვებს შეუმჩნევლად მათ, ვინც ბოლომდე იბრძოლა - ის აჯილდოებს მათ არა მხოლოდ წარმატებით, არამედ სულიერი სიმშვიდით“ - ზაზა ჯაიანი

1761040689
სამყარო, მედიტაცია

წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრიუმფი ყოველთვის მოდის იქ, სადაც მოთმინება სჯობნის ტკივილს. სამყარო არ ტოვებს შეუმჩნევლად მათ, ვინც ბოლომდე იბრძოლა - ის აჯილდოებს მათ არა მხოლოდ წარმატებით, არამედ სულიერი სიმშვიდით, თავდაჯერებით და იმ ცნობით, რომ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია:

„ცხოვრება არ აძლევს გამარჯვებას მათ, ვინც ადვილად ნებდება. ყველაზე დიდ წარმატებებს ყოველთვის წინ უსწრებს ბრძოლა - უხილავი, შინაგანი ბრძოლა საკუთარი შიშების, ეჭვებისა და დაღლილობის წინააღმდეგ.

ბოლომდე ბრძოლა არ ნიშნავს აგრესიულ შრომას ან ბრძოლას სამყაროსთან - ეს ნიშნავს არ დანებდე საკუთარ სუსტ მხარეებს, მაშინაც კი, როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ მიედინება.

ყოველი ტკივილი დროებითია.

გაივლის როგორც ღამე, რომელიც ადგილს უთმობს განთიადს, მაგრამ ის, ვინც არ დანებდა - მოიპოვებს იმ შინაგან სიძლიერეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება მასში.

ტრიუმფი ყოველთვის მოდის იქ, სადაც მოთმინება სჯობნის ტკივილს. სამყარო არ ტოვებს შეუმჩნევლად მათ, ვინც ბოლომდე იბრძოლა - ის აჯილდოებს მათ არა მხოლოდ წარმატებით, არამედ სულიერი სიმშვიდით, თავდაჯერებით და იმ ცნობით, რომ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია.

გახსოვდეს: ახლა რაც არ უნდა სირთულე გქონდეს რთული, ეს მხოლოდ ერთი თავი არის შენს წიგნში და არა დასასრული.

შენი გამარჯვება უკვე შენს გზაზეა, უბრალოდ არ გაჩერდე“, - წერს ზაზა ჯაიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამ ფოტოში კი ჰგავს მონიკა ბელუჩის“ - თამო ვაშალომიძე მილანში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„ექიმი უნდა ერიდებოდეს დამატებითი, ზედმეტი კვლევების და მედიკამენტების დანიშვნას...“ - რას ამბობს მაია ბუწაშვილი

„უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ... რა სარგებელია სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ“ - იოვანე მჭედლიშვილი ეზოტერიკოსებსა და წინასწარმეტყველებზე