Digest Logo

„უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ... რა სარგებელია სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ“ - იოვანე მჭედლიშვილი ეზოტერიკოსებსა და წინასწარმეტყველებზე

1761036665
იოანე მჭედლიშვილ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსებთნ, ცრუ წინასწარმეტყველებთან, მკითხავებსა და მათთან საქმის დამჭერებთან დაკავშირებულ  წმინდა მამების ციტატებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ისინი ღმერთის მტრები არიან. 

სასულიერო პირი სასტიკ სნეულებაში ჩავარდნილებს მოთმინებისკენ მოუწოდებს:

„წმინდა მამათა ციტატები: მკითხავებთან, ეზოთერიკოსებთან, ცრუ წინასწარმეტყბელებთან საქმის დამჭერებისთვის..

„ვინც მიდის მკითხავთან, იგი უარყოფს ქრისტეს და ეშმაკს ემსახურება; რადგან ღმერთის ნაცვლად ბოროტს ეკითხება მომავლის შესახებ“.

„მკითხავებთან მისვლა იგივეა, რაც ეშმაკთან აღსარება — ის, ვინც მათ მიმართავს, წმინდა ნათლობას შეურაცხყოფს“.

„ნუ ირწმუნებ ზეცის ნიშნებს, რადგან ისინი ჩვენთვის არ არიან მოცემული წინასწარმეტყველებისათვის, არამედ ღმერთის დიდების საჩვენებლად“.

„ვინც ჰოროსკოპს კითხულობს, მას სჯერა, თითქოს მისი ბედი ვარსკვლავებს ემორჩილება და არა ღმერთს — ეს კი ჭეშმარიტი ურწმუნოებაა“.

„ვინც ცდილობს მომავლის გაგევას ჭეშმარიტების გარეშე, ის ბნელ ძალებს ესაუბრება“.

„ნუ მიმართავ ასტროლოგიას, ნუ იმკითხავებ სიზმრებითა და ნიშნებით — რადგან ეს ყველაფერი დემონების ტყვეობაა“.

„საზარელია, როცა ადამიანები იმედს ამყარებენ კენჭებზე , ჩრდილზე, ქარზე ან ვარსკვლავზე — ნაცვლად იმისა, რომ უფალს მიმართონ“.

„მკითხავი ადამიანის სული სიბნელითაა მოცული. ხოლო ვინც ღმერთს მიენდო, ის ნათლით ივსება“.

„მკითხაობა ცრუ რწმენაა, რომელიც ადამიანში ამპარტავნებას აღვივებს — თითქოს ღმერთის გარეშე შეეძლოს შემეცნება მომავლის“.

„მკითხაობა და ჰოროსკოპი — ეს არის სულიწმიდისგან განდგომილი გონების ნაყოფი“.

არ მივმართოთ ღვთის მტრებს, (ეზოტერიკოსებს, მკითხავებს, ჯადოქრებს, ექსტრასენსებს), რამე თუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ.

როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ ღმერთს მინდობილმა დაითმინე. გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს.

უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ“, - წერს იოვანე მჭედლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნამდვილი ერთგულება მაშინ ჩანს, როდესაც დარჩენა აღარ არის ადვილი“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

2025 წლის 21 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარეა - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც ის ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს

„ეჭვები გულს აავადებს, ხოლო მტკიცე რწმენა ჩვენს გადაწყვეტილებებს, ტანჯვის შემთხვევაშიც კი - უმტკიცესს ხდის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება