„დახუნძლული კვირაა, გვაქვს მრავალფეროვანი მოვლენები. ეს კვირა უარყოფითი ენერგოველის მატარებელია, შედეგი კვირიდან დედამიწა დაიწყება გადასვლას პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ სასიკეთო შესაძლებლობები შემდეგი კვირიდან უფრო მოიმატებს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:
ასტროლოგი საზოგადოებას ურჩევს ეს კვირა გაიარონ ფრთხილად და ყურადღებით.
„შაბათს, 20 დეკემბერს გვაქვს ახალმთვარეობა, რომელიც ხდება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს და მათ შორის მიდის დიდი ბრძოლა. შაბათი დღე გაიარეთ ფრთხილად არ დაიწყოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი. არ დადოთ ხელშეკრულება და არ აწარმოოთ მოლაპარაკებები, რადგან მათი უმრავლესობა არ იმუშავებს.
შაბათ დღეს გავდივართ მშვიდად, იუმორით და პოზიტივით. ასევე ილოცეთ და დალოცეთ ყველა“, - ამბობს ასტროლოგი.
მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი.
„კვირა დღე ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს ზამთრის მზე ბუდობა - ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე. ეს არის საკრალური დღე. საქართველოში ამ დღეს აცილებდნენ ძველ წელს. ამ დღეს კარგია ლოცვა.
21 დეკემბერს სამყაროდან მოდის უზარმაზარი კარგი ენერგია, ამიტომ ყველაზე ნაყოფიერია ლოცვა და გულს გახსნა. ჩამოწერეთ რა გინდათ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, რადგან ეს დღე კარგია თქვენი სურვილების ასრულებისთვის“, - ამბობს ასტროლოგი.
როგორც მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, მზე ტოვებს მშვილდოსნის ნიშანს და თხის რქაში გადადის 1 თვით. მან ასევე საზოგადოებას გაუზიარა კვირის დღეების რჩევები.
„მზე გადადის მშვილდოსნიდან თხის რქაში 1 თვით. ასევე დღეიდან მარსი (გონების მმართველი პლანეტა) გადადის თხის რქაში, ასევე, შემდეგ კვირაში ვენერა გადადის თხის რქაში. იცვლება სტიქია - ცეცხლი უთმობს თავის ადგილს მიწას. მოიმატებს სერიოზულობა და პასუხისმგებლობა.
ხვალ 16 დეკემბერს, ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით, არ ჩავარდეთ ხიბლში, რადგან შეიძლება ცუდად დაასრულოთ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი კარგია თვითშემეცნებისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ხუთშაბათს და პარასკევს კარგია უცხოელებთან კონტაქტისთვის და საკონსულოში შესვლისთვის, შაბათი და კვირა კარგია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის“, - ამბობს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელმა ასევე, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, მიმდინარე კვირის რეკომენდაციები გაგვიზიარა:
♈ ვერძი
არ უჩივით ჯანს, ხართ აქტიურები და ენერგიულები. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოელებთან კონტაქტის დროს, შეიძლება მოხდეს ისეთი გაუგებრობები, რომელსაც არ ელოდებოდით. არ იყოთ სულსწრაფები.
♉ კურო
ჯერ ვერ ხართ ჯანზე, მაგრამ შემდეგი კვირიდან გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს - ამ კვირაში მაღალია ცდუნება და თავი შეიკავეთ ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან. უმჯობესია, ეს კვირა გაიაროთ მშვიდად. დაიცავით საიდუმლოები და არ გათქვათ თქვენი გეგმები.
♊ ტყუპები
ხართ აქტიურები, თუმცა თქვენი მთავარი პრობლემა არის, რომ თვლით უსამართლობას და გაუგებრობას აქვს ადგილი. ახლა არ არის კარგი იურიდიული საკითხების გადაწყვეტა, რადგან არ დასრულდება თქვენ სასიკეთოდ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.
♋ კირჩხიბი
თქვენც გაქვთ უსამართლობის საოცარი გრძნობა, ახალმთავრეობას მძიმედ იტანთ. შაბათი დღეს გაიარეთ მშვიდად და არ დაგეგმოთ არაფერი ახალი. სიფრთხილე გამოიჩინეთ, კოლეგებთან ურთიერთობის დროს თქვენი ხასიათის ცვლილება, არ გახდეს მათთან დაპირისპირების მიზეზი.
♌ ლომი
აქტიური და ენერგიულები ხართ, თუმცა გაქვთ მოჭარბებული ამბიციები, რომელიც გადადის ამპარტავნებაში და ზოგჯერ ეგოიზმში, რაც ქმნის კონფლიქტებს.
♍ ქალწული
ახლა დაიოკეთ სურვილები და შესაძლებლობები, რადგან იმუნიტეტი დაბალია არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. არ არის კარგი ახალი საქმეების დაწყება, სჯობს ეს კვირა დაუთმოთ ყოველდღიურ საქმეს და გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.
♎ სასწორი
ენერგეტიკულად თავს კარგად გრძნობთ, თუმცა ახლა ხვდებით არაკომპეტენტურ ადამიანებს, რაც გიშლით ნერვებს. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად თავდაჭერილი და იმოქმედეთ მშვიდად.
♏ მორიელი
რთული პერიოდი აქვთ, მატულობს დაძაბულობა და იმპულსურობა, წყენის დამახსოვრების ტენდენცია და სარკასტული გამონათქვამები ქმნის კონფლიქტს, ამიტომ მოერიდეთ ამ თვისებებს, შემდეგი კვირა უკეთესია.
♐ მშვილდოსანი
ახლა თქვენი დროა და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა, ბევრი რამ გამოგდით მთავარია ეგოიზმი. ფულის უყაირათოდ ხარჯვა და ამბიცია დაივიწყოთ, რადგან ეს ფაქტორები არის თქვენთვის ხელის შემშლელი. სხვა მხრივ მთავარი ფავორიტი ხართ თქვენ.
♑ თხის რქა
გაქვთ პრობლემური პერიოდი, შემდეგი კვირა თქვენია. ახლა ფრთხილად იყავით კუდი არ მოიქნიოს ფარულმა მტრებმა და მოშურნეებმა, ასევე ჭორები თქვენ წინააღმდეგ მატულობს და ენას კბილი დააჭირეთ, არ დაიწყოთ ახალი საქმე, ეს შემდეგი კვირისთვის გადადეთ.
♒ მერწყული
ჯანს არ უჩივით, მაგრამ გყავთ ბევრი კრიტიკოსი შესაძლოა ეს კრიტიკოსები ის ადამიანებიც იყოს, ვისთანაც დიდი ხანია თანამშრომლობთ, ასევე მეგობრების მხრიდან მოდის პრეტენზიები.
♓ თევზები
ენერგოტონუსი დაბალია, გამოიძინეთ კარგად რათა მოხდეს ენერგიის აღდგენა, შესაძლოა აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, შესაძლოა ხელმძღვანელებთან დაძაბულობამ იჩინოს თავი გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატიურობა. შემდეგი კვირა უკეთესია, ნუ მიაქცევთ კრიტიკას დიდ ყურადღებას და ნუ გაიხსენებთ ძველ პრობლემას არ გადახვიდეთ წარსულში იყავით ახლა და აქ მაშინ იქნებით უფრო წარმატებული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕15 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 დეკემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით