Digest Logo

🎥 „სამყარომ გამოიღვიძა, ენერგიები გასწორდა“ - რას გვიმზადებენ ვარსკვლავები მიმდინარე კვირაში? ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი

1794812740
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი ანზორ ოდიშარია გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააცნო და ისაუბრა იმაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული, ვის მოუწევს სიფრთხილის გამოჩენა და როდის არის ხელსაყრელი დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ანზორ ოდიშარიას თქმით, გასული ორი თვის შემდეგ ენერგეტიკული მდგომარეობა უმჯობესდება და ადამიანებს შინაგანი ძალისა და მოტივაციის მატება დაეტყობათ.

„სამყარომ გამოიღვიძა, გაცოცხლდა, ენერგიები გასწორდა, რაც ჩვენზეც აისახება. შინაგანად ძალას იგრძნობთ. შენაძენების გაკეთება უკვე შეგვიძლია. პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობები შეგვიძლია უფრო მკაფიოდ აღვიქვათ და დავინახოთ, რომ უფრო სერიოზულია, ვიდრე აქამდე.

განსაკუთრებული ენერგიისა და მოტივაციის პერიოდი ლომებს ელოდებათ. მათი ყურადღება და კონცენტრაცია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პროექტებისა და პირადი ურთიერთობების განვითარებაში დაეხმაროთ.

ვერძები  ემოციებს არ აჰყვნენ, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღონ და საკუთარი რესურსები სწორად გადაანაწილონ. 17-18 ნოემბრის შემდეგ მათთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება.

რაც შეეხება მშვილდოსნებს, მათთვის ახალი ეტაპი იწყება და წინ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მერწყულებს კი გრანდიოზული პროექტებისა და შესაძლებლობების პერიოდი ელოდებათ.

სასწორებისთვის ეს კვირა ხელსაყრელი იქნება როგორც პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისე კარიერული საკითხების მოსაგვარებლად. მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა, ხელმძღვანელობასთან საუბარი და ხელფასის მომატების მოთხოვნაც.

ტყუპებს ემოციური და ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავებას ვურჩევ. თხის რქებს კი სასიამოვნო სიტყვებისა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მიღმა შესაძლოა სიცრუე ან პრობლემები იმალებოდეს. ამასთან, მათ მატერიალური კეთილდღეობისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობებიც ექნებათ.

ქალწულებისთვის წარმატებისა და სიკეთის პერიოდი ახლოვდება, თუმცა ემოციებს არ უნდა აჰყვნენ და ურთიერთობები საკუთარი ქცევით არ დააზიანონ. კუროებმა კი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს და არ მისცენ სხვებს მათი გამოფიტვის შესაძლებლობა.

მორიელებისთვის კვირა აქტიურობასა და მიზანმიმართულ მოქმედებას უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანი, ფინანსური და პირადი ურთიერთობები. თევზებს კი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი ელოდებათ.

კირჩხიბები შიშებსა და უარყოფით მოლოდინებს არ აჰყვნენ. შესაძლოა, ამ პერიოდში ზედაპირზე ძველი ემოციები და განცდები ამოვიდეს, რაც შინაგანი განთავისუფლების პროცესის ნაწილი იყოს“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

გადაცემაში ანზორ ოდიშარიამ ასევე ისაუბრა 21 ნოემბერზე, რომელსაც, მისი შეფასებით, წარმატებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ასტროლოგმა მაყურებელს სიმბოლური რიტუალიც გაუზიარა:

მისი რჩევით, 21 ნოემბერს უნდა შეარჩიონ ნებისმიერი გასაღები, ჩაიფიქრონ სურვილი და გასაღები გულთან მიიტანონ ან მას სული შთაბერონ. სურვილი შეიძლება ეხებოდეს პირად ურთიერთობებს, ფინანსურ მდგომარეობას, ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს ან ქონების გაყიდვას.

ოდიშარიას თქმით, სურვილის ჩაფიქრებისას მნიშვნელოვანია სწორი ფორმულირება, ემოციური განწყობა და შინაგანი მზაობა.

✕