Digest Logo

„სანამ სხეული რამეს გადაწყვეტს, სულმა უკვე იცის თუ ვინ და რა სჭირდება...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

1745907684
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან ახლახან მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ისევ მატრიცული სამყაროდან. გეტყვით, რომ არსებობს „აუცილებელი-საბედისწერო და საგამოცდო” მოვლენის საკითხები.

რეალურად დუალიზმის პრინციპი, სადაც ორი პოლუსი გვაქვს არსებობს თავად ადამიანშიც. სულიერი თვალი თავის გონებით სხვა რამეა და ფიზიკური გონი სულ სხვა.

ადამიანის სხეული ტაძარია, ხოლო სული კი საკურთხეველი. სხეულის გარეშე სულს არ შეუძლია ამოცანის შესრულება და განვითარება, ისევე, როგორც, პირიქით.

სანამ სხეული რამეს გადაწყვეტს, სულმა უკვე იცის თუ ვინ და რა სჭირდება. მათ შორის, აუცილებელი და საბედისწეროა, თუნდაც ის არჩეული ოჯახი, რომელშიც განსხეულდა, ვინც აირჩია მშობლებად და ა.შ.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ცნობიერი და არაცნობიერი ბუნება. ცნობიერს ტვინს მივაწერთ და არაცნობიერს სულს. პარადოქსია, თუმცა ღრმა ჭეშმარიტების ფესვში სწორედ ცნობიერია სულის აზროვნება და არაცნობიერი ტვინის.
სულის აზროვნება ჭეშმარიტად სწორია და ყოველთვის ცნობიერ ტალღაზეა, თუმცა სხეული ითხოვს იმას, რაც მას სურს, მათ შორის გამავალი ხიდი პირადი ინტერესი და ეგოა, რომლის გამოც ადამიანი ძირითად დანიშნულებას თუ რისთვის მოვიდა ვერ ხედავს და რომ გაიზარდოს და მიხვდეს, თუნდაც ტკივილით მიხვდეს, ამისთვის უკავშირდებიან სულები ერთმანეთს და ბევრი რამ სულის ზრდისთვის აუცილებელი და საბედისწეროა.

მაშინ გამოცდა რაღა გამოდის? გამოცდაა, როცა ადამიანი აგროვებს ცოდნებს, ინფორმაციებს, საბოლოო გამოცდილებას იძენს, შეიარაღებულია და დგება გადაწყვეტილების წინაშე. დაეცემი და ძირს იქნები თუ რაც ხელთ გიკავია სწორად გამოიყენებ? აქ უკვე საგამოცდო სიგნალები ირთვება და არჩევანში შეზღუდული არ ხარ.
არც არასდროს არ ხარ შეზღუდული არჩევანში. უბრალოდ საკუთარი სულის ხმის გაგონებაა საჭირო, რაც სულიერად რთულია, ბუნებრივია, მაგრამ რა მისიებითაა ადამიანი მოსული ამის გაცნობიერება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, სული ყოველთვის მოუწყობს ფიზიკურ სხეულს აუცილებელ შეხვედრებს და მოვლენებს, ისევ და ისევ, ზრდისთვის.

არა მარტო ოჯახის წევრები, მეუღლეები, მეგობრებიც კი არ პოულობენ ერთმანეთს შემთხვევით, სადაც მოძრაობ იქ იზრდები, ხოლო თუ რამე არ მოგწონს ეს უნდა შეცვალო, ტრანსფორმაცია მტკივნეულია, მაგრამ არის მომენტები, როცა ჩარევის უფლება გაქვს.

მოკლედ რომ ვთქვა: ორი გონის ჭიდილია ჩვენში: ღვთიურის და ადამიანურის და კიდევ პარადოქსია, თუმცა რაც გვინდა ეს ხშირად ილუზიაა და რაც არ გვინდა და ვერ ვხედავთ ზუსტად ეგ გამოდის სულიერ წიაღში რეალური გზა და ნათელი“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მშობიარობა კორეაში...“ - რა გზა გაიარა სოფია კვინიკაძემ დედობამდე და მას შემდეგ

🎥 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, კარმული ურთიერთობები და მათი მნიშვნელობა - მარიამ შუკაკიძის საინტერესო ინტერვიუ

„ასეთი პარტნიორი გაცილებით დიდ პრობლემებს შეგიქმნის, ვიდრე შენი მარტოობა“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე