16 ნოემბერი დღე, როცა ყველაფერი შეგიძლიათ.
ჩემო ძვირფასებო, დღეს საოცარი, წარმატებისა და იღბლის დღეა! როგორც იქნა, რეტროგრადული პლანეტების გავლენა სრულდება ამოვისუნთქოთ და ამ კვირით ტკბობა დავიწყოთ!
დღის ენერგიები: 7 • 1 • 8
დილიდანვე ფიზიკური აქტივობით აიმაღლეთ ენერგია. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, იცეკვეთ რომ ენერგია გაააქტიუროთ.
დღის განმავლობაშიც ივარჯიშეთ სულ მცირე 40 წუთი. აკეთეთ ის, რაც მოგწონთ, თუმცა დღეს ძალოვანი ვარჯიში ნამდვილი ჯეკპოტია!
რიცხვ 16-ში ექვსიანიც არის, ამიტომ დღეს აუცილებლად მოიწყვეთ თავი, დატკბით საკუთარი სილამაზით და ნამდვილ ლამაზმანად იგრძენით თავი.
იღბლიანი ფერები: თეთრი, რძისფერი და მარგალიტისფერი. ღია ფერის სამოსი წარმატების მოზიდვასა და ენერგიის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
სარკესთან ჩავლა და საკუთარი თავისთვის თქმა არ დაგავიწყდეთ:
„რა საყვარელი და ლამაზი ვარ! როგორი ლამაზი, წარმატებული და ბედნიერი ვარ!“
თუ არ ივარჯიშებთ და კარგ განწყობას არ შეიქმნით, შესაძლოა გემრიელობებისკენ გაგექცეთ ხელი — თანაც, არსებობს რისკი, რომ ზედმეტი მოგივიდეთ. ენერგიის ჭამით დახარჯვას ხომ სჯობს, ის წარმატებისკენ მიმართოთ?
მისიაში არსებული ერთიანი ადამიანების წინამძღოლობის ძალას მოგცემთ. დღეს თითქმის ყველაფრის გადაწყვეტას შეძლებთ — ენერგია, თავდაჯერებულობა და შინაგანი სიმტკიცე არ მოგაკლდებათ!
რეალიზაციაში არსებული რვიანი ფინანსურ წარმატებას, სიუხვესა და მნიშვნელოვან შედეგებს უკავშირდება. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ეს ძლიერი დღე ხელიდან არ გაუშვათ!
აუცილებლად ჩამოწერეთ თქვენი სურვილები ფურცელზე, კალმით და თითოეული მათგანი ასე დაიწყეთ:
„მადლიერებით ვიღებ…“
იყავით ყველაზე ბედნიერები, ლამაზები, ენერგიულები და ფინანსურად უხვად!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით