ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ძველ ასტროლოგიურ ჩანაწერებზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია XVII ქართული ასტროლოგიური ტრაქტატი, რომელიც შესაძლოა არაბული წარმომავლობის იყოს.
„როდესაც ჩემს ხელში უძველესი ასტროლოგიური ტრაქტატები ან მათი ასლები ხვდება, პირველ რიგში ვეძებ ხოლმე, რას წერენ საქართველოზე.
ადრეც დავწერე ჩემს გვერდზე, რომ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია XVII ქართული ასტროლოგიური ტრაქტატი, რომელსაც არაბული ასტროლოგიის სურნელი დაჰკრავს.
ამ დღეებში ვამუშავებდი X-XI საუკუნეების ცნობილ სპარსი (ხორეზმიდან) მეცნიერის ალ-ბირუნის ერთ-ერთ ტრაქტატს, რომელიც მეცნიერების ბევრ დარგს, მათ შორის, გეომეტრიას, არითმეტიკას, ასტრონომიას, გეოგრაფიას, ქრონოლოგიასა და ასევე ასტროლოგიას ეხება.
ერთგან ალ-ბირუნი წერს ზოდიაქოს ნიშნებისა და მაშინდელი ქვეყნებისა და გეოგრაფიული ადგილების კავშირზე. ის წერს, რომ საქართველო (სინამდვილეში წერს, „ჯურჯანი“) მიეკუთვნება ტყუპის ნიშანს, თუმცა თევზების ნიშანთან იხსენიებს საქართველოს (ჯურჯანის) ჩრდილოეთ ნაწილს (ვფიქრობ, რომ აქ უნდა იგულისხმებოდეს პირველ რიგში ფშავ-ხევსურეთი-თუშეთი. უფრო დაბალი ალბათობა მგონია, რომ იყოს მთის რაჭაც და სვანეთიც).
აქ ერთი საინტერესო დეტალია, რომ ზემოთ ნახსენები ქართული ასტროლოგიური ხელნაწერის ავტორი საქართველოს მიაკუთვნებს თევზების ზოდიაქოს.
პტოლემეოსი კი (II საუკუნის მათემატიკოსი, გეოგრაფი, ასტრონომი და ასტროლოგი) საქართველოს - კუროს ნიშანს აკუთვნებს.
დაახლოებით 15-18 წლის წინ ჩემი მაშინდელი ასტროლოგიური ცოდნისა და დაკვირვებულობის ხარჯზე, გადავწყვიტე, რომ საქართველოს კუთხეები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დამეყო. მაშინ ზემოთ ნახსენებ ტრაქტატებთან არანაირი წვდომა არ მქონდა, თუმცა ტყუპს მივაკუთვნე დასავლეთ საქართველო (კონკრეტულად კი იმერეთი და სამეგრელო), ხოლო აღმოსავლეთ საქართველო - კუროს, აღმოსავლეთ საქართველოს მთა - კირჩხიბის ნიშანს.
ისე, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, მაშინ პტოლემეოსის და ალ-ბირუნის ვერსიები „აღმოვაჩინე“. უბრალოდ, მე აღმოსავლეთ საქართველოს მთა კირჩხიბი მგონია და ალ-ბირუნს - თევზები. თუმცა ორივე ნიშანი წყლის ნიშანს ეკუთვნის და ძალიან ემოციური ნიშანია.
საინტერესოა, რომ დღევანდელ ასტროლოგიურ წრეებში მიჩნეულია, რომ საქართველო - ლომის ნიშანია. ჯერჯერობით ძველ წყაროებში ვერაფრით მივაგენი ამის დამადასტურებელ ჩანაწერს.
სხვათა შორის, XII საუკუნის ქართული ასტროლოგიური ტრაქტატის მიხედვით („ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“), ტფილისი - კირჩხიბის ნიშანს ეკუთვნის“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ ნიკოლას...“ - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 6 წლის გახდა
⭕პარასროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
⭕„ოქროს მედალს გისურვებ ჩვენო სიამაყე მოფარიკავევ“ - გოგა ჩანადირი ნინო თიბილაშვილზე