ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მოფარიკავე ნინო თიბილაშვილს უძღვნის.
ჩანადირი ეტლით მოფარიკავეს ულოცავს ბრინჯაოს მედალს და წარმატებებს უსურვებს:
„ბრწყინვალე ამბავი პარიზის პარალიმპიადიდან - ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს მესამე მედალი მოუტანა.
ნინომ ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში ფრანგი მოფარიკავე ბრაინა ვიდი 15:11 დაამარცხა.
ამჯერად გვაქვს 2 ბრინჯაოს და 1 ოქროს. ვულოცავ ნინოს ქომაგებს.
ხოლო ნინო თიბილაშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა - ტოკიო 2020-ზე ვერცხლი და პარიზი 2024-ზე ბრინჯაო.
ოქროს მედალს გისურვებ ჩვენო სიამაყე მოფარიკავევ“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორსული მაკო ყაველაშვილი შესანიშნავად გამოიყურება - დიზაინერი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
⭕ყველაფერი, რაც სარკის შესახებ უნდა იცოდეთ - რა საფრთხეს ქმნის მისი არასწორად დაკიდება