სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი:
აგვისტოს ინტენსიური ენერგიების შემდეგ სექტემბერი ბევრად უფრო მშვიდად თუ არ მოგვეჩვენება, ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულობას, შინაგან გარდაქმნასა და ურთიერთობებში ბალანსის პოვნას ნამდვილად მოიტანს.
თვის დასაწყისში მთელი ჩვენი ყურადღება ყოველდღიური საქმეების მოწესრიგებასა და დაუმთავრებელი საკითხების დასრულებაზე გადადის.
ეს დღეები ხელს უწყობს გეგმების გადახედვას, სამუშაო პროცესის დალაგებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას. მთვარე კლებადია, ამიტომ სასურველია, ჯერ არ ვიჩქაროთ და დაწყებული საქმეები დავასრულოთ.
10 სექტემბერი ინტენსიური ენერგიების დღეა - ვენერა და მერკური ნიშანს იცვლიან, ხოლო ურანი რეტრო მოძრაობაზე გადადის.
ვენერას მორიელში გადასვლა ურთიერთობებს მეტ სიღრმესა და ინტენსივობას შესძენს. ზედაპირული კავშირები ნაკლებად დამაკმაყოფილებელი გახდება, გაიზრდება გულწრფელობის, ერთგულებისა და ემოციური სიახლოვის მოთხოვნილება.
ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანია ფარული ხარჯებისა და საერთო რესურსების კონტროლი. ვენერა მორიელში 25 ოქტომბრამდე დარჩება.
მერკური სასწორში ხელს შეუწყობს დიპლომატიურ საუბარს, შეთანხმებასა და განსხვავებული პოზიციების დაბალანსებას, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ზოგჯერ შესაძლოა გაჭიანურდეს.
ურანის რეტროგრადული მოძრაობა ცვლილებების პროცესს შინაგან სივრცეში გადაიტანს. შესაძლოა, დაგჭირდეთ გეგმების გადახედვა და იმის გააზრება, რამდენად შეესაბამება არსებული მდგომარეობა თქვენს ნამდვილ სურვილებს. ურანის რეტროგრადულობა თებერვლამდე გასტანს და ბევრ საინტერესო ინსაიტებს მოგვიტანს.
11 სექტემბერს 07:26-ზე თბილისის დროით ახალმთვარეობა გვაქვს ქალწულში 18°25'-ზე.
ეს ახალი მთვარე ხელსაყრელია ყოველდღიური რეჟიმის, ჯანმრთელობის, სამუშაოსა და პრაქტიკული გეგმების განახლებისთვის. კარგი დროა რეალისტური მიზნების დასასახავად, მავნე ჩვევების შესამცირებლად და ცხოვრების წესრიგში მოსაყვანად. აქედან მოყოლებული უკვე შეგვიძლია ზრდაზე მიმართული საქმეების დაწყება.
14 სექტემბრიდან კი ლილიტის თხის რქაში გადასვლა გამოავლენს ძალაუფლებასთან, სტატუსთან, წარმატებასა და კონტროლთან დაკავშირებულ ფარულ შიშებსა თუ სურვილებს. მნიშვნელოვანია, ამბიციამ ზედმეტ სიმკაცრესა და მანიპულაციაში არ გადაგიყვანოთ. ამ თემაზე ცალკე სტატიას აუცილებლად დავდებ.
16 სექტემბერს თითქმის მთელი დღე 07:30-დან 20:42-მდე მთვარე უკურსოა. ამ დღეს უმჯობესია, ყურადღება მიმდინარე საქმეებს, გადახედვასა და რუტინულ საქმიანობას დაუთმოთ. ახალი და მნიშვნელოვანი საკითხების დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ.
18-ში, ქირონის მიერ რეტროგრადული მოძრაობით კუროს დატოვება ასრულებს თვითშეფასებასთან, მატერიალურ უსაფრთხოებასთან, სხეულთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოცდილებების ერთ ეტაპს. შესაძლოა, ნათლად დაინახოთ, რა გაკვეთილები მიიღეთ და რომელ შიშებზე აღარ გსურთ ჩაციკვლა. ხდება ძველი ტკივილების გარდაქმნა - გააზრება.
23 სექტემბერი შემოდგომის ბუნიობა. ამავე დღეს მზე სასწორში გადადის და მთავარი თემა ურთიერთობები, თანამშრომლობა და სამართლიანი ბალანსის პოვნა გახდება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაც. ხელსაყრელი პერიოდია მოლაპარაკებებისა და ურთიერთობებში ჰარმონიის აღსადგენად. ეს პერიოდი 23 ოქტომბრამდე გასტანს.
შუადღისას 12:19-დან 24.09 07:24-მდე კვლავ უკურსო მთვარე. 26 სექტემბერს კი, საღამოს 20:48-ზე სავსემთვარეობა ვერძის 03°36'-ზე.
ეს სავსე მთვარე დიდი ალბათობით გაამწვავებს დამოუკიდებლობასა და პარტნიორობას შორის არსებულ წინააღმდეგობას. შესაძლოა, დაგროვილი ემოციები ღიად გამოვლინდეს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო. ბევრს გამოუჩნდება დაგროვილი გაღიზიანება ან სურვილი, რომ უკვე საკმარისია მოთმენა და დროა დამოუკიდებლად იმოქმედოს. ოღონდ ეცადეთ, იმპულსურად არ იმოქმედოთ, თუმცა გაბედულების გამოჩენა საჭირო იქნება მაინც. უბრალოდ მეტი გააზრებით იმოქმედეთ. ეს დღე შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პირადი საზღვრებისა და საკუთარი სურვილების გასაცნობიერებლად.
28 სექტემბერს მარსი გადავა ლომის ზოდიაქოში, რაც ჩვენში ენერგიას, თავდაჯერებასა და შემოქმედებით მოტივაციას გააძლიერებს. გაიზრდება საკუთარი შესაძლებლობების გამოჩენისა და ლიდერობის სურვილი. კარგი დროა აქტიური საქმიანობისთვის, სიყვარულისა და შემოქმედებითი პროექტებისთვის, თუმცა საჭირო იქნება ზედმეტი დრამატიზმისა და სიამაყის/ ეგოიზმის კონტროლი.
თვეს მერკურის მორიელში გადასვლა დახურავს . ეს ტრანზიტი ჩვენს აზროვნებას უფრო გამჭრიახსა და დაკვირვებულს გახდის. გაიზრდება დაფარული მიზეზების აღმოჩენის, რთულ საკითხებში გარკვევისა და გულწრფელი საუბრის სურვილი. სიტყვას დიდი ძალა ექნება, ამიტომ სასურველია, მოვერიდოთ უსაფუძვლო ეჭვიანობას, ზედმეტ კატეგორიულობასა და მანიპულაციურ საუბრებს. ამ დღეს 03:36-დან 21:26-მდე მთვარე უკურსო იქნება.
სექტემბერი ურთიერთობებში სიღრმეს, ვნებასა და ტრანსფორმაციას მოიტანს. ემოციურად საკმაოდ დატვირთული თვეა. გაიზრდება გულწრფელობისა და სიახლოვის მოთხოვნილება, თუმცა ეჭვიანობამ და კონტროლის სურვილმა შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ურთიერთობებში მთავარი ამოცანა ნდობისა და ბალანსის შენარჩუნებაა.
კარიერული თვალსაზრისით ხელსაყრელი პერიოდია სამუშაო პროცესის მოწესრიგებისა და პროფესიული გეგმების განახლებისთვის. თვის ბოლოს მოიმატებს თავდაჯერება, ინიციატივა და ლიდერობის სურვილი. უკურსო მთვარის ხანგრძლივ პერიოდებში უმჯობესია მიმდინარე საქმეებზე კონცენტრირება. კარგია დროა გრძელვადიანი გეგმებისთვის.
რაც შეეხება ფინანსებს, საჭიროა სიფრთხილე იმპულსურ გადაწყვეტილებებთან და საერთო თანხებთან დაკავშირებით. უმჯობესია ბიუჯეტის გონივრულად მართვა და ზედმეტი ხარჯების კონტროლი. კარგი დროა ფინანსური ვალდებულებების გადასახედად და სამომავლო სტაბილურობის დასაგეგმად. სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება ქალწულებისთვის, ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მორიელებისა და ლომებისთვის. ცვლილებებს იგრძნობენ კუროებიც.
ქალწულს ახალი ეტაპი იწყება პირად განვითარებასა და საქმიანობაში (სამუშაო რუტინის გაუმჯობესების კუთხით).
ვერძისათვის ურთიერთობებსა და პირად გადაწყვეტილებებში გარდატეხის დროა.
სასწორისათვის თვე მნიშვნელოვანი გამოდგება ცხოვრებაში საკუთარი ადგილის გადაფასების კუთხით.
მორიელთან სიყვარული, ფინანსები და ემოციური გარდაქმნები გააქტიურდება.
ლომისათვის კარიერული წინსვლისა და თვითგამოვლენის შესაძლებლობები მოიმატებს. მნიშვნელოვანი პერიოდია თავდაჯერებულობის, კრეატიულობისა და პირადი გამოხატვის ენერგიის ზრდის კუთხითაც.
კუროებისთვის მათი ნიშნიდან ქირონის გასვლის გამო სტაბილურობასა და თვითშეფასებასთან დაკავშირებულ თემებთან დაკავშირებული მტკივნეული ხანგრძლივი ეტაპი დასრულდება.
დანარჩენებისთვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შეფასებები მხოლოდ მზეზე დაყრდნობით არის გაკეთებული“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქტუალურია 12-25 სექტემბრის ჩათვლით“ - ფულის რიტუალი მარილზე