ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 7 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„7 ნოემბერი — დღის ასტროლოგიური პროგნოზი
მთვარის დღე: 17 / 18
მთვარის ფაზა: კლებადი მთვარე ტყუპებში
ვერძი
დღეს შესაძლოა ჩაფიქრებული იყოთ და საკუთარ მიზნებზე დაფიქრდეთ. კარგი დროა მარტოობისთვის, რათა გააანალიზოთ, რა გსურთ და რა ეტაპზე ხართ. გაათავისუფლეთ თავი ძველი შეხედულებებისგან. სასიამოვნო დღეა დასვენებისა და ახლობლებთან მშვიდი შეხვედრებისთვის, თუმცა მოერიდეთ ალკოჰოლს.
კურო
სოციალური აქტივობის დღეა — კარგი დროა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასასწრებად ან მეგობრებთან შეხვედრებისთვის. სამსახურში თქვენი ინიციატივები მხარდაჭერას მოიპოვებს. ინტერნეტში აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლებელია ფლირტი ან რომანტიკული გაცნობა.
ტყუპები
დღეს ყურადღებით იყავით — გაფანტულობამ შეიძლება შეცდომამდე მიგიყვანოთ. საუბრები და შეხვედრები შესაძლოა გაუგებარი იყოს, თითქოს არაფერი კონკრეტულად არ წყდება. ზოგიერთ ტყუპს ექნება მგზავრობის ან მოგზაურობის სურვილი.
კირჩხიბი
შესაძლოა, შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება ადამიანების ან სიტუაციის მიმართ. დღე ემოციურია და შესაფერისია რომანტიკისთვის — კინო, თეატრი, ან უბრალოდ სასიამოვნო გარემო.
ლომი
ურთიერთობებში შესაძლებელია გაუგებრობა ან ილუზიები. მოერიდეთ ფინანსურ საკითხებზე საუბარს — დღეს ეს არ არის გამჭვირვალე დღე. მაგრამ შესანიშნავია ინტიმური შეხვედრებისთვის და ემოციური სიახლოვისთვის.
ქალწული
ურთიერთობებში იგრძნობა სიტყვათა ნაკლებობა. უფროსის დავალებები შეიძლება გაურკვევლად ჟღერდეს. თუ ბოლო დღეებში ექიმთან იყავით, შესაძლოა დღეს დაეჭვდეთ დიაგნოზის სისწორეში — საჭირო იქნება მეტი სიცხადე.
სასწორი
გაამახვილეთ ყურადღება ჯანმრთელობაზე — კარგი დროა ექიმთან ჩასაწერად ან გამოკვლევისთვის. თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული. დღე პროდუქტიული იქნება მხოლოდ შემოქმედი ადამიანებისთვის. კარგი დროა ფილმის სანახავად, ხატვისთვის ან წყლის ენერგიასთან დაკავშირებული აქტივობებისთვის.
მორიელი
დღეს სიყვარული და რომანტიკა თქვენს ირგვლივ სუფევს. ნუ მოერიდებით ინიციატივის გამოჩენას — ახალი ნაცნობობა მოსალოდნელია როგორც ახლოს, ისე ონლაინ. ოჯახურ გარემოში სითბო და სიმყუდროვე იქნება.
მშვილდოსანი
შესაფერისი დროა სახლის ენერგიის განახლებისთვის. შეიძლება მოგინდეთ გარემოს შეცვლა ან დიზაინის განახლება. კარგი დღეა სტუმრების მიღებისა და გულწრფელი საუბრისთვის.
თხის რქა
საუკეთესო დღეა კომუნიკაციისა და მცირე მოგზაურობებისთვის. აქტიური და ხალისიანი იქნებით. შესაძლებელია ახალი იდეების განხილვა ან სასარგებლო შეძენების დაგეგმვა. ზოგიერთ თხის რქას მოუნდება ახალი კურსების დაწყება ან ცოდნის გაფართოება.
მერწყული
დღეს თქვენი შემოქმედებითი ნიჭი განსაკუთრებით გამოიკვეთება. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს — შესაძლოა ილუზიების გავლენაში მოექცეთ. დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს და იარეთ სპაში, აუზში ან უბრალოდ დაისვენეთ.
თევზები
ემოციურად მგრძნობიარე დღეა, ამიტომ მოერიდეთ უარყოფითი ინფორმაციის მიღებას. დრო დაუთმეთ წიგნებს, ხელოვნებასა და ჰობის. კარგი დროა მასაჟისთვის, სპა-პროცედურებისა და მშვიდი დასვენებისთვის. შესყიდვები სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: