კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი ნანა მესხი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მან პოეტის ნანა ცინცაძის შემოქმედებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იგი პოეტთან უკვე წლებია მეგობრობს და ერთმანეთი ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნო:
„ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, ვიყავით რაღაც ღონისძიებაზე და მოვიდა ნანიკო, თავად გამეცნო. იქ ვიმღერე და ნანიკომ მითხრა, შენთან სიამოვნებით ვითანამშრომლებო, არ გინდა ერთად რამე ვცადოთო? შენგანაც მოდის ცეცხლი და მეც ასეთი ვარო.
ბუნებრივია, ნანა ცინცაძე უკვე ვიცოდი, გამიხარდა და მგონი, მეორე დღესვე დავურეკე.
მითხრა ასეთი ფრაზა: ის სხივი, რაც თვალებში გაქვს არასდროს ჩაიქროო. არც ცხოვრებამ, გაჭირვებამ, პრობლემებმა არ ჩაგიქროს ეს სხივიო და დღემდე მახსოვს ეს სიტყვები“, - ამბობს ნანა მესხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: