ეს პერიოდი მერკურის ხანგრძლივი რეტროგრადული ფაზის დაწყებამდე ბოლო კვირაა. იგი ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის წარმატებული აღმოჩნდება, განსაკუთრებით კი რომანტიკულ ასპექტში. ასტროლოგების თქმით, მიმდინარე კვირა არაერთ სიახლეს გვიმზადებს.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 22-28 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ამ კვირაში ვერძის ნიშნის წარმომადგენლები შემოქმედებით და მეოცნებე განწყობაზე იქნებიან, ყოველდღიური საზრუნავი კი მეორე პლანზე გადაინაცვლებს. შთაგონება ახალ შთაბეჭდილებებსა და თანამოაზრეებთან კომუნიკაციაში ეძებეთ. თემატური კლუბების სტუმრობისა და მეგობრული შეხვედრებისთვის ახლა ხელსაყრელი დროა. მათ, ვისაც ურთიერთობაში სირთულეები აქვთ, კომფორტის ზონის დატოვება მართებთ - ამ პერიოდში დაწყებულმა ნაცნობობამ შეიძლება, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ცვლილებები გამოიწვიოს.
კურო
კუროებისთვის ეს კვირა მნიშვნელოვანი მიღწევების პერიოდად იქცევა. ორშაბათიდანვე პროდუქტიულ სამუშაო განწყობაზე იქნებით, კონკრეტულ მიზანს დაისახავთ და მისკენ თავდაჯერებულად სვლას დაიწყებთ. გადამწყვეტად იმოქმედებთ და ნებისმიერ ამოცანას, როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროში, თავს წარმატებით გაართმევთ. კვირის შუა პერიოდში ინტუიცია გაძლიერდება, რაც მიმდინარე მოვლენების უფრო ღრმად გააზრებასა და რთული საკითხების ეფექტიანად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
კვირის პირველ ნახევარში ტყუპებს თვითრეალიზაციისა და წინსვლის ახალი პერსპექტივები გაუჩნდებათ. თუმცა, კვირის მეორე ნახევარი, შესაძლოა, ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდეს. აქტიური კომუნიკაცია გექნებათ, მაგრამ ყველა საუბარი როდი მოგიტანთ სარგებელს. გამორიცხული არ არის, ახალმა ნაცნობობამაც ვერ გაამართლოს იმედები. უქმეებზე ყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობას მიაქციეთ, რადგან მოსალოდნელია მომატებული გაღიზიანებადობა. განტვირთვის გზები იპოვეთ და ახლობლებთან კონფლიქტებს მოერიდეთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს ამ კვირაში მომატებულ დაძაბულობასთან გამკლავება მოუწევთ. ძველი, გადაუჭრელი საკითხები თავს კვლავ შეგახსენებთ და ყურადღებას მოითხოვს. მათ თანმიმდევრულად, პანიკის გარეშე მიხედეთ. სამშაბათს სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ოთხშაბათს ფრთხილად იმოქმედეთ, ვინაიდან ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია. პარასკევი რთული მოლაპარაკებებისა და განხილვებისთვისაა ხელსაყრელი. უქმეებზე მოსალოდნელია ისეთი მოვლენები, რომლებიც საკუთარი შეხედულებების გადაფასებას გაიძულებთ.
ლომი
ორშაბათს ლომებს დიპლომატიურობა და საერთო ენის გამონახვის უნარი განსაკუთრებით დასჭირდებათ. თუ საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სიტუაციაში გარკვევა ან გარემოებების თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალება დაგჭირდებათ, აქცენტი ურთიერთობაზე გააკეთეთ. კვირის შუა პერიოდში, შესაძლოა, პროფესიულმა გადაღლამ და ემოციურმა გამოფიტვამ შემოგიტიოთ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ, და არჩეულ კურსს ნუ გადაუხვევთ. უქმეებზე ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდეთ.
ქალწული
კვირის დასაწყისში ქალწულებისთვის სამუშაო პროცესები ნაკლებად აქტიურად წარიმართება, სამაგიეროდ მეტი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ. ის საკუთარ თავსა და ინტერესებს მოახმარეთ. ახლობლებთან ხანგრძლივი საუბრები და შეხვედრები შეამცირეთ - ყველა მათგანი სასარგებლო არ იქნება. თქვენ გარშემო დიდი ენერგია და ყურადღება მოიყრის თავს, განსაკუთრებით ოთხშაბათს, როდესაც პერსპექტიული ნაცნობობის გაბმის შანსი მოგეცემათ. უქმეებზე გარემოცვა საგულდაგულოდ შეარჩიეთ და ტოქსიკურ ადამიანებს მოერიდეთ.
სასწორი
კვირის დასაწყისში სასწორებს, შესაძლოა, ენერგიის დეფიციტი შეექმნათ, მაგრამ საქმეების გადადება არ შეიძლება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური სირთულეები თავს მალევე იჩენს. ფულადი მდგომარეობა შეიძლება, დაძაბული იყოს, თუმცა კვირის ბოლოსთვის გაუმჯობესებას დაიწყებს. დოკუმენტები და სამუშაო პროცესები შეამოწმეთ, რათა მოულოდნელი რევიზიის დროს პრობლემები თავიდან აირიდოთ. კვირის მეორე ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგანაც ტყუილისა და მანიპულაციის რისკი იზრდება.
მორიელი
ცალკეული სირთულეების მიუხედავად, ეს კვირა მორიელებისთვის პროდუქტიული იქნება. გამოცდილ პარტნიორებთან მომგებიანი შეთანხმებების გაფორმების შანსი მოგეცემათ. თუმცა, მნიშვნელოვანია საღი აზრის შენარჩუნება, ნუ იჩქარებთ და გადაჭარბებულ ინიციატივას ნუ გამოიჩენთ. პარასკევსა და შაბათს მსხვილ საყიდლებზე უარი თქვით. კვირას საკუთარ მიზნებს მიჰყევით და დროებით სირთულეებს ნუ დაემორჩილებით.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს კვირა პიროვნული და პროფესიული განვითარების ნიშნით ჩაივლის. წინ დაძაბული სამუშაო პროცესები და მრავალრიცხოვანი შეხვედრები გელით. ჯანმრთელობა არ დაივიწყოთ - სასარგებლო იქნება პროფილაქტიკური შემოწმების ჩატარება. ოთხშაბათს მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი ნაცნობობა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პარტნიორს ეძებს. სხვა მხრივ, ეს პერიოდი, შესაძლოა, მარტივი არ აღმოჩნდეს: ფინანსების, პაროლებისა და დოკუმენტების მიმართ ყურადღებით იყავით, რადგან, ასტროლოგების თქმით, მოსალოდნელია გაფანტულობა და წვრილმანი დანაკარგები.
თხის რქა
თხის რქებს დაძაბული კვირა ელით, რომელიც დიდ ძალისხმევას როგორც სამსახურში, ისე საყოფაცხოვრებო საქმეებში მოითხოვს. შესაძლოა, ძველი ამოცანების სასწრაფოდ გადაჭრა და დავალიანებების გასტუმრება მოგიხდეთ. ოთხშაბათს საზრუნავის ნაწილს მოკავშირეები გადაიბარებენ, ზოგიერთი პრობლემა კი საკმაოდ სწრაფად მოგვარდება. მნიშვნელოვანია სტრესის მოხსნისა და ძალების აღდგენის გზის პოვნა. დასვენება არ დაივიწყოთ - უქმეებზე სასარგებლო იქნება მასაჟზე წასვლა ან ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაზე ზრუნვა.
მერწყული
ამ კვირაში მერწყულებს ბევრი რამ მარტივად გამოუვათ - მომგებიანი წინადადებები, დამატებითი შემოსავლის წყაროები და პერსპექტიული შესაძლებლობები, პირდაპირი მნიშვნელობით, თავად ჩაგივარდებათ ხელში. რაიმე ღირებულის აღმოჩენა იქაც კი შეგიძლიათ, სადაც საერთოდ არ ელოდით. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, შესაძლებლობის ფარგლებში, მშვიდ, სახლის გარემოში იმუშავეთ - ეს თქვენს თვითგრძნობაზე დადებითად აისახება. უქმეებზე მეგობრებისგან ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან მოწვევებია მოსალოდნელი, ამიტომ დროის სასიამოვნოდ გატარების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
თევზები
თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, გარშემომყოფთა მხრიდან შესაძლო ზეწოლის მიუხედავად. კვირის დასაწყისში უამრავი იდეა გაგიჩნდებათ - მათ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. სამშაბათი მოულოდნელ მოგებას მოგიტანთ. ოთხშაბათს დაგროვილ წვრილმან საქმეებს იოლად გაუმკლავდებით. ხუთშაბათსა და პარასკევს ურთიერთობები მინიმუმამდე შეამცირეთ - ეს თქვენს პროდუქტიულობას საგრძნობლად აამაღლებს. უქმე დღეები ახალი წამოწყებებისა და შემოქმედებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.
წყარო: www.beaumonde.ge