მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:35-დან 22:42 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად, ბინის მოწყობისა და ინტერიერის შესაცვლელად, ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვის ვარჯიშებისა და არომათერაპიისთვის. მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმელების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალქიტი, მარგალიტი, ზურმუხტი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი