მსახიობმა და მოცეკვავემ თაკო ტაბატაძემ „რუსთავი 2”-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იწყებს დილას 4 შვილთან ერთად და აღნიშნა, რომ ჯანსაღი საუზმის შემდეგ, ცდილობს ბავშვები ხშირად გაიყვანოს სუფთა ჰაერზე.
„ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამიძალებია ბავშვებისთვის საკვები. ვცდილობ ხოლმე რაღაც ალტერნატივა შევთავაზო. ხშირად საუბრობენ, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება თურმე ბავშვობაში საკვების დაძალებისკენ იწყება. უპირატესობას ვანიჭებ ხილს, ბოსტნეულს, რაციონში ხორციც არის, მაგრამ ეს უკვე შუადღეს ან საღამოს.
დილას ვიწყებთ შვრიის ფაფით და რომ არ მობეზრდეთ სხვადასხვა ინგრედიენტებით ვამდიდრებთ ხოლმე.
როცა ბავშვს წახემსების სურვილი აქვს, ცომეულს რომ არ მიეძალოს, მაგიდაზე სულ არის ბოსტნეული და ხილი.
მე და ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე სულგუნს საოცრად უხდება ბროწეულის სოუსი. ნუში და ცოტა მზესუმზირაც ძალიან უხდება.
ასეთი სიფერადე მარკეტინგული ხრიკია ჩემთვის და ბავშვებს ამის გაკეთება თვითონაც ძალიან მოსწონთ“, - ამბობს თაკო ტაბატაძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება